ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი

რა ბუღალტრული გატარებები კეთდება უსასყიდლოდ გაცემულ საწარმოს პროდუქციაზე, როცა: 1) პროდუქცია უსასყიდლოდ გაიცემა თანამშრომელზე; 2) პროდუქცია უსასყიდლოდ მიეწოდება სხვა პირს; 3) პროდუქციის მიწოდება სადეგუსტაციოდ, რეალიზაციის გაზრდის მიზნით ხდება კომპანიის მყიდველებსა და შემკვეთებზე?

2020/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

შპს „X“ 100 კვ. მ. ფართით, რომლის თვითღირებულება პირობითად 100000 ლარია, შპს „Y“-ის საწესდებო კაპიტალში შევიდა 10%-იანი წილით (არამაკონტროლებელი წილი) და საწესდებო კაპიტალში ეს შენატანი განისაზღვრა 180000 ლარით. შპს „X“-ის ფინანსურ ანგარიშგებაში როგორ აისახება კაპიტალში შეტანილ თანხასა და თვითღირებულებას შორის სხვაობა 80000 ლარი? გთხოვთ განიხილოთ ორი ვარიანტი: 1) შპს „X“ – მეორე კატეგორიის საწარმოა; 2) შპს „X“ – მესამე კატეგორიის საწარმოა.

2020/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

გაზის აფეთქებისაგან დაზარალებულ ოჯახს გამგეობა უხდის ბინის ქირის კომპენსაციას (ოჯახს ბინის მეპატრონესთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გამგეობა უხდის გამქირავებელს ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას). მაინტერესებს, გამქირავებელმა უნდა გადაიხადოს ამ თანხიდან საშემოსავლო თუ არა?

2020/01
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

შპს X1-ს რამდენიმე შვილობილი შპს ჰყავს. მათგან ერთ-ერთმა შპს X2-მა გააფორმა იჯარის ხელშეკრულება მეიჯარესთან ფართზე, რომელიც იყო მოუწყობელი (ცარიელი კედლები). დაიწყო ამ ფართის კეთილმოწყობა და გაწეული იქნა გარკვეული სახის სამუშაოები. გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს X2-მა ფართის გარკვეული ნაწილი დაუთმო შპს X1-ის მეორე შვილობილ შპს X3-ს, რაზედაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. ახლა გვინდა, რომ ოფიციალურად ფართის გადაცემამდე გაწეული ხარჯები შპს X3-მა აუნაზღაუროს შპს X2-ს. ამისთვის ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელსაც თან დავურთავთ ხარჯების ამსახველ დანართს. ყველა შპს დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“. გვაინტერესებს: 1) ეს შემოსავალი, რომელსაც მიიღებს შპს X2 შპს X3-ისაგან, განხილულ უნდა იქნას, როგორც რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (6110), რომელიც უნდა დაიბეგროს დღგ-ით, თუ შესაძლებელია სხვა შემოსავლებში მისი გატარება დღგ-ით დაბეგვრის გარეშე? 2) ხომ არ არსებობს რამე უკეთესი და უფრო მარტივი გზა ზემოთ მოცემული ოპერაციის გასაფორმებლად?

2020/01
დღგ
მოგების გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

ელექტრონულად დამოწმებული ხელშეკრულებები შპს-ში ამობეჭდილი სახით უნდა შევინახოთ თუ შესაძლებელია ელექტრონულად ფაილებში ინახებოდეს?

2020/01
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია აწარმოებს თაფლს. როდესაც ფიზიკური პირის გამოძახებით მის სახლში მიაქვს თაფლი კურიერს, მაგ დროს რა საბუთი შეიძლება არსებობდეს? საკურიერო მომსახურებას სხვა ფირმა გვიწევს, რომელიც თვის ბოლოს ინვოისს გვიწერს. საბუთში ვგულისხმობ ზედნადებს, თუ არის სავალდებულო როგორც ტრანსპორტირების საბუთი? პირად ნომერს კლიენტს ვერ ვეკითხებით.

2019/12
არასაგადასახადო თემა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა