ძებნის შედეგად ნაპოვნია 970 შედეგი

კითხვა: მშობელმა კომპანიამ შეირწყა შუა წელს შვილობილი კომპანია. ორივე კომპანია არის შპს და იბეგრება „ესტონური მოდელის“ მიხედვით. შვილობილმა კომპანიამ, მომხდარი შერწყმის გამო, როდის უნდა წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ქონების გადასახადის დეკლარაცია?

2025/02
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

რუსეთის ფედერაციიდან აშშ დოლარის ჩარიცხვა (მისთვის მიწოდებულ საქონელზე) პრობლემური გახდა, ამიტომ გვირიცხავენ ლარში იმ დღის კურსით+1%, რაც ემატება ჩარიცხულ თანხას იმისათვის, რომ კონვერტაციის დროს არ ვიზარალოთ. მაგალითად, თუ ინვოისის ღირებულება არის 35000 $, ჩარიცხულია 100747 ლარი, აქედან საინვოისო ღირებულება 99750 ლარია. დანარჩენი 1%-ის ბუღალტრული გატარება როგორი იქნება?

2025/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი დარეგისტრირდა გადამხდელად 2024 წლის 1 მაისიდან და ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას კოდით 47220 – საცალო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით სპეციალიზებულ მაღაზიებში. ამავე დროს მაღაზიაში ყიდის დაკლულ ქათამს, ყველს, კვერცხს. არცერთ ამ პროდუქტზე არ აქვს ზედნადები ან შესყიდვის რაიმე დოკუმენტი. მცირე ბიზნესის ჟურნალში შეაქვს შესყიდული საქონელი, სადაც ძირითადი ნაწილი – 80% არის ხორცი. 2024 წლის მაისიდან დღემდე რეალიზაცია არის 106000 ლარი. დღგ-ის გადამხდელად არ დარეგისტრირდა, რადგანაც მისი საქმიანობა ძირითადად არის საცალო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით, რომელიც არის დაუბეგრავი. გთხოვთ მიპასუხოთ, რა რისკი არსებობს პირის საქმიანობაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციასთან და დაბეგვრასთან დაკავშირებით? ნიმუშისთვის გიგზავნით ერთადერთ ზედნადებს, რომელიც 2024 წლის დეკემბერში აქვს მიღებული.

2025/01
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

კომპანია „ა“ და კომპანია „ბ“ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. შეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება კომპანიებს შორის, რომლის მიხედვით კომპანია „ა“-მ დაფარა „ბ“-ს დავალიანება ბანკის წინაშე. გთხოვთ მიპასუხოთ, რა საგადასახადო რისკის შემცველია კომპანია „ა“-სთვის აღნიშნული ოპერაცია?

2025/01
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

კომპანია აპირებს ურთიერთდამოკიდებული საწარმოსგან (კერძოდ, დამფუძნებელი არარეზიდენტი კომპანიის სხვა შვილობილი კომპანიისგან, რომელიც რუსეთის რეზიდენტია) სპეციალური დანიშნულების პროგრამული მომსახურების (ქლაუდის) შესყიდვას. აქ საქართველოს ბაზარზე ანალოგიური პროგრამისთვის დიდ თანხას სთხოვენ და იქ კი მეოთხედ ფასად იყიდიან რუსული კომპანიისგან. გარდა იმისა, რომ გადარიცხვები გართულდება, შესაძლოა დაბეგვრის მიზნით საბაზრო ფასის (ტრანსფერ-ფრაისინგის) პრინციპით მიუდგნენ? თუმცა, გაცილებით დაბალია ფასი, ვიდრე საქართველოში ან ევროპულ ბაზარზე.

2025/01
მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
პასუხის ნახვა

შპს, რომელიც აღრიცხვას სრული ფასს-ების მიხედვით აწარმოებს, ყოველწლიურად იძენს ანტივირუსის პროგრამის ერთწლიან ლიცენზიას გერმანული კომპანიისგან. წინასწარ ავანსად იხდიან თანხას. ეს არამატერიალურ აქტივად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ხარჯად განვიხილოთ და დავბეგროთ როგორც არარეზიდენტის მომსახურება უკუდაბეგვრის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით?

2025/01
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა