ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

შპს, რომელიც ავტოამწით მომსახურებას ახორციელებს, ყოველდღიურად ახდენს საწვავის შეძენას ავტოგასამართ სადგურებში. საწვავის მიმწოდებელი იმ კომპანიისგან, რომელთანაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რეგულარულად საწვავის შეძენას ვერ ახერხებს, რადგან ავტოამწეს საქმიანობა უხდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. როგორ მოვახერხო თანხის ხარჯებში აღიარება, თუ მძღოლს საწვავის შეძენის მხოლოდ ქვითრები გააჩნია?

2019/07
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
პასუხის ნახვა

ვარ ფიზიკური პირი. გაქირავებული მაქვს ელიავას ბაზრობაზე, ჩემს საკუთრებაში არსებული შვიდი მსუბუქი კონსტრუქციის პატარა მაღაზია. გაფორმებული მაქვს ხელშეკრულებები და ვიღებ იჯარის თანხას მოიჯარეებისგან ბიუჯეტში გადასახდელი თანხის გამოკლებით, რაზედაც ყოველ მიღებულ თანხაზე ვადგენ იჯარის თანხის გადაცემის აქტს. იჯარის თანხიდან საშემოსავლოს გადახდა თანახმად გაფორმებული ხელშეკრულებისა ევალებათ მოიჯარეებს. გთხოვთ გამარკვიოთ, სწორად ვაკეთებ თუ არა? წლის ბოლოს რამე დეკლარაცია ჩავაბარო თუ არა? წლიური შემოსავალი არ აღემატება 100000 ლარს, დაქირავებული თანამშრომლები არ მყავს. საჭიროა თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატი? მევალება თუ არა ინდმეწარმე გავხდე და დავრეგისტრირდე საგადასახადოში? იჯარის ხელშეკრულებები უნდა დავარეგისტრირო თუ არა იუსტიციის სახლში?

2019/07
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

დეველოპერმა გააფორმა ხელშეკრულება მიწის რამდენიმე მეპატრონესთან (ფიზიკურ პირებთან), რომლის მიხედვითაც დეველოპერი გადმოიფორმებს მიწის ნაკვეთს, რომელზეც აპირებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას და მიწის სანაცვლოდ მიწის ზოგიერთ მეპატრონეს გადასცემს ფართს (კომერციულს და საცხოვრებელს), ზოგს კი – დამატებით კომპენსაციასაც. დეველოპერმა მშენებლობის დაწყებამდე გადმოიფორმა მიწის ნაკვეთები. ამ ხელშეკრულებას განვიხილავთ როგორც გრძელვადიან კონტრაქტს მიწის მეპატრონეებთან, მაგრამ მშენებელმა მშენებლობის დასაწყისშივე გააკეთა ასაშენებელი ბინების განშლა და მიწის მფლობელები უნდა დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. მშენებლობა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. 1) ფიზიკური პირებისგან მიწის გადმოფორმება ხომ არ ჩაითვლება დეველოპერისათვის მიღებულ ავანსად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად? თუ კი, მაშინ რა თანხიდან და როდის უნდა დაიბეგროს დეველოპერი? 2) საჯარო რეესტრში დარეგისტრირება როგორ უნდა მოხდეს, როგორც მშენებარე ფართების მომავალ მესაკუთრედ, თუ მესაკუთრედ? 3) გთხოვთ გაგვიმარტოთ, დაბეგვრის მიზნით რა განსხვავება არის მომავალ მესაკუთრედ და მესაკუთრედ შორის დარეგისტრებაზე? 4) ხომ არ წარმოშობს ზემოაღნიშნული საკუთრების რეგისტრაციის მომენტი გრძელვადიანი კონტრაქტის დასრულების მომენტს და ხომ არ უნდა დაბეგროს დღგ-თი დეველოპერმა საჯარო რეესტრში განშლის გაკეთებისა და მიწის მეპატრონეებზე რეგისტრაციის მომენტში სრული სამშენებლო მომსახურების (მიწის მეპატრონეებზე) მიწოდება? თუ კი, მაშინ რა თანხიდან უნდა დაიბეგროს? თუ არა, მაშინ რა მომენტი უნდა ჩაითვალოს გრძელვადიანი კონტრაქტის დასრულების მომენტად: შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა, მიწის მეპატრონეებზე ფართების ფაქტობრივი ჩაბარება თუ რამე სხვა?

2019/07
დღგ
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ბარტერი
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ეროვნულ ბანკს ნიმუშად მივაწოდეთ ჩვენი პროდუქცია. მოგების გადასახადით და დღგ-ით უნდა დავბეგროთ?

2019/07
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს არის ლომბარდი (იპოთეკურ სესხებს გასცემდა). მას ერთი წელია აღარ გაუცია სესხი (მხოლოდ ამოღებაზე მუშაობს) და 2019 წლის აპრილის თვეში უკვე 20-მდე ფიზიკურ პირს აქვს სასესხო ვალდებულება ორგანიზაციის მიმართ დარჩენილი. 1) „ესტონურ მოდელზე“ უნდა გადავიდეს თუ არა, და თუ უნდა გადავიდეს, რომელი რიცხვიდან? 2) ასევე ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, არის ასეთი სიტუაცია: ხარჯების შემცირების მიზნით, დამფუძნებლებისგან (ორი ფიზიკური პირია, არ არიან მეწარმედ რეგისტრირებულნი) უპროცენტო სესხი აიღო ამ შპს-მ და მოზიდული პროცენტიანი სახსრები გაისტუმრა. უპროცენტო სესხთან დაკავშირებით, რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა?

2019/07
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ჩვენს შპს-ს 2011 წლიდან აღებული ჰქონდა სესხი ოფშორში რეგისტრირებული არაურთიერთდამოკიდებული კომპანიისგან წლიური 18%-ით. ეს სესხი (ძირი) ამჟამად დაფარულია. დარიცხული პროცენტების ნაწილი გადახდილია და გამოქვითულია 2016 წელს და დაბეგრილია 15%-ით გადახდის წყაროსთან, ხოლო დანარჩენი ნაწილის გადახდას ვაპირებთ ახლა. ხომ არ წარმოგვეშვება რამე რისკი მოგების გადასახადში, „ესტონური მოდელის“ შესაბამისად?

2019/07
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა