ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ საწარმოს (სასტუმროს), რომელიც არ მდებარეობს თბილისში. ახლო მომავალში, ტურისტული კომპანიებისათვის ვაწყობთ მიღებას, წვეულებას, ბანკეტს, გადავცემთ სუვენირებს, მოვუწყობთ ექსკურსიას ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების ობიექტებზე. ასევე, ერთი ღამით ეს სტუმრები დარჩებიან ჩვენს სასტუმროში. ზემოთ აღწერილი სიტუაციური ქმედებები აკმაყოფილებს სსკ-ით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯების განმარტებას, მაგრამ გვაინტერესებს, არის მათ შორის თუ არა დღგ-ით დასაბეგრი რამე ოპერაცია?

2019/12
დღგ
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

სს „M“-ის ბალანსზე გვაქვს 3 ავტომობილი. თითოეული ფაქტობრივად სრულად ემსახურება კომპანიის მიზნებს, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ თვეში ერთხელ თანამშრომელმა გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის. ამის კონტროლი ვერ მოხერხდება. კომპანიის კუთვნილის გარდა, ვსარგებლობთ თანამშრომლების ავტომობილებითაც, თუმცა ცალკე იჯარის ხელშეკრულებები გაფორმებული არ გვაქვს. შრომით ხელშეკრულებაში დამატებით პუნქტად გვიწერია, რომ დასაქმებული ვალდებულია დამსაქმებელს მოემსახუროს საკუთარი ავტომობილით სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ფარგლებში. ამისათვის ვურიცხავთ საწვავს (კონკრეტულ მომენტში, თვის განმავლობაში მუდმივად გამოყოფილი ლიტრაჟი არ გვაქვს). მანქანით სარგებლობისათვის იჯარის თანხას არ ვუხდით, არც საექსპლუატაციო ხარჯებს ვუფარავთ. გამონაკლისია მხოლოდ დირექტორის მანქანა, იქიდან გამომდინარე, რომ 99%-ით კომპანიის მიზნებისათვის გამოიყენება, საჭიროების შემთხვევაში შეკეთების თანხა გადაიხდება კომპანიიდან. თანამშრომლების მანქანებიდან ზოგიერთი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ თვეში. მოგვწერეთ, რომელ შემთხვევას განიხილავთ დასაბეგრ ოპერაციად. ვფიქრობთ, თუ თანამშრომელს დამატებითი სარგებელი არ აქვს, არ უნდა დავბეგროთ.

2019/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
შრომითი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

არარეზიდენტი ფიზიკური პირი 2017 წლის იანვრიდან ფლობს 100% წილს საქართველოს შპს-ში. ამჟამად მას სურს, ამ წილის 50% მიყიდოს ან აჩუქოს კომპანიის დირექტორს, რომელიც ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირია. როგორ დაიბეგრება ეს ოპერაცია? რა საგადასახადო რისკები შეიძლება წარმოიშვას?

2019/12
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

შპს-1-ის პარტნიორი და 25% წილის მფლობელია სხვა შპს-2, რომელსაც უნდა საწესდებო კაპიტალის შემცირებისა და შენატანის უკან დაბრუნების გზით გავიდეს შპს-1-ის პარტნიორობიდან. შპს-1-ის საწესდებო კაპიტალია 600 000 ლარი ფულადი შენატანი. შპს-2-ს თავის დროზე ეს 25% წილი შეძენილი აქვს 375 000 ლარად. ვთქვათ, პარტნიორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შენატანის უკან დაბრუნების გზით პარტნიორობიდან გასვლაზე ანუ შპს-2-ს დაუბრუნდება მისი 25%-ის პროპორციული შენატანი 150 000 ლარი და გავა პარტნიორობიდან, ეს 25% წილი კი გადანაწილდება დარჩენილ პარტნიორებზე (ფიზიკურ პირებზე) მათი არსებული წილობრივი მონაწილეობის პროპორციულად. ამ შემთხვევაში: 1) რა სახის დაბეგვრა იქნება? 2) ასევე მაინტერესებებს, ამ წილის ღირებულებას, რაც თავის დროზე იქნა გადახდილი 375000 ლარი, რა ბედი ეწევა და რა მოცემულობა დგება – ფაქტობრივად ხომ დაკარგა ამ შპს-2-მა ეს თანხა?

2019/12
მოგების გადასახადი
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

კომპანია ახდენს სიმინდის ბურბუშელის წარმოება/რეალიზაციას. გვაქვს ქსელიდან დაბრუნებული ვადაგასული პროდუქცია, რომელიც აღარ ექვემდებარება შემდგომ რეალიზაციას. გვინდა არალიკვიდური პროდუქციის განადგურება. პროდუქცია დაფასოებულია ცელოფნის პაკეტებში. რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული პროდუქცია წინასწარ იქნეს გახსნილი, დაფქვილი და შემდგომ განადგურებული? კონკრეტულად საგადასახადო ინსპექციას მივმართავთ არა დაფასოებული პაკეტების (რაოდენობა ცალობაში) განადგურების ნებართვის მისაღებად, არამედ უკვე გახსნილი და დაფქვილი ფხვიერი მასის (წონა კგ-ში) განადგურების მოთხოვნით?

2019/11
სხვა გადასახადები და სანქციები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

დეველოპერმა გააფორმა მიწის რამდენიმე მეპატრონე ფიზიკურ პირთან ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ, სადაც ერთ-ერთი მუხლი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: 1) დეველოპერი საკუთრებაში გადასცემს პირველ მხარეს 800 კვ.მ ფართს შავი „კარკასის“ მდგომარეობით, გადასაცემი ფართის საერთო ფართობის 50%-ს A კორპუსში, ხოლო დარჩენილ 50%-ს ანუ 400 კვ/მ საცხოვრებელ ფართს – B კორპუსში. 2) პირველი მხარე მიიღებს უძრავი ქონების 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში, უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვის დღეს არსებული ეროვნული კურსით, შემდეგი წესით: ა) 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში მეორე მხარის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა; ბ) 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში მშენებლობის მიმდინარეობისას, მერვე სართულის ფილის დასხმის შემდეგ არაუგვიანეს 45 დღისა. 3) პირველი მხარე მიიღებს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში, კომპენსაციის სახით, მშენებლობის დაწყებიდან ყოველთვიურად. კომპენსაციის გაცემა შეწყდება შენობის გადახურვის დასრულებისთანავე. მაინტერესებს, კომპენსაციის სახით ყოველთვიურად გაცემული 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში დაბეგვრას ექვემდებარება? და თუ კი, მაშინ გთხოვთ მიგვითითოთ, რა სახით უნდა დაიბეგროს.

2019/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა