ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

საქართველოში წარმოებულ ყვავილოვან კომბოსტოს აცლიან ფოთლებს, ჭრიან ხელისგულის ოდენა ნაჭრებად, ფუთავენ ცელოფანში და ყიდიან. ასევე საქართველოში წარმოებულ სტაფილოს აჭრიან ორივე ბოლოს მცირედით, მასაც ფუთავენ ცელოფანში და ყიდიან. არის ეს სამრეწველო გადამუშავება და კოდის შეცვლა? მათი ამ სახით მიწოდება იბეგრება დღგ-ით? აქვე დავძენთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ №241 ბრძანებით დამტკიცებულ სეს ესნ-ში ყვავილოვან კომბოსტოსაც და სტაფილოსაც (ახალი ან გაციებული) მხოლოდ ერთი კოდი შეესაბამებათ (0704 და 0706).

2019/02
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

ჩვენმა საწარმომ შეცვლა საწარმოო შენობის სახურავი, რაც დაჯდა დაახლოებით 22000 ლარამდე. მიმდინარე პერიოდის ხარჯს მივაკუთვნო ეს თუ შენობის თვითღირებულებას?

2019/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1996 წელს დაფუძნდა შპს და მის საწესდებო კაპიტალში ჩადებულ იქნა 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების მატერიალური ქონება (დამფუძნებლის პირადი ქონება). 22 წლის განმავლობაში ქონებამ განიცადა ცვეთა და ამჟამად გამოუსადეგარია საწარმოს საქმიანობისთვის. 1) მაქვს თუ არა უფლება მოვახდინო ქონების ჩამოწერა დადგენილი წესით? 2) მაქვს თუ არა უფლება საწესდებო კაპიტალი შევცვალო 200 (ორასი) ლარის ნაღდი თანხით?

2019/02
არასაგადასახადო თემა
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს X-ის დამფუძნებელია 2 ფიზიკური პირი 50%-50% წილებით. ამავე დროს შპს X ფლობს 16% წილს შპს Y-ში, სადაც ეს 2 ფიზიკური პირი ფლობს აგრეთვე წილების 25%-ს. ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ორივე შპს-ის დირექტორი. როგორი ფინანსური ანგარიშგება უნდა წარადგინოს შპს X-მა? კონსოლიდირებული, როგორც მეკავშირე (სათავო) საწარმომ? რა განსხვავებაა კონსოლიდირებულ შვილობილი საწარმოსა და მეკავშირე საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებებს შორის?

2019/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

კომპანიის საამქროებში მიმდინარეობს კაპიტალური რემონტის სამუშაოები. რემონტი დაიწყო 2017 წელს და მიმდინარე წელს იგეგმება მისი დასრულება. გთხოვთ მიგვითითოთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები წლების მიხედვით შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე, ამორტიზაციაზე და ა.შ. ამასთანავე, გვაინტერესებს ქონების გადასახადის დეკლარაციებში როგორ აისახება ეს თანხები.

2019/02
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს დაფუძნდა 2018 წელს. ჰყავს ერთი დამფუძნებელი – 100% წილის მფლობელი ფიზიკური პირი, რომელმაც გარკვეული თანხა შეიტანა კომპანიის სალაროში და კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. ახლა მას უნდა, რომ ამოიღოს კაპიტალში შეტანილი თანხის ნახევარი (დაიბრუნოს შეტანილი თანხა). რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო და დაიბეგრება თუ არა დამფუძნებელი ან/და შპს გადახდის წყაროსთან?

2019/02
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა