ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

სსკ 174-ე მუხლის მიხედვით „დღგ-ის ჩასათვლელი თანხა“: „3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: ... ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“. ანუ, 2019 წლის ოპერაციაზე რა ანგარიშ-ფაქტურაც მომივა დაგვიანებით, ოპერაციის პერიოდის მიხედვით დავაზუსტებ შესაბამის დღგ-ის დეკლარაციას და ჩავითვლი. სწორად გავიგე?

2020/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

სსკ 168-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება. მუხლი 1621. მომსახურების გაწევის ადგილი: „10. არადასაბეგრი პირისთვის საქონლის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად“. თიზისთვის შეძენილი საქონლის სატრანსპორტო მომსახურება თავისუფლდება დღგ-ისგან? ასევე, პორტში საქონლის მიწოდება? საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში რა დოკუმენტი მოიაზრება – CMR? თუ სასაქონლო ზედნადები? თუ საჭიროა სხვა დოკუმენტი?

2020/01
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

როდესაც კომპანიის კუთვნილი ავტომობილი (ავტომობილის ძრავი 2500 სმ3-3500 სმ3) თანამშრომლის მიერ გამოყენებულია არასამსახურებრივი მიზნებისთვის, კომპანია ვალდებულია გადაიხადოს 200 ლარი საშემოსავლოს სახით. რადგან აღნიშნული მიიჩნევა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, მას ეხება თუ არა საპენსიო შენატანები, და ვალდებულია თუ არა კომპანია გადაიხადოს საპენსიო სააგენტოში 4% (თანამშრომლის და კომპანიის კუთვნილი 2-2%)?

2020/01
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

რა ბუღალტრული გატარებები კეთდება უსასყიდლოდ გაცემულ საწარმოს პროდუქციაზე, როცა: 1) პროდუქცია უსასყიდლოდ გაიცემა თანამშრომელზე; 2) პროდუქცია უსასყიდლოდ მიეწოდება სხვა პირს; 3) პროდუქციის მიწოდება სადეგუსტაციოდ, რეალიზაციის გაზრდის მიზნით ხდება კომპანიის მყიდველებსა და შემკვეთებზე?

2020/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

შპს „X“ 100 კვ. მ. ფართით, რომლის თვითღირებულება პირობითად 100000 ლარია, შპს „Y“-ის საწესდებო კაპიტალში შევიდა 10%-იანი წილით (არამაკონტროლებელი წილი) და საწესდებო კაპიტალში ეს შენატანი განისაზღვრა 180000 ლარით. შპს „X“-ის ფინანსურ ანგარიშგებაში როგორ აისახება კაპიტალში შეტანილ თანხასა და თვითღირებულებას შორის სხვაობა 80000 ლარი? გთხოვთ განიხილოთ ორი ვარიანტი: 1) შპს „X“ – მეორე კატეგორიის საწარმოა; 2) შპს „X“ – მესამე კატეგორიის საწარმოა.

2020/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

გაზის აფეთქებისაგან დაზარალებულ ოჯახს გამგეობა უხდის ბინის ქირის კომპენსაციას (ოჯახს ბინის მეპატრონესთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გამგეობა უხდის გამქირავებელს ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას). მაინტერესებს, გამქირავებელმა უნდა გადაიხადოს ამ თანხიდან საშემოსავლო თუ არა?

2020/01
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა