ძებნის შედეგად ნაპოვნია 253 შედეგი

ინდმეწარმემ ჩვენს კომპანიას დაუმზადა ავეჯი, რაზეც გვაქვს ინვოისი. ეს საკმარისია? მცირე მეწარმეა, არ წერს ზედნადებს.

2022/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

მუნიციპალიტეტის დაკვეთით ნოემბერში გზა დავაგეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ხელშეკრულება დეკემბრის დასაწყისში დაიდო. შესაბამისად, მიღება-ჩაბარებაც ვერ გაკეთდა ნოემბრის თვეზე და ვერც ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება. ჩვენ მასალის გახარჯვის აღრიცხვა საბუთების შესაბამისად უნდა მოვახდინოთ თუ რეალური ფაქტების მიხედვით? შემოსავლის დეკლარირებაც (დღგ-ის კუთხით) ამ გახარჯვის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ?

2021/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით აწარმოებს ქვიშის მოპოვებას. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორი იქნება ბუღალტრული გატარებები ქვიშის მოპოვებაზე?

2021/12
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

იურიდიულმა პირმა, რომლის საქმიანობაც არის სამშენებლო ბიზნესი, 2021 წლის აპრილში გამოაცხადა (ელექტრონულად, რეკლამის ფარგლებში, ასევე სხვა საინფორმაციო საშუალებით) აქცია, რომ თუ 1 აპრილიდან 30 დღის განმავლობაში მოხდებოდა ბინის შეძენა, კვ.მ ფართის ფასი განისაზღვრა სხვა პერიოდში ღირებულების (საბაზრო ფასის) 20%-ით ნაკლები ოდენობით. აპრილის საანგარიშო პერიოდში კომპანიის დირექტორის მიერ, ასევე სხვა თანამშრომლების მიერაც მოხდა ბინების შეძენა ამ აქციის ფარგლებში. თანამშრომლებზე ბინების მიწოდებისას, ხომ არ დაეკისრება კომპანიას სხვაობის თანხაზე (სხვა პერიოდებში ღირებულების 20%-ის თანხიდან) საგადასახადო ვალდებულება როგორც მოგების გადასახადის, ასევე დღგ-ის მიზნებისთვის? თუ დაბეგვრის მიზნით საბაზრო ფასი უნდა ავიღოთ, ამ შემთხვევაში როგორ განისაზღვრება საბაზრო ფასი, რადგან აპრილის თვის შემთხვევაში საბაზრო ფასი აღნიშნული კომპანიისთვის შეადგენს სხვა თვეებთან შედარებით 20%-ით ნაკლებს? თუ ჩაითვლება, რომ მიწოდება უნდა განხორციელებულიყო საბაზრო ფასით? როგორც ვიცით, სხვა კომპანიებთან გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად ტანსაცმლის მიწოდებისას, როდესაც გამოცხადებულია კვირაში ერთხელ კონკრეტულ დღეს ფასდაკლება, ამ დღის პერიოდში თანამშრომლების მიერ აღნიშნული საქონლის შეძენისას ღირებულებად არ ითვლება სხვა დღეებში არსებული ღირებულება.

2021/11
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
რეკლამა და მარკეტინგი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ასეთი გარემოება გვაქვს: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა არ ხდება ფიზიკურ პირზე საქონლის მიწოდების დროს, ის იხდის ავანსად თანხებს განწილვადებით. თუ ავანსის თანხები დაიბეგრება, შემდეგ დღგ-ის დეკლარაციაში როგორ უნდა მოხვდეს ეს ოპერაცია? თუ პირიქით, ჯერ მიწოდება უნდა დაიბეგროს და შემდგომ ეტაპობრივი გადახდები გაიქვითოს?

2021/11
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

საეჭვო ვალებად აღიარებულმა დებიტორებმა, რაც აღრიცხული გვაქვს 1415 ანგარიშზე, 2021 წლის განმავლობაში ნაწილობრივ დაფარეს დავალიანების თანხა. რა სახის გატარებით მოხდება ცვლილება?

2021/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა