გვსურს გკითხოთ ბუნებრივი რესურსების (კერძოდ, ინერტული მასალების) მოპოვებისა და დეკლარირების შესახებ. კონკრეტულად, თემა ეხება ბუნებრივი რესურსების გეგმიურ მოპოვებას და მის შესაბამის გადასახდელ მოსაკრებელს ისეთ სიტუაციაში, როცა გარკვეულ პერიოდში ფაქტიური მოპოვება არ მაქვს. ამ დროს ვადეკლარირებ და ვიხდი გეგმიური მოპოვების შესაბამისად. ხოლო თუ ბოლოს მოვიპოვე უკვე ძირითადი მოცულობა, რაც ლიცენზიით მაქვს ნებადართული, ვიხდი ფაქტიური მოპოვების მიხედვით და ჩემ მიერ გადახდილი გადასახადი აჭარბებს ლიმიტით გადასახდელ თანხას.
ჩვენ მიერ გეგმიურის მიხედვით გადახდილი გადასახადები, როცა ფაქტიური მოპოვება არ არსებობდა, მეთვლება თუ არა ზედმეტად გადახდილ თანხად და ფაქტიური მოპოვების დეკლარირების დროს, შემეძლება თუ არა გამოვიყენო გადასახადის შესამცირებლად?
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა პროგრამა, რომლის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის ტექნიკის ღირებულების 50%-ს უფინანსებს ფიზიკურ პირებს. რამდენიმემ იყიდა ასე, ფიზიკური პირის სახელზე. ამ ფიზიკური პირისთვის, ეს 50%-იანი დაფინანსება რამე გადასახადებს გამოიწვევს?
საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი – ა(ა)იპ განიხილება, როგორც ორგანიზაცია, ხოლო საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, ა(ა)იპ-ი წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას.
სპორტულმა ფედერაციამ, რომელმაც უზრუნველყო ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში, დაფინანსება მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ასევე ფედერაციას შემოსავალი აქვს ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების გუნდებიდან და ეს თანხები განკუთვნილია მათი სასტუმროთი და ტრანსფერით უზრუნველყოფისთვის.
გთხოვთ გაგვიმარტოთ, ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების გუნდებიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვლება თუ არა ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად?
ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ სპორტული ფედერაციის დებულების თანახმად, მის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება.
შეკითხვა ეხება მე-4 კატეგორიის საწარმოს. A საწარმომ B საწარმოს „იჯარა საკუთრების გადაცემის პირობით“ გადასცა ავტომობილი (პირობითად: ავტომობილის თვითღირებულება არის 15000 ლარი, დაგროვილი ცვეთა – 5000 ლარი, საბალანსო ღირებულება – 10000 ლარი, დაუყოვნებლივ გადახდის ფასია 11000 ლარი).
B საწარმომ საერთო ჯამში უნდა გადაუხადოს A საწარმოს 13000 ლარი 5 წლის განმავლობაში, რის შემდეგადაც ავტომობილი მის საკუთრებაში გადავა.
1) საწარმომ როგორ უნდა ასახოს (როგორი ბუღალტრული გატარებით) ავტომობილის გადაცემა და საიჯარო მოთხოვნა?
2) საწარმომ როგორ უნდა ასახოს (როგორი ბუღალტრული გატარებით) საბალანსო ღირებულებასა და დაუყოვნებლივ გადახდის ფასს შორის სხვაობა (მე-4 კატეგორიის სტანდარტის პუნქტი – 10.12)?
შეკითხვა ეხება მე-4 კატეგორიის საწარმოს. საწარმომ, რომლის საქმიანობაც არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და აქვს ხეხილის ბაღი, როგორ აღრიცხავს (როგორი ბუღალტრული გატარებით) ხილის (მარაგის) მიღებას და შემდგომ მის რეალიზაციას (როგორც თვითღირებულების, ისე გადაფასების მეთოდით)?
ბუღალტერიის საწარმოებლად პატარა და საშუალო ფირმები არ (ან ვერ) ყიდულობენ სხვადასხვა ბუღალტრულ პროგრამებს, ამის გამო ექსელში შექმნილი მაქვს მემორიალური ორდერები, ანალიზური უწყისები, ბრუნვათა უწყისები, რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევაში ამოვბეჭდავ და თან დავურთავ თემატურად პირველად დოკუმენტებს (ზედნადებების გარდა, მათი სიმრავლის გამო. დაინტერესებულმა პირმა ისინი შეიძლება იხილოს თანხობრივ განზომილებაში გადასახადის გადამხდელის ვებ-გვერდზე).
ჩამეთვლება თუ არა საქმის ასეთი წარმოება ბუღალტერიის ელექტრონული ცხრილებით გაკეთებაში და თუ არა, რა არის ხშირად მოხსენიებული „ბუღალტერიის კეთება ელექტრონული ცხრილებით“?