ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი
აგვისტოში, როგორც იცით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე იღებდნენ ფილმს და ქუჩა იყო გადაკეტილი, რის გამოც ჩვენს კაფეს (რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზეა) ჩაერიცხა 14 160 ლარი კომპენსაცია. კომპენსაციის გადამხდელი არის საქართველოს შპს. რა გადასახადებით უნდა დავბეგროთ ეს თანხა? ჩვენი კაფე – დღგ-ის გადამხდელია.
გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგი ოპერაციების ბუღალტრული გატარებები:
1) საქონლის იმპორტის დროს დღგ-ის დარიცხვა;
2) თვის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ საბაჟო დეკლარაციით ჩასათვლელი თანხის გატარება.
2019/09
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
იმპორტი,
ექსპორტი
პასუხის ნახვა
1) თუ შპს იყიდის შენობა-ნაგებობებისაგან თავისუფალ მიწას ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისაგან, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი, როგორ და რა განაკვეთით დაიბეგრება ეს ფიზიკური პირი?
2) როგორც დაიბეგრება შპს, თუ ამ მიწაზე ააშენებს შენობა-ნაგებობებს: ა) საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებლად; ბ) გასაყიდად?
3) თუ ეს შპს ამ მიწაზე არაფერს გააკეთებს და არც იჯარით გასცემს, მაშინ ხომ არ დაიბეგრება ეს შპს მიწის შესყიდვის ფასიდან სსკ 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით?
2019/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
იჯარა
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
წარმოვადგენთ შპს-ს. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტებზე ხშირად დღეში რამდენიმეჯერ გვიწევს მისვლა და დათვალიერება, რამდენად იცავენ მუშები უსაფრთხოების ნორმებს.
ვინაიდან შპს-ს ავტომანქანები არ ჰყავს, თანამშრომლებთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ისინი მოგვემსახურებიან თავიანთი მანქანებით, ხოლო შპს უზრუნველყოფს საწვავით (ვაძლევთ საწვავის ტალონებს).
როგორ გავაკონტროლოთ საწვავის ხარჯვა? ასეთი ხელშეკრულების შემთხვევაში ვთავისუფლდები თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან? როგორ ჩავითვალო საწვავი ხარჯებში?
მემკვიდრეობით მივიღე ბინა, რომლის მესაკუთრეც ვარ, თუმცა მასში ცხოვრობს პირი, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ეს ბინა აქვს გირავნობით აღებული – ზეპირი შეთანხმებითა და საბინაო წიგნში ჩაწერით (ე.წ. ძველი „ატსტუპნიკი“). საჯარო რეესტრში მისი ვინაობა არ ფიქსირდება. მაინტერესებს, რომელი კანონით რეგულირდება ეს საქმე? მსურს ჩემი საცხოვრებელი ფართის დაბრუნება, რომლის მესაკუთრედაც ვითვლები. რა წილთა თანაფარდობა შეიძლება წარმოიშვას მესაკუთრე-მოგირავნეს შორის?
2019/09
არასაგადასახადო
თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (ქმარი), რომელიც დღგ-ის გადამხდელია, ფლობს შენობას და ინვენტარს (სასტუმროსთვის), და იყენებს მას შესაბამისად.
თუ სასტუმროს მართვას/მენეჯმენტს განახორციელებს მისი მეუღლე (ცოლი), რამდენად რეალურია ასეთი სქემა და რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიქმნება ამ დროს (ორივე მხარისთვის)? შეიძლება თუ არა ცოლი დარეგისტრირდეს როგორც ახალი გადამხდელი და მან განახორციელოს სასტუმროს მართვა ისე, რომ ძირითადი საშუალებები დარჩეს ქმრის სახელზე? თუ არა, განიხილება თუ არა ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების გადაცემა მეუღლეებს შორის ყიდვა-გაყიდვის გარეშე დასაბეგრ ოპერაციად?
2019/09
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა