ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

რს.ჯე-ზე მიფიქსირდება ზედმეტობა 500 ლარი, ჩემთან ბუღალტერიაში კი ზედმეტობაა 900 ლარი. ვეთანხმებით შედარების აქტს რს.ჯე-ზე. ეს სხვაობა დიდი ხანია მოდის (ვერ ხერხდება გადამოწმება). ბუღალტრულ გატარებას ჩემს შემთხვევაში აქვს სახე: დ-ტი 8285/საურავები კ-ტი 3391 გადასახადების ერთიანი ანგარიში 400=; წლის ბოლოს მოგება-ზარალის ანგარიშგებისა და ბალანსის შედგენის დროს: დ-ტი 5330 კ-ტი 8285 400=. გთხოვთ მომწეროთ, რამდენად სწორია ჩემი ბუღალტრული გატარებები ამ შემთხვევაში? რაიმე ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე ეკისრება ორგანიზაციას, რომელიც „ესტონურ მოდელზეა“?

2019/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

რა არის საჭირო (უძრავი) ქონების დასაკონსერვებლად? კონსერვაციის შემდგომ ქონების გადასახადისა და ამორტიზაციის დარიცხვა ჩერდება? რამდენად არის შესაძლებელი, კონსერვაცია მოხდეს შუა წელში?

2019/08
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ჩვენმა შპს-მ („ესტონურ მოდელზეა“, დღგ-ის გადამხდელია), შეიძინა მიკროავტობუსი, დაქირავებული თანამშრომლების სამსახურიდან სახლში და სახლიდან სამსახურში სატარებლად. მძღოლად ჩვენი თანამშრომელია. მას ამ მომსახურებისათვის ანაზღაურება დაემატება მის ძირითად ხელფასზე. 1) 2017 წლის 1 იანვრის ცვლილება სსკ 101-ე მუხლში რამდენად მიესადაგება ამ სიტუაციას, რომ არ დაიბეგროს საშემოსავლოთი ეს მომსახურება და შესაბამისად, არ გავითვალისწინო სარგებელი თანამშრომლებზე? 2) არც მოგების გადასახადით და არც დღგ-ით არ დაიბეგრება? 3) მძღოლთან დაკავშირებით, მისი დამატებითი დაბეგვრის თემა ხომ არ დგას? 4) საწვავის ჩამოწერა ოდომეტრის ჩვენების მიხედვით შეგვიძლია ისე, რომ არ დავბეგროთ?

2019/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
შრომითი
პასუხის ნახვა

მე-3 ზომითი კატეგორიის შპს-ის საქმიანობას წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება და მისგან მიღებული რძის რეალიზაცია. ასევე, ხდება ცოცხალი საქონლის რეალიზაციაც. მაინტერესებს შემდეგი საკითხები: 1) რა საბუთის საფუძველზე უნდა მოხდეს ბალანსზე რძის აღება და საჭიროა თუ არა რძის ლაბორატორიული მაჩვენებლების მითითება მასში? 2) რა საბუთის საფუძველზე უნდა ავიღოთ ხბო ბალანსზე? 3) პირუტყვის სიკვდილის შემთხვევაში, თუ ძირითად საშუალებად მაქვს აღრიცხული, ვადგენ აქტს. თუ გასაყიდად გამიზნული საქონელი (16**-ებზე აღრიცხული) კვდება, ჩამოწერისათვის უნდა მოვიწვიო საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, მაგრამ მკვდარ საქონელს ადგილზე ვერ ვინახავთ, რადგან მალფუჭებადია. ამიტომ არ ვიწვევთ საგადასახადო ორგანოს. როგორ მოვიქცეთ? 4) უნდა გვქონდეს თუ არა წინასწარ შედგენილი ნორმები კვების რაციონთან დაკავშირებით? ხომ არ დაგვჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს საკვები არ გაგვიყიდია? იგივე ეხება პირუტყვის მოვლისათვის განკუთვნილ წამლებსაც. ასევე გვაინტერესებს, რაიმე გამოსავლიანობის ნორმა ხომ არ უნდა შევიმუშავოთ გამრავლების საშუალებებთან დაკავშირებით?

2019/08
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

კომპანია ყიდის ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბინებს. ძირითად ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც ტარდება საჯარო რეესტრში, იწერება ბინის მთლიანი ღირებულება. ბინა გადადის მყიდველის საკუთრებაში, მაგრამ ხელშეკრულებაში ფიქსირდება გამყიდველის ვალდებულება, რომ აღნიშნულ თანხაში, პერიოდის მითითებით (მაგ., 2020 წლის 31 იანვარი) უნდა ჩააბაროს „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში (რომელიც მოიცავს: ჩაშენებულ კარებს, მოჭიმულ იატაკს, შელესილ კედლებს და ა.შ.). დღგ-ით დაბეგვრა ხდება ძირითადი ხელშეკრულების დადების მომენტისათვის. ჩვენი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: მშენებლობის დასრულებამდე გაწეული ხარჯები მქონდეს დაგროვილი 1630 ანგარიშზე, თუ კონკრეტული ბინის რეალიზაციისას 71**-ზე ჩამოვწერო ამ პერიოდისთვის არსებული ფაქტიური ხარჯი, ხოლო დანარჩენი (კუთვნილი) ნაწილი – კორპუსის მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ?

2019/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანია (თავისი ქვეკონტრაქტორით) ემსახურება თიზის საწარმოს. ტვირთი გადააქვს კახეთი-თიზი და თიზი-საბაჟო ტერმინალი. გადაზიდვის მომსახურება კახეთი-თიზი იბეგრება თუ არა დღგ-ით? თუ იბეგრება, რა არგუმენტით? ან, რომ არ დაიბეგროს, რა დოკუმენტები რა მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს? ასევე თიზი-საბაჟო ტერმინალი გადაზიდვა რა დაბეგვრის რეჟიმში მოექცევა? აქვს თუ არა მნიშვნელობა ვინ იქნება სატრანსპორტო მომსახურების გამწევი – თიზ-ის საწარმო თუ საქონლის მისთვის მიმწოდებელი?

2019/08
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა