ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი საქონლის ზედმეტობა გავატარეთ: დებეტი 1600 კრედიტი 8190. ზედმეტობა უნდა აისახოს მოგების გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციაში?

2019/03
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს დაჯარიმდა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ კუთვნილი მიწის ნაკვეთის დანაგვიანების გამო (ნაკვეთი განკუთვნილია მომავალში სასაწყობე ფართისთვის). გვაინტერესებს, ჯარიმის თანხა დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით?

2019/03
მოგების გადასახადი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

ვმუშაობ ერთ-ერთ საზოგადოებრივ კოლეჯში (საბიუჯეტო ორგანიზაცია). მიწევს დეკრეტულ შვებულებაში გასვლა. ვარ საჯარო მოსამსახურე. ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ იძლევა ანაზღაურებად შვებულებას. როგორ მოვიქცე, გთხოვთ მირჩიოთ.

2019/03
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა

ვარ საჯარო სკოლის პედაგოგი. გავედი კუთვნილ დეკრეტულ შვებულებაში. სურვილი მაქვს დეკრეტული შვებულებიდან გამოვიდე ორ თვეში და დავბრუნდე სამსახურში. სკოლა არანაირ ფინანსურ ანაზღაურებას არ იძლევა, მხოლოდ მაძლევენ სახელმწიფოს მიერ დადგენილ 1000 ლარს. მეუბნებიან, თუ ორ თვეზე ადრე გავალ სამსახურში, უკან მომიწევს ამ თანხის დაბრუნება (თან არც ზაფხულის ხელფასი მომეცემა საშვებულებოდ). მაინტერესებს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს და ვის მივმართო ამის შესახებ?

2019/03
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა

უბედური შემთხვევებისაგან თანამშრომლების სავალდებულო დაზღვევაზეც ვრცელდება საპენსიო შენატანების დაკავების/დარიცხვის ვალდებულება?

2019/03
საშემოსავლო გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
დაზღვევა
შრომითი
პასუხის ნახვა

საწარმომ ქვის სამსხვრევი დანადგარი შექმნა საკუთარი ძალებით, რომლის ძირითადი კონსტრუქცია აღებულია სალიზინგო ხელშეკრულებით „თიბისისგან“. ლიზინგის ხელშეკრულების ვადა მთავრდება 2028 წელს. როგორ მოვახდინოთ ქონების გადასახადის დარიცხვა? ლიზინგით შექმნილ ღირებულებაზე ქონების გადასახადს იხდის ლიზინგის გამცემი. ის დამატებული ღირებულება, რომელიც ჩვენ შევქმენით, დავუშვათ 50000 ლარის, დაუმთავრებელ წარმოებად დავტოვოთ, მთელი ლიზინგის პერიოდის განმავლობაში ცვეთის დაურიცხავად ვიხადოთ ქონების გადასახადი თუ შეგვიძლია გონივრული ვარგისიანობის პერიოდის მინიჭება და ცვეთის დარიცხვა?

2019/03
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა