ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

შპს მოიპოვებს სასარგებლო წიაღისეულს შესაბამისი ლიცენზიის მიხედვით. მოპოვებული წიაღისეულიდან ნაწილი არის გასაყიდად გამიზნული, ხოლო ნაწილი კი – შიდა მოხმარებისთვის, წარმოებაში. მოპოვებული წიაღისეული სანამ გახდება გამოსაყენებლად ვარგისი, უნდა გადამუშავდეს. გადამუშავების შემდეგ კი ვიღებთ რაღაც ნაწილს ისეთ მასალას, რომელსაც ვერაფერში ვიყენებთ და არც გასაყიდად გამოდგება. რა ფასად უნდა ავსახოთ ბუღალტერიაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული, როგორც გასაყიდი, ასევე შიდა (წარმოებისთვის) მოხმარებისთვის გამიზნული? და ასევე, რა ფასად და როგორ უნდა აღვრიცხოთ მიღებული უვარგისი მასალები?

2019/05
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დაიწყო თანამშრომლების გასვლა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან, გთხოვთ მოგვწეროთ, რა იქნება შესაბამისი გატარებები.

2019/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა

ახლადდაფუძნებულმა შპს-მ ცესიის ხელშეკრულებით მიიღო იპოთეკური სესხების პორტფელი 20 კაცამდე (მხოლოდ ამ სესხების ამოღებაზე იმუშავებს). სესხის გამცემი სუბიექტი არ არის და ამიტომ მაინტერესებს, რა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩამითვლიან და დაბეგვრის „ესტონური მოდელით“ უნდა ვიხელმძღვანელო თუ არა?

2019/05
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ქონების შემფასებელმა გადააფასა ელიმინირებული მეთოდით. მაგალითად: შენობა ისტორიული ღირებულებით – 50000 ლარი, ცვეთა – 30000, ნარჩენი – 20000 იყო გადაფასებამდე. გადაფასების შემდეგ ნარჩენი 20000 გახდა 100000. გადაფასება წინა პერიოდებში არ განხორციელებულა. მიეცა გატარება: დ-ტი 2130 კ-ტი 5310 80000 ლარი. რამდენად სწორია 80000 ლარის სრულად აღიარება გაუნაწილებელ მოგებად?

2019/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2006 წლის 24 ივლისს გამოტანილია სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც კომპანიის ყოფილ დირექტორს (შემდგომში ფიზიკური პირი) უფლება მიეცა განკარგოს, გაყიდოს, დააგირავოს ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებული პროდუქცია – საკონიაკე სპირტი და სრულად მიიღოს ქონების რეალიზაციით მიღებული ამონაგები გადასახადების გამოკლებით. ამჟამად ფიზიკურ პირს სურვილი აქვს გაყიდოს მის განკარგულებაში არსებული სპირტი. 1) ვის მიერ უნდა მოხდეს სარეალიზაციო სპირტზე ზედნადების გამოწერა? 2) რა გადასახადებით დაიბეგრება სარეალიზაციო სპირტი და რა განაკვეთებით? 3) ამ გადასახადების გამოკლების შემდეგ დარჩენილი თანხა რა გადასახადით და რა განაკვეთით უნდა დაიბეგროს ფიზიკურ პირზე გაცემამდე?

2019/05
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აქციზი
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტი კომპანია გეგმავს შეისყიდოს მატარებლის ვაგონები საქართველოს ფარგლების გარეთ და გააგრძელოს საქმიანობა ორი შესაძლო მიმართულებით: 1. გაყიდოს აღნიშნული ვაგონები ასევე საქართველოს ფარგლების გარეთ; 2. გასცეს იჯარით აღნიშნული ვაგონები: ა) რეზიდენტ კომპანიაზე; ბ) არარეზიდენტ კომპანიაზე. რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაციები?

2019/05
დღგ
მოგების გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა