ძებნის შედეგად ნაპოვნია 970 შედეგი

საკითხი შეეხება საქართველოს რეზიდენტ საფეხბურთო კლუბს, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შპს. ფეხბურთელების მოზიდვის მიზნით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს არარეზიდენტ საფეხბურთო კლუბებთან (კომპანიები) და მოლაპარაკების ორგანიზებას უზრუნველყოფენ შუამავალი პირები. კითხვებზე პასუხები გვაინტერესებს მხოლოდ საგადასახადო კუთხით: 1) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის შეძენა უნდა განვიხილოთ როგორც „საქონლის“ შეძენა თუ როგორც არამატერიალური აქტივის შეძენა? 2) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის სასყიდლიანი იჯარის ფორმით ჩამოყვანის შემთხვევაში, როგორ გადავწყვიტოთ ყოველთვიური იჯარის ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი? 3) როგორ გადაწყდება არარეზიდენტი შუამავალი პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი: - როცა არარეზიდენტი იურიდიული პირია; - როცა არარეზიდენტი ფიზიკური პირია? 4) რეზიდენტი შუამავალი ფიზიკური პირების შემთხვევაში არსებობს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევაზე? ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით ეს საშუამავლო მომსახურება არ ექვემდებარება არც ლიცენზირებას და არც ნებართვას.

2025/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ვართ „ესტონურ მოდელზე“ მყოფი კომპანია – შპს. ჩვენი საქმიანობის სფეროა ვაჭრობა – საცალო მარკეტების ქსელი. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით. ჩვენს მომწოდებელთან, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი, გვაქვს მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულება, კერძოდ, მომწოდებელი ქეშბეკის სახით გვიბრუნებს ჩარიცხული თანხის 20%-ს, რომელზეც ვუწერთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (შინაარსით „მარკეტინგული მომსახურება“). კომპანიას სურს ქეშბეკის თანხა გამოიყენოს სააქციო/სარეკლამო მიზნებისთვის, რათა გაიზარდოს ცნობადობა და გაყიდვები. მაგალითად: დეკემბრის თვეში ჩავურიცხეთ მომწოდებელს რეალიზებული პროდუქციის თანხა 50000 ლარი. შესაბამისად, ამ თვეში ქეშბეკი შეადგენს 10000 ლარს. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ქეშბეკის ნაწილი 3000 ლარი მოახმაროს მარკეტინგულ აქტივობას და პროდუქცია გაყიდოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. პროდუქციის მოსაწოდებელი ფასი შეადგენს 3 ლარს, სარეალიზაციო – 3.60 ლარს. კომპანიას სურს სპეც-აქციის დროს აღნიშნული პროდუქცია გაყიდოს 1.90 ლარად შეზღუდული რაოდენობით, მაქსიმუმ 6000 ცალი (3.00-20%=2.40, 2.40-1.90=0.50, 6000*0.50=3000). აღნიშნული პროდუქცია გაიყიდება საცალო კლიენტებზე – ფიზიკურ პირებზე და შესაბამისად არ მოხდება სასაქონლო ზედნადების გაწერა, თუმცა სოციალურ ქსელში განთავსდება პოსტი აღნიშნული აქციის შესახებ, სადაც მითითებული იქნება როგორც ძველი, ისევე ახალი სააქციო ფასი. გვაქვს თუ არა საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მსგავსი აქციის ჩატარების უფლება და რა საგადასახადო რისკების წინაშე ვდგავართ?

2025/01
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს-მ ისესხა დამფუძნებლიდან 1000 აშშ დოლარი, როცა კურსი იყო 2.20 ანუ 2200 ლარის ეკვივალენტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს-მ ლარის ანგარიშიდან დაფარა ეს სესხი 1000 აშშ დოლარი, როცა კურსი იყო 3.0, ანუ დამფუძნებელს გადაუხადა ძირი თანხა 3000 ლარი. წარმოშობილი კურსთაშორისი სხვაობა 800 ლარი ხომ არ იბეგრება საშემოსავლოთი, ან მოგების გადასახადით ამ შპს-ისთვის?

2025/01
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

კომპანიის მიერ საინვესტიციო ქონების (მიწა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა) შეძენის შემთხვევაში, ის აღირიცხება ერთად, თუ მიწა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (როცა ისინი საინვესტიციო ქონებას წარმოადგენენ) აღრიცხული უნდა იქნეს ცალ-ცალკე?

2025/01
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ერთ-ერთ რესტორანში თანამშრომლებისთვის გაიმართა კორპორაციული ღონისძიება, რაზეც მიმწოდებელმა გამოაგზავნა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა. კომპანიამ ეს დღგ არ ჩაითვალა, გაწეული ხარჯი კი დაბეგრა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით (როგორც ხელფასთან გათანაბრებული განაცემი), თუმცა არ დაბეგრა დღგ-ით, ვინაიდან ჩათვლა არ მიუღია. როგორია თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში? როგორ გესმით სსკ 1601 მუხლის მოთხოვნები? თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდებისას დღგ-ით დაბეგვრისთვის ვაკვირდებით დღგ-ის ჩათვლის ფაქტს თუ არა? კომპანიამ უნდა ჩაითვალოს და დაბეგროს? თუ, რადგან ჩათვლილი არაა, პრობლემა არ დგას?

2025/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

შპს-მ ბალანსზე არსებული დენის გამანაწილებელი ტრანსფორმატორი (მცირე ნარჩენი ღირებულებით) უსასყიდლოდ გადასცა „თელასს“. მიღებული ზარალი იბეგრება თუ არა მოგების გადასახადით?

2024/12
მოგების გადასახადი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა