ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

შპს „X“ ფლობს სასტუმროს და ასევე აშენებს ბინებს გასაყიდად. სასტუმროსთვის სტუმრების მოსაზიდად და ასევე ბინების გაყიდვების ხელშეწყობისათვის შპს „X“ ურთიერთობს ისრაელის რეზიდენტ ორ იურიდიულ პირთან. ორივე არარეზიდენტი უწევს საშუამავლო მომსახურებას, ოღონდ სხვადასხვა სახით. ერთი არის ვებგვერდი, რომელზე წვდომა საქართველოდანაც არის შესაძლებელი, ხოლო მეორე – არ არის ვებგვერდი. საშუამავლო მომსახურება შემდეგი სახით გაიწევა: 1) სასტუმროს შემთხვევაში (არარეზიდენტი ვებგვერდი): მომავალი სტუმარი შედის ვებგვერდზე და იქ ყიდულობს ნომერს, ანუ ფულს ვებგვერდს უხდის. შემდეგ ვებგვერდი იტოვებს თავის საკომისიოს და დარჩენილ თანხას ურიცხავს შპს „X“-ს. 2) ბინების გაყიდვის შემთხვევაში: არარეზიდენტი (რომელიც ვებგვერდი არაა) აყიდინებთ ბინებს და იღებს საკომისიოს 5 პროცენტს ბინის ღირებულებიდან. თუ ზედმეტ ფასში გაყიდა – ნამეტი თანხის 70 პროცენტია საკომისიო. ორივე არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, მათი გაწეული მომსახურებები როგორ დაიბეგრება, როგორც სასტუმროს ნომრების, ასევე ბინების გაყიდვის შემთხვევაში?

2019/10
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შპს-ის კაპიტალში ჩადებული აქვს შენობა, მაშინდელი ღირებულებით 7000 ლარი. 2008 წელს, როცა შენობის ნარჩენი ღირებულება შემცირდა (4000 ლარი გახდა), შპს-მ თვითონვე ააფასა 15000 ლარამდე. ამის შემდეგ გადაფასება არ გამოყენებულა და ცვეთის გამო 2018 წლის ბოლოს ნარჩენი ღირებულება გახდა 7500 ლარი. 2008 წელს შენობის აფასებამ წარმოშვა თანხა ანგარიშზე „ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი“ (ანგარიში 5420). შენობა აშენებულია 2000 წლამდე. ცვეთის მეთოდი არჩეულია წრფივი. საწარმო მე-4 კატეგორიისაა. გთხოვთ, გამარკვიოთ შემდეგ საკითხებში: 1) აუცილებელია თუ არა შენობა ავაფასო აუდიტის გარეშე იმ საბაზრო ფასამდე, რა ფასიც იყო სტანდარტზე გადასვლის თარიღისათვის (01.01.2018 წ) და შემდეგ 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია დავაზუსტო? 2) ამ შემთხვევაში (დამოუკიდებლად აფასება) საბაზრო ღირებულების გამოსაანგარიშებლად რა წყაროთი უნდა ვიხელმძღვანელო: MyMarket.ge ან სხვა სარეკლამო განცხადებების საიტით, თუ არსებობს რაიმე სხვა სარეკომენდაციო წყარო ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში? 3) თუკი აფასება შპს-მ დამოუკიდებლად, აუდიტის გარეშე მოახდინა, ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ფასი რეალურად საბაზრო ფასია, ქონების გადასახადის მიზნებისათვის მაინც უნდა გამოვიყენო ნარჩენი ღირებულების კოეფიციენტზე გამრავლება? (ვგულისხმობ სსკ 202-ე მუხლის პირველ პუნქტს და „მენუალს“ №1414). რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან? აუდიტს რომ შევაფასებინო, შემდეგ ყოველ წელს დამჭირდება აუდიტის მიერ შეფასება? 4) ის ფაქტი, რომ საწარმომ აფასების მეთოდი ერთხელ, 2008 წელს გამოიყენა, ხომ არ ნიშნავს, რომ მან ყოველ წელს უნდა ააფასოს ძს, წლის ბოლოს მისი ნარჩენი ღირებულებიდან საბაზრო ფასამდე? თუ ველოდები ცვეთით ნარჩენი ღირებულების სრულ განულებას? მე-4 კატეგორიის საწარმოთა სტანდარტის 7.11 მუხლი ამბობს, რომ „საწარმომ გრძელვადიანი აქტივი თავდაპირველი აღიარების შემდეგ უნდა შეაფასოს თვითღირებულებით, რომელსაც აკლდება დაგროვილი ცვეთა/ამორტიზაცია...“. ეს მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ თვითღირებულების მოდელი უნდა გამოვიყენო და ყოველწლიურად არ უნდა გადავაფასო ნარჩენი ღირებულების სრულ განულებამდე. თუ მეშლება, გთხოვთ, შემისწოროთ. 5) ერთ-ერთი ძირითადი საშუალება (ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა) სრულად გაცვდა 2018 წელს, მაგრამ მაინც გამოიყენება. უნდა ავაფასო თუ არა ის სტანდარტზე გადასვლის თარიღისათვის (01.01.2018 წ.) და თუკი უნდა ავაფასო, მაშინ – შეძენის ღირებულებამდე თუ სავარაუდო სარეალიზაციო ღირებულებამდე?

