ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

საქართველოს შპს „S“-მა 2019 წლის მაისიდან 2019 წლის სექტემბრამდე პერიოდში ოფშორში რეგისტრირებული არარეზიდენტი კომპანიისაგან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შეიძინა 249 ერთეული ვაგონ-ცისტერნა, მათი შემდგომში საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდვის მიზნით. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელდა ვაგონების პირველი პარტიის მიწოდება რუსეთის რეზიდენტ კომპანიაზე, მიწოდების ოპერაციები ეტაპობრივად დღემდე გრძელდება. აქვე დავამატებთ, რომ ამ ვაგონებს ყიდვა-გაყიდვის არცერთ ეტაპზე საქართველოს ტერიტორია არ გადაუკვეთავთ. აღნიშნულ ოპერაციებს ჰქონდათ თანმდევი ხარჯები, ყველა მომსახურება მიღებულ იქნა საქართველოს არარეზიდენტი პირებისგან (აზერბაიჯანი, მალტა, რუსეთი) და გაწეულ იქნა საქართველოს ფარგლებს გარეთ (აზერბაიჯანი, რუსეთი). კერძოდ, მიღებულ იქნა შემდეგი სახის მომსახურებები: 1. ვაგონების ტექნიკური დათვალიერება – აზერბაიჯანის რეზიდენტი ფიზიკური პირისაგან; 2. ვაგონების განთავსება-შენახვა – აზერბაიჯანის რეზიდენტი იურიდიული პირებისაგან; 3. ვაგონების რემონტი – ოფშორში რეგისტრირებული არარეზიდენტი იურიდიული პირისგან, აზერბაიჯანის რეზიდენტი ფიზიკური პირისგან, რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირისგან; 4. ვაგონების ტრანსპორტირება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შენახვის ადგილიდან სარემონტო დეპომდე – აზერბაიჯანის რეზიდენტი იურიდიული პირისაგან; 5. გზის სარემონტო სამუშაოები ვაგონების შესანახ ტერიტორიამდე – აზერბაიჯანის რეზიდენტი ინდმეწარმე ფიზიკური პირისაგან; გვაინტერესებს, ექვემდებარება თუ არა ზემოაღნიშნული ოპერაციებიდან რომელიმე საშემოსავლო გადასახადით, უკუდაბეგვრის დღგ-ით ან მოგების გადასახადით დაბეგვრას?

2019/12
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანია ყიდის ბინებს „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში და არეგისტრირებს საჯარო რეესტრში მშენებარე სტატუსით, რადგან ბინები ჯერ ექსპლუატაციაში შესული არ არის. თითოეული ბინა აყვანილია 1640 ანგარიშზე და გაყიდვის მომენტში ჩამოიწერება გატარებით: დ-ტი 7110 კ-ტი 1640. როგორც აღვნიშნეთ, ბინა არის „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში, მაგრამ შემდგომ გრძელდება კორპუსის არასაცხოვრებელი ფართის მშენებლობა, მაგალითად: ფასადის მოპირკეთება, სადარბაზოს, ეზოს კეთილმოწყობა... გვაინტერესებს, ეს ხარჯი 1630-დან პირდაპირ ჩამოვწეროთ 7110 ანგარიშზე, თუ ამ დანახარჯით გავზარდოთ თითოეული ბინის თვითღირებულება? მაგრამ უკვე გაყიდული ბინებისთვის ეს ხომ არ წარმოშობს დამატებით დღგ-ის გადახდის ვალდებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მიწოდება), რადგან ეს დამატებითი ხარჯები არ ეკუთვნის შიდა ბინებს?

2019/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
პასუხის ნახვა

შპს „X“-ის ხელმძღვანელობამ და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ფირმის ლიკვიდაცია. აღნიშნულზე განცხადებით მიმართეს ეროვნულ საჯარო რეესტრს, რის საფუძველზე დაინიშნა საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო აუდიტორების მიერ ფირმის ქონება ჩაითვალა რეალიზებულად, გასხვისებულად, მაშინ როცა ქონება არ იყო რეალიზებული და არც ფირმა იყო ლიკვიდირებული. მოგვიანებით, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, საზოგადოების ლიკვიდაცია შეჩერდა. აღნიშნულის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა შემოწმებით დარიცხული გადასახადები (მოგების, დღგ, საშემოსავლო) გადაახდევინა, ცხადია უკანონოდ, რადგან შპს არ იყო გაუქმებული და არც ქონება იყო რეალიზებული. ქონების რეალიზაცია მოხდა მოგვიანებით და დაფარეს დარიცხული გადასახადები ჯარიმა-საურავთან ერთად. თავის დროზე უსაფუძვლოდ დარიცხული ძირითადი გადასახადების გადაუხდელობის გამო, ფირმას დაერიცხა დამატებით ჯარიმა-საურავი. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რამდენად კანონიერად დაერიცხა მას ეს ჯარიმა-საურავები?

2019/12
სხვა გადასახადები და სანქციები
სამართლებრივი/იურიდიული
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

შპს-მ, რომელიც ეწევა სასტუმრო მომსახურებას, გადაწყვიტა, თავისი პარტნიორი ტურისტული კომპანიებისათვის გაემართა წვეულება (მადლიერების დღის მსგავსი რამ) და მოიწვია ისინი თავის სასტუმროში „საღამოს ვახშამზე“. შპს წვეულებაზე გაწეულ ხარჯებს განიხილავს წარმომადგენლობით ხარჯად, რაზეც გამოსცა შესაბამისი ბრძანება – სტუმრების მითითებით. წარმომადგენლობითი ხარჯის ფარგლებში წვეულებაზე მოწვეული არ ყოფილან შპს-ის თანამშრომლები. წვეულების ორგანიზებისას საჭირო გახდა: • დიზაინერის მოწვევა; • დეკორაციის შეძენა; • ბენდისა და მუსიკალური აპარატურის დაქირავება; • შპს-ის ლოგოთი ტორტის შეკვეთა; • საჩუქრების შეძენა (რომელზეც დაიბეჭდა შპს-ის ლოგო), რომლებიც შემდგომ გადაეცა გამარჯვებულ სტუმრებს, ღონისძიების მსვლელობისას წამახალისებელი გათამაშების დროს; და ბოლოს, ღონისძიებისას საღამოს ვახშამზე გაიხარჯა საკვები და სასმელები. გთხოვთ მიპასუხოთ, მოცემულ შემთხვევაში, თითოეული ხარჯის თვითღირებულებას (დღგ-ის გარეშე, მაშინ როცა დღგ-ის გადამხდელია მიმწოდებელი) უნდა დაემატოს თუ არა ფასნამატი + დღგ + საშემოსავლო? ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი საქონლისა თუ მომსახურების იდენტიფიცირება შესაძლებელია (ასევე მათი შეძენის დოკუმენტიც არსებობს), ხოლო საკვებისა და სასმელების – ვერ ხერხდება, რადგან მათი ნაწილი არსებული მარაგიდან იქნა გამოყენებული, მიმდინარე პერიოდში შეძენილის ნაწილი კი დარჩა მარაგად და შპს მას გამოიყენებს შემდგომი მოხმარებისათვის თავისი საქმიანობის პროცესში.

2019/12
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
შრომითი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

კომპანიაში არის 2011-2017 წლების მოგება, საიდანაც ნაწილი უკვე გაიცა და კიდევ უნდა გაიცეს დივიდენდად. დივიდენდების გაცემა ხდება ეტაპობრივად, ფულადი სახსრების არსებობის და პარტნიორის გადაწყვეტილების შესაბამისად. ფასს-ების მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ ანგარიშგებაში, გასაცემი დივიდენდის გაცემა ხომ არ არის შეზღუდული ვადაში? არც საგადასახადო კოდექსში და არც კომენტარებში დივიდენდის გაცემის ვადებზე არაფერი წერია. თუმცა, არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი, რაც თქვენთვის ცნობილია. თქვენი აუდიტორული გამოცდილებით, გთხოვთ გაგვარკვიოთ, 01.01.2019 წ. მდგომარეობით გასაცემი 2011-2018 წლის დივიდენდები რამე რისკის ქვეშ ხომ არ დგას ამ ჩანაწერით? დივიდენდების გაცემა მოხდება კომპანიის დამფუძნებლების მიერ ეტაპობრივად, ვადებს წინასწარ ვერავინ დაგეგმავს.

2019/12
არასაგადასახადო თემა
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

საწვავისათვის განკუთვნილი „საბითუმო მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი“, რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, არსებობს ორი სახის. ერთია საბითუმო მიღება-მიწოდებისთვის და მეორე კი – საცალო მიწოდებისთვის. ანუ, ეს ჟურნალები შედგენილი და მორგებულია საბითუმო და საცალო გაყიდვებით დაკავებულ კომპანიებზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №87, 2005 წ. 14 თებერვალი, „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“, მუხლი 27). შეძენილ საწვავს ჩვენ ძირითადად ვიყენებთ შიდა მოხმარებისთვის, პროექტებზე მომუშავე ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის, თუმცა, ხდება საწვავის რეალიზაციაც. გთხოვთ მოგვწეროთ: ამგვარი ჟურნალი უნდა შევიძინოთ და შემდეგ აუცილებელია მისი საგადასახადოში რეგისტრაცია და ამის შემდეგ იქნება ის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი? ჟურნალის გრაფებში რა მონაცემები უნდა შევიტანოთ, როდესაც ვახდენთ საწვავის შიდა მოხმარებისთვის გამოყენებას/რეალიზაციას? ამგვარი ჟურნალის დაურეგისტრირებლად წარმოების შემთხვევაში რა სანქცია არის განსაზღვრული? ამგვარი ჟურნალის არწარმოების შემთხვევაში რა სანქცია არის განსაზღვრული?

2019/12
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
საწვავი
პასუხის ნახვა