კომპანიამ ფინანსური აღრიცხვით მიიღო ზარალი, საგადასახადო აღრიცხვითაც ზარალი აქვს. საგადასახადო აღრიცხვით ზარალი აღემატება ფინანსური აღრიცხვით ზარალს. მათ შორის სხვაობა განპირობებულია 1000 ლარამდე ძირითადი საშუალების ღირებულების გამოქვითვით. ვინაიდან ზარალის გადატანა შესაძლებელია 5 წლით, ხომ არ წარმოიქმნება რამე საგადასახადო აქტივი და თუ კი, რა გატარება მიეცემა? ეს ეხება 2015 წლის პერიოდს.
ღვინისა და არყის მწარმოებელი კომპანიის მიერ, საკუთარი წარმოების ჭაჭის არაყი (რაც აქციზური პროდუქციაა) გამოიყენება სამაცივრე დანადგარებში ჩასასხმელად, რომლებიც აცივებს და ინახავს ღვინომასალებს (რაც არ არის აქციზური პროდუქცია). არის თუ არა ეს აქციზით დასაბეგრი ოპერაცია?
დღგ-ის გადამხდელმა შპს „ა“-მ შეიტანა უძრავი ქონება თავისი შვილობილი შპს „ბ“-ის კაპიტალში. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, შპს „ბ“ უბრუნებს ამ ქონებას შპს „ა“-ს, ხდება კაპიტალის შემცირება. რადგან ეს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, შპს „ბ“-მ უნდა გამოუწეროს შპს „ა“-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შპს „ა“-ს მხრიდან ამ ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა ხომ არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ?
აქვს თუ არა უფლება დღგ-ის გადამხდელს უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე გამოწერილი საფ-ით განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა შესაბამის პერიოდში (მიუხედავად გადასახდელი დღგ-ის გადაუხდელობისა)?
შპს-ის დამფუძნებელი ერთი პირია, ანუ 100%-იანი წილის მფლობელია. რა დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება მოხდეს ფულადი შენატანით კაპიტალის გაზრდა? გთხოვთ გამომიგზავნოთ საჭირო დოკუმენტის ფორმა.