ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

ფიზიკური პირი „M“ 2017 წლის 25 დეკემბრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს უძრავ ქონებას – საკადასტრო კოდი 72.06.11.426.01.500, ფართი 466,10 კვ.მ. შპს-ს (ს/კ 428884433) იჯარით აქვს აღებული ეს ფართი 2018 წლის 4 აგვისტოდან. შპს ფუნქციონირებს როგორც სასტუმრო ანუ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. მაინტერესებს, რომელი ვარიანტი უფრო მართებული იქნება შემდეგ სიტუაციაში: „M“-მა გაყიდოს ქონება, როგორც ფიზიკურმა პირმა თუ შპს-მ? თუ როგორც ფიზიკური პირი გაყიდის, როგორ დაიბეგრება? მაგალითად, თუ გაყიდა 500 000 ლარად. თუ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, მაშინ? ან თუ შპს-მ გაყიდა, მაგ შემთხვევაში როგორ დაიბეგრება?

2019/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიები დამოუკიდებლად წარადგენენ ფინანსურ ანგარიშგებას. ამასთან დაკავშირებით: - რა პასუხისმგებლობა აქვს კომპანიას არასწორად წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში? - რა ჯარიმა/სანქციაა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ არ წარადგინა ან დაგვიანებით წარადგინა ფინანსური ანგარიშგება (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში საერთოდ აღარ ფუნქციონირებს)? - როგორ უნდა მოხდეს უკვე წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში აღმოჩენილი შეცდომის გასწორება?

2019/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

1) A კომპანიამ, რომელიც ეწევა საგადასახადო აუდიტის მომსახურებას, დაკვეთა მიიღო B კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელისგან. მომსახურების ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 4 თვე, საფასური 20 000 ლარი (დღგ-ის გარეშე, რადგან იმ პერიოდში A კომპანია არ იყო დღგ-ის გადამხდელი). თუმცა, მომსახურება ნაცვლად 4 თვისა, გაგრძელდა 1 წელი და 7 თვე, რადგან A კომპანია იყო მოლოდინის რეჟიმში, რომ დამკვეთი სრულად წარმოადგენდა მოთხოვნილ საბუთებს. დამკვეთმა მოცემულ ვადაშიც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები აუცილებელი მტკიცებულებების წარდგენის ნაწილში. ამ პერიოდში A კომპანია გახდა დღგ-ის გადამხდელი და ამის გამო დამკვეთისაგან მოითხოვა დამატებითი კომპენსაცია 15 000 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ. გთხოვთ განგვიმარტოთ, რამდენად საფუძვლიანია A კომპანიის აღნიშნული მოთხოვნა? 2) ასევე, გთხოვთ განგვიმარტოთ, მომსახურების ამ ტიპისა და საგნის მიხედვით, შესაძლოა თუ არა მასზე ვრცელდებოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულების ნორმა?

2019/09
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს ყიდის აპარატურას, რომლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. გაყიდულ აპარატურაზე ვრცელდება ჩვენი ერთწლიანი საგარანტიო მომსახურება. როდესაც საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში ვარემონტებთ ჩვენ მიერ გაყიდულ აპარატურას. ეს ხომ არ უნდა დავბეგრო დღგ-ით, სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით?

2019/09
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შეგვიძლია თუ არა გავაფორმოთ შრომითი ხელშეკრულებები ფიზიკურ პირებთან და ხელშეკრულებაში ჩავდოთ პირობა, რომ ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით? ხელშეკრულებაში იქნება გაწერილი შესასრულებელი სამუშაო, მისი მოცულობა, ღირებულება და შესრულების ვადა. ამ შემთხვევაში თანხის დარიცხვა ხდება ტაბელით თუ შიდა აქტის საფუძველზე?

2019/09
არასაგადასახადო თემა
შრომითი
პასუხის ნახვა

როგორ შეიძლება შვილებს მიენიჭოს ორივე მშობლის გვარი?

2019/08
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა