ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

ელექტროენერგიით მომარაგების ქსელზე მიერთება – რა ძირითადი საშუალებაა (ცალკე რომ გამოჰყავთ ხოლმე ფირმებს ქსელი თავისთვის)? დაახლოებით, 100 000 ლარი ჯდება. 2153 ანგარიშია – ელექტროგადაცემის საშუალებები?

2020/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

მაღალი გამავლობის (High Passability) ავტომობილის (ძრავის მოცულობა 1590) რეალიზაცია ხომ არ დაიბეგრება დღგ-ით?

2020/01
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი არის რუსეთის რეზიდენტი ფიზიკური პირი. მას უნდა დივიდენდის გატანა აშშ დოლარში (არა ლარში) შემდეგნაირად: საწარმოს საბანკო ანგარიშზე აქვს დებიტორებისგან ჩამორიცხული აშშ დოლარები და ამ აშშ დოლარებს საწარმო გადაურიცხავს ზემოაღნიშნული დამფუძნებლის მინდობილ საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს (გაკეთდება სამმხრივი შეთანხმება ამ გადარიცხვაზე). ზოგადად, შესაძლებელია თუ არა დივიდენდების აშშ დოლარში გატანა? და თუ კი, მაშინ დივიდენდების გატანის ზემოთ აღნიშნული გზა (ანუ, საქართველოს რეზიდენტი მინდობილი პირის გავლით) რამდენად არის შესაძლებელი?

2020/01
არასაგადასახადო თემა
დივიდენდები
პასუხის ნახვა

შპს X-მა შეიძინა შპს Y-ის 100-პროცენტიანი წილი და გადაიხადა თანხა 100000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადაუხადა შპს Y-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს. მოვახდინეთ შემდეგი საბუღალტრო გატარება: დ-ტი 3110 კ-ტი 1210 100000 ლარი. რა არის შპს X-ისთვის 100%-იანი წილი და როგორ უნდა დავსვათ ის ბალანსზე? გთხოვთ დამიწეროთ შესაბამისი საბუღალტრო გატარებები.

2020/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

1) შპს X, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, გააჩნია ძირითადი საშუალებები: ავეჯი და სხვა ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკით განსაზღვრულია აღრიცხვა თვითღირებულების მოდელით. 2019 წლის ბოლოს როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ნარჩენი ღირებულება განულებული მაქვს, უნდა შევაფასებინო ექსპერტს და ისე დავსვა მისი ღირებულება? და როდესაც ეს ძირითადი საშუალება არის, მაგალითად, კარადა ან სამეთვალყურეო კამერა, ასეთ შემთხვევაშიც უნდა შევაფასებინო ექსპერტს? 2) შეფასებულ ძირითად საშუალებებს თუ ერიცხება ცვეთა?

2020/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ჩვენს კუთვნილ ბაზაზე მოიჯარე შპს-ისთვის იჯარით გვაქვს გადაცემული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მისი კუთვნილი ქარხანა. ეს ქარხანა წარმოებისათვის იყენებს ჩვენს მრიცხველს. ელექტროენერგიის ხარჯვაზე ანგარიშ-ფაქტურაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ იწერება ჩვენს სახელზე. როგორც მოიჯარე გვეუბნება, მას სჭირდება ელექტროენერგიის მიყიდვა დაფიქსირებული იყოს მასზე, რათა მოახდინოს გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებაში ჩართვა. შეგვიძლია თუ არა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის თანხაზე შევადგინოთ მიღება-ჩაბარების აქტი ჩვენსა და მოჯარეს შორის, რომელშიც მივუთითებთ, რომ აღნიშნულ ფაქტურაში მითითებული ელექტროენერგია მოხმარებულია მოიჯარის ქარხნის მიერ მისი საკუთარი პროდუქციის წარმოებისათვის? ამ საკითხთან დაკავშირებით რა პრობლემები შეიძლება წარმოგვეშვას (ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და დღგ-ით დაბეგვრის კუთხით), ან სხვანაირად როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ?

2020/01
არასაგადასახადო თემა
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა