ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი
შპს X1-ს რამდენიმე შვილობილი შპს ჰყავს. მათგან ერთ-ერთმა შპს X2-მა გააფორმა იჯარის ხელშეკრულება მეიჯარესთან ფართზე, რომელიც იყო მოუწყობელი (ცარიელი კედლები). დაიწყო ამ ფართის კეთილმოწყობა და გაწეული იქნა გარკვეული სახის სამუშაოები. გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს X2-მა ფართის გარკვეული ნაწილი დაუთმო შპს X1-ის მეორე შვილობილ შპს X3-ს, რაზედაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
ახლა გვინდა, რომ ოფიციალურად ფართის გადაცემამდე გაწეული ხარჯები შპს X3-მა აუნაზღაუროს შპს X2-ს. ამისთვის ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელსაც თან დავურთავთ ხარჯების ამსახველ დანართს. ყველა შპს დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“. გვაინტერესებს:
1) ეს შემოსავალი, რომელსაც მიიღებს შპს X2 შპს X3-ისაგან, განხილულ უნდა იქნას, როგორც რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (6110), რომელიც უნდა დაიბეგროს დღგ-ით, თუ შესაძლებელია სხვა შემოსავლებში მისი გატარება დღგ-ით დაბეგვრის გარეშე?
2) ხომ არ არსებობს რამე უკეთესი და უფრო მარტივი გზა ზემოთ მოცემული ოპერაციის გასაფორმებლად?
ელექტრონულად დამოწმებული ხელშეკრულებები შპს-ში ამობეჭდილი სახით უნდა შევინახოთ თუ შესაძლებელია ელექტრონულად ფაილებში ინახებოდეს?
2020/01
არასაგადასახადო
თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
ჩვენი კომპანია აწარმოებს თაფლს. როდესაც ფიზიკური პირის გამოძახებით მის სახლში მიაქვს თაფლი კურიერს, მაგ დროს რა საბუთი შეიძლება არსებობდეს? საკურიერო მომსახურებას სხვა ფირმა გვიწევს, რომელიც თვის ბოლოს ინვოისს გვიწერს. საბუთში ვგულისხმობ ზედნადებს, თუ არის სავალდებულო როგორც ტრანსპორტირების საბუთი? პირად ნომერს კლიენტს ვერ ვეკითხებით.
2019/12
არასაგადასახადო
თემა
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
სოფლის
მეურნეობა
პასუხის ნახვა
ჩვენმა ფირმამ, როგორც „აგენტმა“, ასეთი ხელშეკრულება რომ დადოს საქართველოს სადაზღვევო კომპანიასთან, როგორც „მზღვეველთან“, რომელშიც ხელშეკრულების საგანი იქნება ქვემოთ მოცემული შინაარსის:
„აგენტი მოიძიებს მზღვეველის ერთი ან მეტი სადაზღვევო პროდუქტის შემძენ კლიენტ(ებ)ს და წარუდგენს მას შესაბამისი სახეობის დაზღვევის ხელშეკრულებას გასაფორმებლად, ხოლო მზღვეველი აგენტს გადაუხდის საკომისიოს, შეთანხმებული პირობითა და ოდენობით“,
- ასეთ შემთხვევაში ჩვენი ფირმა მიიღებს სადაზღვევო კომპანიისაგან მის მიერ ამ კომპანიაში დაზღვეული კლიენტების მიერ ჩარიცხული თანხის საკომისიოს და რადგან დაზღვევა გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ჩვენ მიერ მიღებული ეს შემოსავალი არ უნდა ჩაითვალოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი ოპერაციები დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს არ ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. სწორია თუ არა ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი?
ღვინის ქარხანაში შევიძინეთ ცისტერნები. ამ ცისტერნების ერთმანეთთან და შემდგომ სამაცივრე დანადგართან დასაკავშირებლად, დაგვჭირდა სხვადასხვა დეტალების შეძენა: მილები, სამკაპები, მუხლები, გადამყვანები, სულ დაახლოებით 50 დასახელების საქონელი.
ეს საქონელი ცალ-ცალკე რომ არ ავიყვანოთ ბალანსზე და ერთ ანგარიშზე დავსვათ ყველა, დავარქვათ „ცისტერნების მუშა მდგომარეობაში მოსაყვანი საქონელი“ და ბოლოს დავამატო ცისტერნების ღირებულებას, შეცდომა ხომ არ იქნება?
2019/12
არასაგადასახადო
თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
საეჭვო დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით გვაინტერესებს. საგადასახადო კოდექსის თანახმად, ყველაფერი ნათელია, თუმცა აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რის საფუძველზე არის შესაძლებელი საეჭვო ვალების უიმედოდ აღიარება, რომელ დოკუმენტში წერია?
2019/12
არასაგადასახადო
თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა