ძებნის შედეგად ნაპოვნია 1028 შედეგი

ჩვენი შპს მოიპოვებს ქვიშა-ღორღს შესაბამისი ლიცენზიის მიხედვით. რა ფასად უნდა ავსახოთ ბუღალტერიაში მოპოვებული ქვიშა-ღორღი?

2019/03
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ გადასულ შპს-ს. მიმწოდებლებისაგან შესყიდვის ჩეკების ნაწილი დაკარგულია. ვაპირებთ გავატაროთ მათი გადახდა და რადგან გადახდის საბუთი არ მაქვს, დავბეგროთ მოგების გადასახადით. სწორია ეს თუ არა?

2019/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ ააშენა საკუთარი შენობა-ნაგებობა და ჩაითვალა სამშენებლო მასალებზე მიღებული დღგ. 2016 წლის იანვარში შენობა შევიდა ექსპლუატაციაში და დღგ-ის დეკლარაციით მოხდა აშენებული შენობის ღირებულებაზე დღგ-ის დარიცხვა და იმავდროულად სრულად ჩათვლა. 2018 წლის იანვარში შპს-მ უკან დაიბრუნა ბარათზე არსებული ზედმეტობის თანხა. საწარმოს შემოსავალს წარმოადგენდა მხოლოდ იჯარით მიღებული 1000 ლარი, ბოლო 12 თვის განმავლობაში 100000 ლარზე ნაკლები. შპს 2018 წლის 1 ივლისიდან მოიხსნა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიდან. 1) დღგ-ის გადამხდელად მოხსნის თარიღისათვის მოუწევს თუ არა შპს-ს ძირითად საშუალებაზე ადრე ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა და რა პროპორციით? 2) დღეისათვის იგეგმება ძირითადი საშუალების – ამ შენობა-ნაგებობის რეალიზაცია, რომლის ღირებულება აღემატება 100000 ლარს და გვიდგება დღგ-ის გადამხდელად ხელახლა რეგისტრაციის ვალდებულება მოცემული მიწოდების ოპერაციისთვის. რეგისტრაციის თარიღის მოხსნის დროს აღსადგენი დღგ-იდან თუ შევძლებთ ისევ ჩათვლას მოცემული აქტივის რეალიზაციისას? ჩვენი მოსაზრებით, 10-წლიანი პროპორციის გათვალისწინებით სამართლიანად მიგვაჩნია ჩათვლილი დღგ-დან მხოლოდ 6-7 თვიანი პერიოდის შესაბამისი წილის ამოღება და დანარჩენის სრულად ჩათვლა (01.07.2018 წ. რეგისტრაციიდან მოხსნიდან დღეისათვის ხელახლა რეგისტრაციამდე დღგ-ის არგადამხდელად მუშაობის პერიოდის გათვალისწინებით).

2019/03
დღგ
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს ახორციელებს სასტუმრო მომსახურებას შავი ზღვის სანაპიროზე. მომსახურება არის სეზონური. ძირითადი თვეებია მაისი-ოქტომბერი. ჩვენი საწარმოს ზომითი კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, როგორ დავითვალო დასაქმებულთა რიცხოვნობა? საშუალო არითმეტიკულით 12 თვეზე, ნამუშევარ თვეებზე? თუ კიდევ სხვა?

2019/03
არასაგადასახადო თემა
შეფასება და აუდიტი
შრომითი
პასუხის ნახვა

საქართველოში წარმოებულ ყვავილოვან კომბოსტოს აცლიან ფოთლებს, ჭრიან ხელისგულის ოდენა ნაჭრებად, ფუთავენ ცელოფანში და ყიდიან. ასევე საქართველოში წარმოებულ სტაფილოს აჭრიან ორივე ბოლოს მცირედით, მასაც ფუთავენ ცელოფანში და ყიდიან. არის ეს სამრეწველო გადამუშავება და კოდის შეცვლა? მათი ამ სახით მიწოდება იბეგრება დღგ-ით? აქვე დავძენთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ №241 ბრძანებით დამტკიცებულ სეს ესნ-ში ყვავილოვან კომბოსტოსაც და სტაფილოსაც (ახალი ან გაციებული) მხოლოდ ერთი კოდი შეესაბამებათ (0704 და 0706).

2019/02
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

ჩვენმა საწარმომ შეცვლა საწარმოო შენობის სახურავი, რაც დაჯდა დაახლოებით 22000 ლარამდე. მიმდინარე პერიოდის ხარჯს მივაკუთვნო ეს თუ შენობის თვითღირებულებას?

2019/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა