საქართველოს მოქალაქეს, არამეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წელთან მიმართებაში საქართველოს რეზიდენტია, აქვს ლეგალურ საკუთრებაში ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში, რომელიც შეძენილია სხვა ქვეყანაში და ინახება ასევე სხვა ქვეყანაში. ამ ხელოვნების ნიმუშის გაყიდვა იგეგმება წელს საზღვარგარეთის ერთ-ერთ ქვეყანაში (მყიდველი – არარეზიდენტი იურიდიული პირია), ხოლო გაყიდვის თანხა ჩაირიცხება გამყიდველი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე საქართველოში, ან, შესაძლოა, ჩაირიცხოს მისი მეუღლის, რომელიც არარეზიდენტია, საბანკო ანგარიშზე საქართველოში.
რა გადასახადებით დაიბეგრება ეს გაყიდვა?
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გვაქვს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები. ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარე საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირია (სს და შპს). გვაინტერესებს, აუცილებელია თუ არა საჯარო რეესტრში იჯარის რეგისტრაცია? თუ აუცილებელია, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში, რადგან ხელშეკრულებები გაფორმებულია 2018 წლის აპრილში და ივნისში და ძველი თარიღით რეგისტრაცია ხომ ვეღარ მოხდება?
საზღვარგარეთ არარეზიდენტზე (ოფშორი არ არის) 2018 წელს გადარიცხული თანხიდან მიღებულია საქონელი, მაგრამ არასრული თანხის. დარჩა ზედმეტად გადარიცხული 200 დოლარი. ამ მიმწოდებელთან შემდგომში გვექნება ურთიერთობა, მაგრამ ამ ეტაპზე ზედმეტობა ფიქსირდება. მაინტერესებს, 200 დოლარიდან რამე ხომ არ მეკისრება გადასახადი ბიუჯეტის წინაშე? ჩვენი ორგანიზაცია „ესტონურ მოდელზეა“ გადასული.