შპს-მ უნდა გასცეს 2013-2014-2015 წლების დივიდენდები, თანხით ვთქვათ X ლარი. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე დარიცხულია და შესაბამისად გადახდილია მოგების გადასახადი, თანხით ვთქვათ Y ლარი. მაინტერესებს ამ ოპერაციის ბუღალტრული გატარებები და საგადასახადო ვალდებულებები.
შპს X-მა აიღო ბანკიდან სესხი, რათა გაასესხოს თანხა შპს Y-ზე (შპს Y-ს კავშირი არა აქვს შპს X-თან, სრულიად სხვა კომპანიაა).
1) რა საგადასახადო ვალდებულებები მექმნება ამ დროს და რამდენი პროცენტით უნდა გავცეთ თანხა შპს Y-ს?
2) შემოსავალში როგორ უნდა ავიღო თანხა?
გთხოვთ ამომწურავად მიპასუხოთ და მიმითითოთ შესაბამისი გატარებები.
წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ გადასულ შპს-ს. მიმწოდებლებისაგან შესყიდვის ჩეკების ნაწილი დაკარგულია. ვაპირებთ გავატაროთ მათი გადახდა და რადგან გადახდის საბუთი არ მაქვს, დავბეგროთ მოგების გადასახადით. სწორია ეს თუ არა?
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ ააშენა საკუთარი შენობა-ნაგებობა და ჩაითვალა სამშენებლო მასალებზე მიღებული დღგ. 2016 წლის იანვარში შენობა შევიდა ექსპლუატაციაში და დღგ-ის დეკლარაციით მოხდა აშენებული შენობის ღირებულებაზე დღგ-ის დარიცხვა და იმავდროულად სრულად ჩათვლა. 2018 წლის იანვარში შპს-მ უკან დაიბრუნა ბარათზე არსებული ზედმეტობის თანხა. საწარმოს შემოსავალს წარმოადგენდა მხოლოდ იჯარით მიღებული 1000 ლარი, ბოლო 12 თვის განმავლობაში 100000 ლარზე ნაკლები. შპს 2018 წლის 1 ივლისიდან მოიხსნა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიდან.
1) დღგ-ის გადამხდელად მოხსნის თარიღისათვის მოუწევს თუ არა შპს-ს ძირითად საშუალებაზე ადრე ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა და რა პროპორციით?
2) დღეისათვის იგეგმება ძირითადი საშუალების – ამ შენობა-ნაგებობის რეალიზაცია, რომლის ღირებულება აღემატება 100000 ლარს და გვიდგება დღგ-ის გადამხდელად ხელახლა რეგისტრაციის ვალდებულება მოცემული მიწოდების ოპერაციისთვის. რეგისტრაციის თარიღის მოხსნის დროს აღსადგენი დღგ-იდან თუ შევძლებთ ისევ ჩათვლას მოცემული აქტივის რეალიზაციისას?
ჩვენი მოსაზრებით, 10-წლიანი პროპორციის გათვალისწინებით სამართლიანად მიგვაჩნია ჩათვლილი დღგ-დან მხოლოდ 6-7 თვიანი პერიოდის შესაბამისი წილის ამოღება და დანარჩენის სრულად ჩათვლა (01.07.2018 წ. რეგისტრაციიდან მოხსნიდან დღეისათვის ხელახლა რეგისტრაციამდე დღგ-ის არგადამხდელად მუშაობის პერიოდის გათვალისწინებით).
შპს ახორციელებს სასტუმრო მომსახურებას შავი ზღვის სანაპიროზე. მომსახურება არის სეზონური. ძირითადი თვეებია მაისი-ოქტომბერი. ჩვენი საწარმოს ზომითი კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, როგორ დავითვალო დასაქმებულთა რიცხოვნობა? საშუალო არითმეტიკულით 12 თვეზე, ნამუშევარ თვეებზე? თუ კიდევ სხვა?