მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. მოცვის ნერგების დარგვისას კვალზე მთელ სიგრძეზე ხდება პოლიპროპილენის ქსოვილის (ე.წ. მულჩი) გადაკვრა. მულჩი ხელს უშლის მოცვის ახალდარგული ნერგის ირგვლივ ბალახის ამოსვლას. აღნიშნული მულჩის ღირებულება საკმაოდ დიდი თანხაა. როგორ უნდა აღვრიცხოთ აღნიშნული მულჩი ფინანსურად და გვეკუთვნის თუ არა მასზე ქონების გადასახადის გადახდა?
ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი სამშენებლო კომპანია - შპს. 2022 წლის დეკემბერში საკუთრების უფლებით გავყიდეთ რამდენიმე ფართი, რომლებიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. აღნიშნული ფართების ღირებულების დაახლოებით 80% მიღებული გვაქვს ავანსის სახით და დაბეგრილია შესაბამისად ავანსიდან დღგ-ით. აღნიშნული ფართები იყიდა სხვა შპს-მ და შესაბამისად, რადგან საკუთრების უფლებით მოხდა გაყიდვა, მოგვთხოვა 2022 წლის დეკემბრის თვეზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ფართების ღირებულების სრულ თანხაზე („ეა“ სერიის ანგარიშ-ფაქტურის). საკუთრების უფლებით გაყიდულ და ჯერ ექსპლუატაციაში არმიღებულ ზემოთ აღნიშნულ ბინებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის („ეა“ სერიის) გამოწერა როდის უნდა მოხდეს და რა თანხაზე? რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნა?
კომპანიის 100%-იანმა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ამავე კომპანიაში შემოიტანა უპროცენტო სესხი 5 წლით. მოვახდინეთ სესხის დისკონტირება და დისკონტის თანხა განვიხილეთ, როგორც დამატებითი შენატანი კაპიტალში.
თუ არის შესაძლებელი აღნიშნული შენატანის საწესდებო კაპიტალში გადატანა? შესაძლებლობის შემთხვევაში, რა პროცედურებია საჭირო? კომპანია აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის იყენებს ფასს-ების სრულ ვერსიას.
არარეზიდენტი დამფუძნებლისთვის დივიდენდი რომ დაგვრჩა გადასახდელი, აშშ დოლარში უნდა გადავრიცხოთ დღევანდელი კურსით? თუ, არ ხდება ამის გადაფასება და რაც ლარშია დარჩენილი, ის უნდა გადავუხადოთ?
ვცდილობ გონივრული ნაშთი გამოვიყვანო თვეების მიხედვით. „ბ“ და „ე“ პუნქტები მაინტერესებს:
„საკასო ხარჯი – სალაროდან გასული/გასულად ჩათვლილი თანხა, რომელიც:
ა) გაიცა კრედიტორული დავალიანების დასაფარად;
ბ) გაიცა როგორც ავანსი, ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, როიალტი“ – უსაბუთო გაცემები ხელფასად და დივიდენდად რომ მაქვს ნაჩვენები, ეგენიც შედის?
„გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ №8 დანართის შესაბამისად, ჩაითვალა ანაზღაურებულად;
დ) გადახდილია დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯისთვის;
ე) დაიბეგრა მოგების ან საშემოსავლო გადასახადით“ – უსაბუთო ან არამიზნობრივი ხარჯი რომ დავბეგრეთ, ეგეც გაითვალისწინება საკასო ხარჯში?
კომპანიის (შპს-ის) გაუნაწილებელი მოგება და წლის მოგება/ზარალი წლების მიხედვით არის შემდეგი:
2017 წელი – გაუნაწილებელი მოგება 32 მლნ, წლის მოგება-ზარალი -3 მლნ ლარი;
2018 წელი – გაუნაწილებელი მოგება 27 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი -5 მლნ ლარი;
2019 წელი – გაუნაწილებელი მოგება 31 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი 4 მლნ ლარი;
2020 წელი – გაუნაწილებელი მოგება 25 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი -6 მლნ ლარი;
2021 წელი – გაუნაწილებელი მოგება 20 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი -5 მლნ ლარი.
2022 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ გაუნაწილებელი მოგება კვლავ შემცირდება.
1) იმისათვის, რომ მოხდეს დივიდენდის გაცემა 2023 წლის რომელიმე თვეში, უნდა გვქონდეს კრების ოქმი, სადაც განსაზღვრული იქნება გასაცემი დივიდენდის ოდენობა, ხომ?
2) 2023 წლის რომელიმე თვეში დივიდენდის გაცემა უნდა მოხდეს 31.12.2022 წ. დაფიქსირებული გაუნაწილებელი მოგებიდან თუ მიმდინარე პერიოდის გაუნაწილებელი მოგების გამოთვლაც აუცილებელი იქნება? ანუ, რა თანხის გაცემა შეგვეძლება დივიდენდად, ეს რომელი პერიოდის გაუნაწილებელი მოგებიდან შეგვიძლია გამოვთვალოთ?
3) თუკი ხელმძღვანელობა დაადგენს, რომ დივიდენდის გაცემა არ გამოიწვევს კომპანიის გადახდისუუნარობას და დივიდენდის გაცემის დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში დაფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს შეუფერხებლად ან/და განახორციელებს დაგეგმილ საქმიანობას, მაგრამ ფაქტიურად ეს ასე არ აღმოჩნდა, ამას რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად?
4) რას გულისხმობს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 145-ე მუხლის („შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის განაწილება“) მე-6 ნაწილის ჩანაწერი, კერძოდ, მისი ბოლოსწინა და ბოლო წინადადებები?
„6. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია იმის ალბათობა, რომ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. დაუშვებელია აგრეთვე რეზერვების განაწილება, თუ ეს აკრძალულია კანონით ან წესდებით“.