ძებნის შედეგად ნაპოვნია 288 შედეგი

ჩვენი ღვინის ქარხნის (შპს, ვსარგებლობთ მსს ფასს-ით) ეზოში მოითხარა მიწა ცისტერნების დასადგამი საძირკვლის ჩასასხმელად, რა დროსაც დაზიანდა წყლის გაყვანილობა. იქ აღდგენა ვეღარ მოხერხდა და შევცვალეთ წყალგაყვანილობის მიმართულება, რაზედაც გავწიეთ დამატებითი ხარჯები (შეძენილი მასალა, მომსახურება). ეს ზენორმატიული ხარჯია ცისტერნების დასადგმელად, თუ სხვა რამ? როგორ აღვრიცხოთ?

2023/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2022 წლიდან ნაღდი ფულის ყველა შეტანა-გატანას დამფუძნებლებისგან/დამფუძნებლებზე (არამეწარმე რეზიდენტი ფიზიკური პირები არიან) სესხად აღვრიცხავ 32** ანგარიშებზე. 2023 წლის იანვარში ახალი „მენუალები“ რომ გამოსცეს, №2549 და №2550, თითქოს კაპიტალში ცვლილების რეგისტრაციის გარეშეც შეიძლება შემოიტანონ და გაიტანონ ფული დამფუძნებლებმაო, ისევ 3160 ან 3170 ანგარიში გამოვიყენო?

2023/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ძირითად საშუალებას, რომელსაც გაუვიდა მომსახურების წლები, ან დაზიანდა და კომპანია მას აღარ იყენებს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, ბალანსიდან ჩამოვწერთ ჩამოწერის აქტის საფუძველზე და ნარჩენ ღირებულებას ვაჩვენებთ რეალიზაციაში დღგ-ის მიზნებისთვის (ვბეგრავთ), ავსახავთ დღგ-ის დეკლარაციაში. რამდენად მართებულია ეს მიდგომა, აუცილებელია თუ არა ნარჩენი ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა? შეგვიძლია თუ არა, რომ ჩამოვწეროთ მხოლოდ ჩამოწერის აქტის საფუძველზე?

2023/02
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

განვახორციელეთ საქონლის იმპორტი. საქონლის ღირებულება ჯერ გადახდილი არ გვაქვს. ინკოტერმსის ტიპი არის CIF. საქონლის ღირებულების განსაზღვრისთვის ავიღეთ შეფასების (A ნომრის მინიჭების) დღის კურსით, საქონლის განბაჟებისთვის გამოვიყენეთ წინასწარი დეკლარირება. წინასწარ დეკლარირებას რამე მნიშვნელობა აქვს? ხომ შეფასების დღის კურსით უნდა დავიანგარიშოთ საქონლის ღირებულება?

2023/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

კომპანია A-ს (დღგ-ის გადამხდელი) მისივე მასალებით (კომპანია A აწვდის ყველა საჭირო მასალას კომპანია B-ს, კომპანია B მხოლოდ კერავს) კომპანია B (არ არის დღგ-ის გადამხდელი) უწევს სამკერვალო მომსახურებას, მაგ., კომპანია A-მ მიაწოდა კომპანია B-ს 50 მეტრი ნაჭერი და ა.შ., რითაც კომპანია B-მ შეკერა 5 ქურთუკი, 6 მაისური, 1 შარვალი და ა.შ. რა საბუთი უნდა გამოუწეროს კომპანია B-მ კომპანია A-ს მომსახურების გაწევის შემდგომ, მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი თუ სასაქონლო ზედნადები?

2023/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ინდმეწარმე ქვეაგენტის მიერ აგენტისგან მიღებული საკომისიო შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯად თუ შეიძლება მივიჩნიოთ შეძენილი ან იჯარით აღებული ქონების (სწრაფი გადახდის აპარატების – ტერმინალის) ცვეთა და მიმდინარე ან/და კაპიტალური რემონტის დანახარჯები, და ვაწარმოოთ მათი როგორც ძირითადი საშუალებების ბუღალტრული აღრიცხვა, ინკასაციის დანახარჯებთან (გადახდის აპარატებთან მიმოსვლის ხარჯები) ერთად? ბუღალტრული გატარებებიც მოგვაწოდეთ, თუ შესაძლებელია.

2023/01
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა