ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი
დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შევიდა ცვლილება:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841418?publication=0
ამ ცვლილების შინაარსი ასეთია: 2017 წლის დეკემბრიდან ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი იყო სამედიცინო საქონლის ნუსხა, რომელიც თავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. მ/წლის 1 აპრილიდან ამ ნუსხას დაემატა ისეთი საქონელი, როგორიცაა პირბადეები, ხელთათმანები, ბახილები, სახის დამცავი ფარები და სხვა მსგავსი.
გვაქვს ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთმა კომპანიამ 30 მარტს იმპორტის სასაქონლო ოპერაციით შემდგომი გაყიდვის მიზნით შემოიტანა 6307 90 990 00 კოდის საქონელი – პირბადეები. აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა საბაჟო (იმპორტის) დღგ-ით, რომელიც კომპანიამ ჩაითვალა მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციით. აპრილში სრულად გაყიდა ეს საქონელი, ოღონდ ამჯერად მათი მიწოდება უკვე გათავისუფლებული იყო ჩათვლის უფლების გარეშე.
ნიშნავს ეს თუ არა, რომ მარტში ჩათვლილი საბაჟო დღგ ექვემდებარება სრულად გაუქმებას? თუ კი, მაშინ რა გამოდის, გადამხდელი რეალურად ვერ სარგებლობს ამ შეღავათით (თუ არ ჩავთვლით დაზოგილ ფასნამატის დღგ-ს)?
შპს-მ სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება შეფასებული იყო 1000 ლარად. გამართული აუქციონით, მიწის ნაკვეთი შპს-ის მიერ ფაქტიურად შეძენილი იქნა 400 ლარად.
1) კონკრეტულად ეს ოპერაცია დაიბეგრება თუ არა რამე გადასახადით?
2) ხომ არაფერი შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ იგივე მიწის ნაკვეთი შეძენილი იქნებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე?
მოქალაქე „ა“-მ მოქალაქე „ბ“-სგან, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იყიდა ბინა. ბინაში გადასვლიდან მეორე დღეს, მან დააზიანა მეზობლის ქონება.
რა ტიპის ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე შეიძლება გახდეს „ა“ და რატომ?
2020/04
არასაგადასახადო
თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
იმ ობიექტებზე, სადაც ეზოს მოპირკეთება მიდის, შესაბამისი ხარჯების აღსარიცხავად გახსნილი მაქვს დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე „ეზოს კეთილმოწყობა“. დასრულების შემდეგ რომელ 21** ანგარიშზე გადავიტანო? საკმაოდ ღირებულია ხოლმე ეზოს კეთილმოწყობის დანახარჯები.
2020/04
არასაგადასახადო
თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
უძრავი
ქონება
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ამჟამად გაჩერებულია და ჩამორთმეული აქვს სანებართვო პირობა, ბალანსზე ერიცხება ძირითადი საშუალებები, რომელსაც ადრე იყენებდა სამედიცინო საქმიანობაში და შესაბამისად მათზე არ იხდიდა ქონების გადასახადს.
ახლა, რადგან მას სამედიცინო საქმიანობა შეჩერებული აქვს, მოუწევს თუ არა ამ ძირითად საშუალებებზე (რომლებსაც ამჟამად არაფერში იყენებს და აპირებს მათ გაყიდვას) 2019 წლის ქონების გადასახადის გადახდა?
2020/04
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
შეფასება
და
აუდიტი
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
შპს-ის ბალანსზე გვერიცხება საცურაო აუზი. წინა ხელმძღვანელობა ქონების გადასახადის გადახდისას იყენებდა საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თბილისის ტერიტორიაზე სპორტის დარგში მყოფი საწარმოებისთვის, ქონების გადასახადის განაკვეთი შეადგენს 0,001%-ს. საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის ამ ჯგუფებში 93.1 ნამდვილად შედის საცურაო აუზი და ფიტნეს-ცენტრი. მაგრამ, ამ საქმიანობის გარდა ჩვენ ტერიტორიაზე ვეწევით საიჯარო საქმიანობასაც, ტერიტორიის ნაწილი გაქირავებულია სხვადასხვა ობიექტებზე: საბავშვო ბაღი, კაფე, ოფისი, სალონი, მაღაზია და ა.შ. ამ შემთხვევაში, ამ ობიექტებში აღრიცხულ ჩვენს ძირითად საშუალებებზე, ან შენობა-ნაგებობის ამ ნაწილზე თუ ვრცელდება ეს შეღავათი?
2020/03
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა