ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი
1) შპს X-ის (კომპანიის) საქმიანობა არის საფოსტო-საკურიერო მომსახურება (ექსპრეს-ფოსტა). თურქეთის კომპანია ახორციელებს ფოსტის (ამანათების, გზავნილების და ა.შ.) სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისში ჩამოტანას, რაშიც მას მომსახურებას უწევს შპს X კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ჩამოსული გზავნილების, ამანათების დანიშნულების ადგილამდე მიტანას, ასევე გარკვეული ტვირთების საქართველოდან გაგზავნაზე უწევს მომსახურებას.
შპს X-ის მიერ თურქეთის კომპანიისთვის გაწეული მომსახურება მიიჩნევა თუ არა საექსპედიტორო მომსახურებად, რომელიც განთავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ან რა ტიპის მომსახურებად განიხილება და რა საგადასახადო ვალდებულებები ეკისრება? გთხოვთ მიპასუხოთ, დღგ-ის მიზნებისთვის როგორ დაიბეგრება შპს X-ის მიერ არარეზიდენტი კომპანიისთვის გაწეული მომსახურება?
2) ასევე გთხოვთ მიპასუხოთ, თუ შპს X იქნებოდა თურქეთის ამ კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, იგივე ოპერაციების შემთხვევაში რა საგადასახადო ვალდებულებები დაეკისრებოდა, ან რისგან გათავისუფლდებოდა?
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ იანვრის თვეში არარეზიდენტ ფიზიკურ პირს მიყიდა კომერციული/საცხოვრებელი ფართი, ხოლო აპრილის თვეში იგივე პირისგან ყიდულობს იგივე ფასში იმავე ფართს.
უკან შესყიდული ფართის შემდგომი რეალიზაციის დროს როგორ შეიძლება დღგ-ით დასაბეგრი თანხის შემცირება? ვგულისხმობ, ფიზიკური პირისგან ფართის გამოსყიდვისას ვერ მივიღებ დღგ-ის ჩათვლას, ხოლო გადაყიდვის დროს მომიწევს სრული ღირებულებიდან დღგ-ის გადახდა? არის თუ არა ასეთ შემთხვევაში გამოსავალი იანვრის თვეში გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმება?
შპს-მ არარეზიდენტი იურიდიული პირისგან ერთჯერადი გადახდით შეიძინა მზა კომპიუტერული პროგრამა, პროგრამული კოდის (პროგრამის მუშაობის ალგორითმთა ერთობლიობის) გარეშე.
აღნიშნული შესყიდვა სსკ მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეიძლება განხილულ იქნას, როგორც როიალტი (პროგრამული კოდის გამოყენების უფლების გადაცემა) და შედეგად, უნდა დაიბეგროს არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით?
2019/05
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
არამატერიალური
აქტივები
პასუხის ნახვა
ბულგარეთის რეზიდენტი კომპანია, რომელსაც არ აქვს წარმომადგენლობა საქართველოში და არც მოავლენს თანამშრომლებს საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს რეზიდენტ კომპანიას უზრუნველყოფს ინტერნეტით. ეს სრულდება შემდეგნაირად:
არსებობს საერთაშორისო მაგისტრალი (კაბელი) შავი ზღვის ქვეშ, რომლის ერთი ბოლო საქართველოშია და მეორე ბულგარეთში. ეს მაგისტრალი ბულგარეთში დაერთებულია ინტერნეტის სხვა გარკვეულ წყაროზე, ანუ ბულგარეთში არის „პუნქტი“, სადაც ამ ზღვისქვეშა კაბელში „შეედინება“ ინტერნეტი. ამის შემდეგ ამ „შედინებული“ ინტერნეტის ტრანსპორტირება და გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე უკვე სხვა (რეზიდენტი) კომპანიის ვალდებულების ქვეშაა, ხოლო ზემოთ ხსენებულ ბულგარეთის რეზიდენტს ევალება, რომ იმ ინტერნეტის წყაროში იყოს ინტერნეტ-რესურსი (მოეწოდებოდეს ინტერნეტი, ასე ვთქვათ, იმ დაერთების პორტზე) და ამაში ვუხდით ფულს. არის ეს თუ არა მისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი?
2019/04
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა
ჩვენმა საწარმომ შპს-საგან შეიძინა 3000 ლარის ღირებულების დიზაინერული მომსახურება, კერძოდ – დამზადდა 15 ცალი ახალი ეტიკეტის დიზაინი. რა ხარჯებს მივაკუთვნოთ ამ მომსახურების ხარჯები?
2019/04
არასაგადასახადო
თემა
არამატერიალური
აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა
წამოვადგენთ საბიუჯეტო ორგანიზაციას. გთხოვთ განმიმარტოთ, დაქირავებულის ქვეყნის შიგნით მივლინების დროს, როცა მიმწვევი მხარე ანაზღაურებს ყველა ლოჯისტიკურ ხარჯს (ტრანსპორტირება, კვება, ბინადრობა), წარმოეშობა თუ არა დამქირავებელს სადღეღამისო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება (15 ლარი)? აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, საკმარისია თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანება როგორც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაშინ როცა დაქირავებულს არ აქვს წარმოდგენილი სამივლინებო მოწმობა ორმხრივი ბეჭდებით დამოწმებული?
2019/04
არასაგადასახადო
თემა
მივლინება
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა