დღგ-ის გადამხდელმა შპს „ა“-მ შეიტანა უძრავი ქონება თავისი შვილობილი შპს „ბ“-ის კაპიტალში. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, შპს „ბ“ უბრუნებს ამ ქონებას შპს „ა“-ს, ხდება კაპიტალის შემცირება. რადგან ეს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, შპს „ბ“-მ უნდა გამოუწეროს შპს „ა“-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შპს „ა“-ს მხრიდან ამ ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა ხომ არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ?
აქვს თუ არა უფლება დღგ-ის გადამხდელს უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე გამოწერილი საფ-ით განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა შესაბამის პერიოდში (მიუხედავად გადასახდელი დღგ-ის გადაუხდელობისა)?
შპს-ის დამფუძნებელი ერთი პირია, ანუ 100%-იანი წილის მფლობელია. რა დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება მოხდეს ფულადი შენატანით კაპიტალის გაზრდა? გთხოვთ გამომიგზავნოთ საჭირო დოკუმენტის ფორმა.
ორი შპს ერთობლივად აფუძნებს ცალკე შპს-ს, სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრს. ერთ-ერთი შპს საწესდებო კაპიტალში დებს სამედიცინო აპარატურასა და საქმიანობისათვის საჭირო სხვა ინვენტარსაც (კერძოდ, კომპიუტერები და საოფისე ინვენტარი). ეს შპს ეწევა სამედიცინო საქმიანობას და გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ანუ შეძენილ ძირითად საშუალებებზე დღგ ჩათვლილი არ არის.
ამ შპს-ის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებები ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას? თუ ექვემდებარება, გთხოვთ განმიმარტოთ.
უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელს (სსიპ-ია), ასე ვთქვათ, ბალანსზე აქვს საფეხბურთო კლუბი და მომღერალთა გუნდი, რომლებიდანაც არ იღებს შემოსავლებს. 2019 წლის 1 იანვრიდან, დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით ე.წ. „ესტონური მოდელის“ შესაბამისად ამ საფეხბურთო კლუბისა და მომღერალთა გუნდის შენახვაზე სასწავლებლის მიერ გაწეული ხარჯები?