ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი

წარმოვადგენთ ლომბარდს. მოძრავი ნივთის გირავნობის ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა რამდენია? პოლიციამ მოგვთხოვა 2011 წლის ხელშეკრულების წარმოდგენა. უნდა გვქონდეს ის შენახული თუ არა?

2019/02
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

1) უბედური შემთხვევებისაგან თანამშრომლების დაზღვევა, რაც გახდა სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან საფრთხის შემცვლელი სამუშაოების შემთხვევაში, ჩაითვლება ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით თუ არა? 2) ეხება თუ არა ეს სავალდებულო დაზღვევა შესაბამისი საწარმოებისათვის მათ ყველა თანამშრომელს (მაგალითად, დირექტორს, ბუღალტერს...)?

2019/02
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს-მ, რომელიც დღგ-ის გადამხდელი არ არის, 2018 წლის დეკემბერში დააფუძნა 100% წილობრივი მონაწილეობით შვილობილი საწარმო და შეიტანა მის კაპიტალში სხვადასხვა დროს შეძენილი და და ექსპლუატირებული ძს-ები. მათგან ნაწილი, რომელთა საბაზრო ღირებულება 100000 ლარზე მეტია, დღგ-ით დაბეგვრადი ფასეულობებია. შვილობილმა საწარმომ ყველა ეს ძირითადი საშუალება უნდა გამოიყენოს ისეთ საქმიანობაში, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. ამ შემთხვევაში, წარმოეშვება თუ არა რომელიმე მხარეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება?

2019/01
დღგ
ინვესტიციები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ჩვენი საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სესხების გაცემა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალება. როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 21 ივლისის №3315 კანონში ცვლილებების თანახმად, რომელიც შევიდა საქართველოს სამოქალქო კოდექსში, ჩვენ აგვეკრძალა სესხების გაცემა ავტომანქანების უზრუნველყოფით. 2018 წლის 27 სექტემბრის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №217/04 ბრძანების თანახმად კი, გვაქვს ვალდებულება – ან დავრეგისტრირდეთ, როგორც სესხის გამცემი სუბიექტი ეროვნულ ბანკში და გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, ან 2019 წლის 30 აპრილამდე არსებული საკრედიტო პორტფელი გავანულოთ, კერძოდ, ან გავყიდოთ საკრედიტო პორტფელი, ან თავად კლიენტებს დავაფარინოთ არსებული დავალიანება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ ფუნქციონირება, როგორც მეწარმე-სუბიექტმა, რომელიც გასცემს უზრუნველყოფილ სესხებს, და გავყიდოთ საკრედიტო პორტფელი, მაგრამ აქ აღმოვჩნდით სხვა პრობლემების წინაშე. 2019 წლის 30 აპრილამდე ვერ მოესწრება საკრედიტო პორტფელის სრულად განაშთვა/განულება, ვინაიდან ეს საკრედიტო პორტფელი შედგება აქტიური და პასიური სესხებისგან. აქტიური სესხების გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგვიგროვდა პასიური სესხებიც, რომლების დაფარვა/ამოღება წარმოადგენს პრობლემას. გაპრობლემებული სესხები გადაცემული არის სასამართლოში და ასევე აღსრულებაში. აღნიშნული ტიპის დავები არის დროში გაწელილი, სასამართლო სხდომები ინიშნება საკმაოდ გვიან (მაგალითად, გვაქვს სესხებზე სარჩელი, რომელიც 2016 წელს შევიტანეთ სასამართლოში და ჯერ განხილულიც არ არის); მეორე და მესამე სასამართლო ინსტანციაში განხილვას კიდევ დამატებითი დრო სჭირდება; ხოლო სასამართლო ეტაპების დასრულების შემდგომ, აღსრულება შეიძლება გაიწელოს რამდენიმე წელზეც კი ან/და საერთოდ საქმე დარჩეს აღუსრულებელი, თუნდაც მოვალის გადამხდელუუნარობის გამო. შესაბამისად, ჩვენთვის, ასეთი პაკეტის გაყიდვა წარმოადგენს დიდ პრობლემას. აპრიორი, ეს პაკეტი, როგორც გაყიდვის საგანი, არის ნაკლოვანი, და მისი რეალური ღირებულების დადგენა არის ცალკე მსჯელობის საგანი, რაც ამ პაკეტებს მყიდველისთვის არასასურველს ხდის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გვაინტერესებს, თუ შეგვიძლია საქმიანობის გაგრძელება (მხოლოდ სასესხო პორტფელის განულების მიზნით), რეგისტრაციის გავლის გარეშე, თუ მსესხებლების რაოდენობა აჭარბებს 20-ს (იმიტომ, რომ ეს სასამართლო დავები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ზოგზე სასამართლო სხდომა ჯერ არც კი ჩანიშნულა), ისე, რომ რეგულაციებთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეთ?

2019/01
სხვა გადასახადები და სანქციები
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

უცხოურ ავიაკომპანიას დაქირავებული ჰყავს ქართული ფირმა (რომელიც დღგ-ის გადამხდელია), შემდეგი მომსახურების გასაწევად: ქართული ფირმა ახდენს გაფრენა-ჩამოფრენის საერთაშორისო რეისებზე მგზავრთა დოკუმენტების შემოწმებას, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით. იბეგრება თუ არა ამ მომსახურების გაწევა დღგ-ით?

2019/01
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანიამ 2016 წლის მაისში ბინის მომავალ მესაკუთრესთან დადო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 30000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით. იმავე დღეს კლიენტმა შემოიტანა 5000$ (2.40 კურსით) ანუ 12000 ლარი. 2017 წლის 25 ივნისს შემოიტანა 3000$ (2.50 კურსით)=7500 ლარი, რომელიც დაბეგრა დღგ-ით, როგორც ავანსად შემოტანილი თანხა, ხოლო ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება დადო 2017 წლის 25 ნოემბერს პირობითი კურსით 2.60 და დღგ-ით დაბეგრა (22000$*2.60+5000$*2.40(2016 წლის))/1.18 ლარი. დარჩენილი 22000$-ის ეკვივალენტი ლარში შემოტანილი იქნა 2019 წლის 20 იანვარს (პირობითი კურსით 2.70) და სხვაობა აღებულ იქნა სავალუტო კურსთა შორის სხვაობებში. აგრეთვე 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა მოთხოვნის გადაფასება. რამდენად სწორია კომპანიის ქმედება?

2019/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა