სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადახდილი იქნა „საქპატენტში“ პირველად 180 დოლარის ეკვივალენტი და შემდეგ 150 დოლარის ეკვივალენტი. მაინტერესებს, ეს ოპერაცია ჩვეულებრივ ხარჯებში უნდა გატარდეს, თუ სასაქონლო ნიშანი არამატერიალურ აქტივად შეიძლება ჩაითვალოს?
ორგანიზაციამ აიღო სესხი დირექტორისაგან წლიური 20%-იანი განაკვეთით (ფინანსთა მინისტრის 34-ე ბრძანების შესაბამისად). გვაინტერესებს, ხომ არ უნდა გვეხელმძღვანელა ეროვნული ბანკის ვებგვერდის მიხედვით, სადაც მითითებული საპროცენტო განაკვეთი გაცილებით დაბალია?
ქართულ შპს-ს ექსპორტზე გააქვს საქონელი. ექსპორტის დეკლარაციას C ნომერი მიენიჭა 31.12.2016-ში, ხოლო A ნომერი 03.01.2017-ში. მიწოდების პირობა ხელშეკრულებაშიც, ინვოისშიც, CMR-შიც და ექსპორტის დეკლარაციაშიც მითითებულია – CIP-მოსკოვი (ოღონდ ინკოტერმს-2000 თანახმად). თუმცა, ხელშეკრულებაში ნათლად არ არის დაფიქსირებული, თუ როდის გადადის საკუთრების უფლება. ხელშეკრულება ისე იკითხება, თითქოს ეს მიბმულია მიწოდების პირობაზე, მაგრამ ნათელი არ არის. შპს-ს ამ ექსპორტის დეკლარაციით მიღებული შემოსავალი ნაღიარები აქვს 31.12.2016-ში და შესაბამისად დაბეგრილი აქვს 2016 წლის მოგების გადასახადით. ჩვენი აზრით, შპს-ს საგადასახადო კუთხითაც და ფინანსური კუთხით მით უმეტეს, არასწორად აქვს განსაზღვრული როგორც 2016 წლის, ასევე 2017 წლის შემოსავლები. შესაბამისად, უნდა შემცირდეს 2016 წლის მოგების გადასახადი და გაიზარდოს 2017 წლის შემოსავალი. ხომ სწორია ეს პოზიცია? რამე დამატებითი დეტალი ხომ არ უნდა მოვიძიოთ?
შპს-ის ერთმა პარტნიორმა გადაწყვიტა გაეყიდა თავისი კუთვნილი წილი და ამ წილის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა მეორე პარტნიორმა, წერილობით. ამის შემდეგ სანოტარო წესით დამოწმდა ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ. მხარეთა პასუხისმგებლობაში ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ თუ რომელიმე პარტნიორი უარს იტყოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ანუ ყიდვასა და გაყიდვაზე, ამ შემთხვევაში ვალდებულების დამრღვევი პარტნიორი დაკარგავდა თავისი წილიდან 25%-იან წილს, მეორე პარტნიორის სასარგებლოდ.
ერთ-ერთმა პარტნიორმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მაინტერესებს, მეორე პარტნიორმა როგორ უნდა მოახდინოს აღნიშნული წილის რეგისტრაცია თავის საკუთრებაში? ანუ რა პროცედურები არის ამისთვის საჭირო?
მცირე მეწარმე ახორციელებს ჯართის შესყიდვას. შესყიდვის აქტში მეწარმემ დააფიქსირა შესყიდული საქონლის რაოდენობა, ერთეულის ფასი, გადახდილი თანხა, მაგრამ არ მოუხდენია შემოსავლის მიმღების იდენტიფიცირება, რადგან გამყიდველმა უარი თქვა პირადობის მოწმობის წარმოდგენაზე. შესაბამისად, არ მომხდარა შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. რა დაარღვია მცირე მეწარმემ და რა სანქცია შეიძლება დაეკისროს საგადასახადოსგან?
წარმოებაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის დროსაც გამოვლინდა დანაკლისი. ბუღალტრული გატარებები გავაკეთეთ შემდეგი სახით:
1)-2) დებეტი 1490 კრედიტი 6110, დებეტი 1490 კრედიტი 3330.
3) გადახურვა:
დებეტი 9210 კრედიტი 1490.
4) ჩამოწერა დანაკლისის ფინანსურად ვაღიარეთ ხარჯად:
დებეტი 7210 კრედიტი 1620.
დანაკლისის საბაზრო ფასი დღგ-ის ჩათვლით უნდა შევიყვანო დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებშიც? გატარებები სწორად არის გაკეთებული?