დავუშვათ, იურიდიულმა პირმა აიღო სესხი ურთიერთდამოკიდებული არარეზიდენტი პირისაგან იმ დროს, როცა „ესტონური დაბეგვრის მოდელი“ არ მოქმედებდა, თუმცა სესხის აღების მომენტში სახელშეკრულებო საპროცენტო განაკვეთი შეესაბამებოდა იმ დროინდელ საბაზრო განაკვეთს.
2017-2018-2019 წლებში კვლავ გრძელდება ამ სესხით სარგებლობა და თან უკვე ცნობილია, რომ ამ პერიოდების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უკვე მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე სახელშეკრულებო. ანუ, „ესტონური მოდელის“ მოქმედების პერიოდში იგივე პირობებით რომ აეღო პირს სესხი, იგი ჩაითვლებოდა ძვირ სესხად და გადახდილი პროცენტები (საბაზროზე გადაჭარბებულ ნაწილში) დაიბეგრებოდა მოგების გადასახადით (სსკ 98 პრიმა 1 მუხლის მე-4 ნაწილით).
ის გარემოება, რომ ეს სესხი პირს აღებული აქვს „ესტონურ მოდელზე“ გადასვლამდე პერიოდში და თან ისე, რომ მაშინ განაკვეთი საბაზრო იყო – დამიცავს 2017 წლის შემდგომ პერიოდში მოგების გადასახადით დაბეგვრისგან, თუკი იგივე სახელშეკრულებო განაკვეთით დავარიცხავ და გადავუხდი პროცენტებს არარეზიდენტს?
შპს, რომელიც შექმნილი და რეგისტრირებული იყო როგორც სამშენებლო საქმიანობის განმახორციებელი, ძირითადად ახორციელებს კრიპტოვალუტის გამომუშავებას.
1) სსკ 9.1 მუხლის მიხედვით, ეს არის სამეწარმეო საქმიანობა, თუ ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილის მიხედვით, არ განეკუთვნება სამეწარმეო საქმიანობას?
2) თუ განეკუთვნება სამეწარმეო საქმიანობას, გთხოვთ აგვიხსნათ, როგორ ფორმირდება დასაბეგრი მოგება და მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს „ვალუტასთან“, ხომ არ იბეგრება დღგ-ითაც?
გთხოვთ, მიგვითითოთ ამ საქმიანობის მარეგულირებელი მუხლები საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან.
შპს-ს 100%-იანი დამფუძნებელი არის სხვა შპს, რომელიც თავის დაფუძნებულ შპს-ს რეგულარულად ურიცხავს თანხებს. დანიშნულებაში ვუთითებთ „დამფუძნებლის შენატანს“. ეს სწორია? რა საგადასახადო რისკი შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში?
გთხოვთ განმარტებას საგარანტიო ანარიცხების აღრიცხვის საკითხზე:
ერთეული კომპიუტერის გასაყიდი ფასი დღგ-ის გარეშე – 1 ცალი*500.00=500.00 ლარი, დღგ – 90.00 ლარი; გასაყიდი ფასი დღგ-ის ჩათვლით – 1 ცალი*590.00=590.00 ლარი.
გაყიდული კომპიუტერები დღგ-ის გარეშე – 10 ცალი*500.00=5000.00 ლარი. დღგ – 900.00 ლარი; გაყიდული კომპიუტერები დღგ-ის ჩათვლით – 10 ცალი*590.00=5900.00 ლარი.
გაყიდული კომპიუტერების თვითღირებულება – 10 ცალი*300.00=3000.00 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია: შესაკეთებლად ბრუნდება გაყიდული კომპიუტერების 2.00%, შესაცვლელად ბრუნდება გაყიდული კომპიუტერების 3.00%.
თითოეული კომპიუტერის საგარანტიო ვადა შეადგენს 6 თვეს.
კომპიუტერის ყოველთვიური გაუფასურება შეადგენს 1.50%-ს.
საგარანტიო ანარიცხის პროცენტი შეადგენს 9.00%-ს. შესაბამისად, საგარანტიო ანარიცხის თანხა – 450.00 ლარია.
მყიდველმა წარმოადგინა მწყობრიდან გამოსული კომპიუტერი – 2 ერთეული. რეალიზაციიდან გასულია – 3 თვე. ერთი არ დაექვემდებარა შეკეთებას და შეიცვალა ახლით.
მეორეს შეკეთებისთვის (შეკეთდა იმავე დღეს) ტექნიკის მაღაზიამ სერვისის კომპანიას უნდა გადაუხადოს 50.00 ლარი.
როგორ ბუღალტრულ გატარებებს ექნება ადგილი ამ შემთხვევაში:
1) საგარანტიო მომსახურების ანარიცხების შექმნისას;
2) საგარანტიო ვალდებულების შესრულება – კომპიუტერის უკან დაბრუნება და ახლით შეცვლისას;
3) საგარანტიო ვალდებულების შესრულება – კომპიუტერის შეკეთება სერვის-ცენტრის მიერ?
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში დაფიქსირებულია შემდეგი: „ექსპლუატაციაში მიღებულ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება“. აღნიშნული ნორმა სამშენებლო კომპანიების მიმართ ექსპლუატაციაში შესვლის მომენტისათვის გამოიყენება თუ ჩვეულებრივ შპს-ზე, რომელიც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ყიდულობს ძირითად საშუალებას, მათ შორის მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით? გთხოვთ შეძლებისდაგვარად ამომწურავ პასუხს.
შპს-მ უნაღდო ანგარიშსწორებით გადაურიცხა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯარიმის თანხა (შპს დაჯარიმებული იყო). დაბეგვრის „ესტონური მოდელის“ პირობების მიხედვით. როგორი იქნება მისი ბუღალტრული გატარება? დაბეგვრა თუ არის საჭირო?