დეველოპერი კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების რეალიზება ხდება ორი მეთოდით:
ა) სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის სანაცვლოდ მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართების გადაცემა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირება საჯარო რეესტრში;
ბ) წინარე ნასყიდობის საფუძველზე ხდება ფიზიკური პირების მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირება საჯარო რეესტრში.
დეველოპერის მიერ ბინების საკუთრებაში გადაფორმება ხდება მაშინ, როცა ბინის მყიდველის მიერ მოხდება ხელშეკრულებაში მითითებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ზემოთ ხსენებული ორივე მეთოდის შემთხვევაში, ფიზიკური პირების მიერ უნდა მოხდეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ბინების გადაყიდვა.
ჩვენი კითხვა შემდეგია:
1) შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს დეველოპერის თანხმობის გარეშე ბინის გასხვისება და თუ კი, მაშინ როდის შეძლებს გამყიდველი ფიზიკური პირი გადაუფორმოს ბინა მყიდველ ფიზიკურ პირს?
2) დეველოპერის ბუღალტერიაში დებიტორად რომელი ფიზიკური პირი უნდა იყოს ასახული? პირველი, რომელთანაც დეველოპერს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, თუ მეორე ფიზიკური პირი, რომელმაც შეიძინა პირველი ფიზიკური პირისგან ბინა? თუ მეორე ფიზიკური პირი უნდა იყოს ასახული, მაშინ დეველოპერს ახალი ნასყიდობის ხელშეკრულების გაკეთების ვალდებულება ხომ არ ექნება?
3) რომელ ფიზიკურ პირს აქვს დეველოპერთან ფინანსური ვალდებულება?
წარმოვადგენთ სკოლას (შპს), რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან. გვსურს, მეორე სკოლის (შპს) კაპიტალში შევიტანოთ უძრავი ქონება. მეორე სკოლის (შპს) 100%-იანი მფლობელებიც ვართ. გვაინტერესებს, მეორე სკოლის კაპიტალში ქონების შეტანის გამო, დავიბეგრებით თუ არა დღგ-ით (რომელიმე შპს)?
ვართ სადისტრიბუციო კომპანია, გვაქვს ბევრი „ქეშბექები“ და მაინტერესებს, როგორ უნდა დავარეგულირო? №11121 მენუალის საფუძველზე, გამოდის, რომ ვეღარ ჩავითვლი და შესაბამისად აღარ უნდა გამოვწერო ანგარიშ-ფაქტურა?
ახალი კომპანია იხსნება, მხოლოდ დისტრიბუციას გააკეთებს X საწარმოს ნაწარმის. ასეთი საკითხი წამოიჭრა: „X“-ს ამოსაღები აქვს ვალები დებიტორებიდან, რომელთანაც ახალი კომპანია გააგრძელებს საქონლის მიწოდებას. გადაწყდა, სამმხრივი ხელშეკრულებით, ამოსაღები ვალები გადმოვიდეს ჩვენზე (ახალ კომპანიაზე) და აქედან გაგრძელდეს თანამშრომლობა. ეს ბუღალტრულად როგორ ჩაიწერება, დ-ტი 1410 კ-ტი 8190? ახალ კომპანიას საწყისი ნაშთები აქვს 1410-ზე, ისე, რომ ჯერ მიწოდება არ განხორციელებულა. ეს გადასახადებს წარმოქმნის?
ჩვენს შპს-ს (დღგ-ის გადამხდელს) ჩაერიცხა თანხა არარეზიდენტი უცხოური საწარმოდან. ამ თანხით უნდა მოხდეს საქონლის შეძენა და გადაცემა სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან. აღნიშნული თანხიდან საქონლის შეძენის დროს გადახდილი დღგ-ის თანხა შესაძლებელია ჩაითვალოს ჩვენმა საწარმომ? გვაინტერესებს ბუღალტრული გატარებები. ჩვენს შპს-ს რამე გადასახადის გადახდა ევალება ამ შემთხვევაში, გარდა 15% მოგების გადასახადისა?