2019/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

კომპანიამ, რომელიც აშენებს და ყიდის საცხოვრებელ ფართებს, ძირითად საშუალებად დაიტოვა ერთი საოფისე და სამი საცხოვრებელი ფართი. კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი დამფუძნებლები, რომლებიც ხშირად ჩამოდიან საქართველოში და ეს საცხოვრებელი ფართები განკუთვნილია მათ მოსასვენებლად. საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, იმავდროულად დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია. ეს ეხება საოფისე ფართს, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში, გვაქვს თუ არა უფლება დარიცხული დღგ იმავდროულად ჩავითვალოთ? და მეორე, ალბათ ეს უნდა განვიხილოთ დამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისთვის (არარეზიდენტისათვის) გაწეულ მომსახურებად და დავბეგროთ საშემოსავლოთი და უკუდაბეგვრის დღგ-ით?

2019/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
მშენებლობა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ მე-4 კატეგორიის საწარმოს, შპს-ს. საწარმოში დაიწერა პროგრამა, დირექტორს აუნაზღაურდა 1000 ლარი. ამ პროგრამით ჩვენი შპს მოემსახურება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ამ პროგრამას არ განვიხილავთ არამატერიალურ აქტივად, მაგრამ ბალანსში რომ მიიღოს მონაწილეობა და აქტივად მქონდეს აღიარებული, ქვემოთ მოცემული ბუღალტრული გატარება რამდენად სწორია? ასევე გვაინტერესებს, ამორტიზაციაც უნდა დაერიცხოს? დ-ტი 1690 კ-ტი 3110 800 ლარი. ყოველი გაყიდვის დროს თვითღირებულება როგორ გამოვთვალო? მაგალითად, გაიყიდა პროგრამა 1400 ლარად: დ-ტი 1410 კ-ტი 6110 1186.44; დ-ტი 1410 კ-ტი 3330 213.56. ეს გატარება გასაგებია, მაგრამ დამატებით თვითღირებულების გამოკლება უნდა მიეთითოს თუ არა? გთხოვთ, მიგვითითოთ სწორი ბუღალტრული გატარებები.

2019/10
არასაგადასახადო თემა
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

მე-4 კატეგორიის საწარმოს წარმოვადგენთ. საგადასახადო მიზნებისათვის, 2016 წლამდე 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები სრულად გამოქვითული იყო 5330 მოგება/ზარალის ანგარიშიდან წლის ბოლოს და 2160 საბუღალტრო ანგარიშზე რაოდენობრივი ნაშთი მქონდა მხოლოდ. ქონების გადასახადისათვის, ცალკე Excel ფორმატში აღვრიცხავდი და ვიხდიდი ქონების გადასახადს. აღრიცხვის სტანდარტებიდან გამომდინარე, მინდა ისევ დავაბრუნო საბუღალტრო ანგარიშზე თანხობრივად. პირობითად, 2016 წლის ბოლოს ძირითადი საშუალების საბალანსო ღირებულებაა 800 ლარი (850 ლარი ღირებულება შემცირებულია 50 ლარი დაგროვებითი ცვეთით). ძირითადი საშუალების ასახვა: დ-ტი 2160 კ-ტი 8190 800 ლარი; ცვეთა: დ-ტი 7455 კ-ტი 2260 50 ლარი; ცვეთა გაუნაწილებელი მოგებიდან: დ-ტი 5310 კ-ტი 7455 50 ლარი; სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალების აღიარებით მიღებული შემოსავლის გადაფარვა გაუნაწილებელ მოგებაზე: დ-ტი 8190 კ-ტი 5310 800 ლარი. გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად სწორია ჩემი გატარებები?

2019/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს-ის საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანა იბეგრება დღგ-ით თუ არა?

2019/10
დღგ
ინვესტიციები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა