ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს უნდა ჩაებარებინა თუ არა 2019 წლის იანვარში 2018 წლის განაცემთა შესახებ წლიური ინფორმაცია? ადრე ამის შესახებ შეტყობინებას გვიგზავნიდნენ, წელს კი შეტყობინება აღარ მოსულა.

2019/02
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

შპს X-ს ჰყავს 2 დამფუძნებელი – შპს Y და არარეზიდენტი ფიზიკური პირი. შპს Y ფლობს წილის 66%-ს, არარეზიდენტი ფიზიკური პირი კი – 34%-ს. დამფუძნებლებმა 2018 წლის ოქტომბრის თვეში მიიღეს გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდაზე 150000 აშშ დოლარით. შპს Y-ს 99000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეაქვს თავის ბალანსზე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ძირითადი საშუალებები, ხოლო არარეზიდენტ ფიზიკურ პირს – 51000 აშშ დოლარი. 1) რა დოკუმენტი უნდა შედგეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივად შეტანისას? 2) რა თანხის სანაცვლოდ უნდა მოხდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შეტანა კაპიტალში: თვითღირებულებით (ძირითადი საშუალების შემთხვევაში ნარჩენი ღირებულებით), საბაზრო ფასით თუ მხარეებს შორის შეთანხმებული ღირებულებით? 3) როგორ აღირიცხება არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ თანხის აშშ დოლარში შეტანისას წარმოშობილი სავალუტო საკურსო სხვაობა (რომელიც წარმოიშვება გადაწყვეტილების დღეს არსებულ სავალუტო კურსსა და შენატანის ფაქტობრივად განხორციელების დღის კურსს შორის სხვაობით)? გთხოვთ განიხილოთ დადებითი და უარყოფითი საკურსო სხვაობის შემთხვევა და მიუთითოთ ბუღალტრული გატარებები.

2019/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

ვაშენებ (ვანახლებ) სავაჭრო ფართს (მაქვს სამეწარმეო საქმიანობის უწყვეტი რეჟიმი და შესაბამისად, დასაბეგრი ბრუნვა, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი). სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მოცულობა მოიცავს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე დაუბეგრავ ფართს, საიდანაც დღგ-ით დასაბეგრი მიზნებისათვის ფართი შეადგენს დანახარჯის 80%-ს. გთხოვთ მოგვცეთ ახსნა-განმარტება, მშენებლობის გაწეულ ხარჯზე გადახდილი დღგ რა პროპორციით ჩავითვალო მოცემულ შემთხვევაში?

2019/02
დღგ
მშენებლობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ ლომბარდს. მოძრავი ნივთის გირავნობის ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა რამდენია? პოლიციამ მოგვთხოვა 2011 წლის ხელშეკრულების წარმოდგენა. უნდა გვქონდეს ის შენახული თუ არა?

2019/02
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

1) უბედური შემთხვევებისაგან თანამშრომლების დაზღვევა, რაც გახდა სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან საფრთხის შემცვლელი სამუშაოების შემთხვევაში, ჩაითვლება ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით თუ არა? 2) ეხება თუ არა ეს სავალდებულო დაზღვევა შესაბამისი საწარმოებისათვის მათ ყველა თანამშრომელს (მაგალითად, დირექტორს, ბუღალტერს...)?

2019/02
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს-მ, რომელიც დღგ-ის გადამხდელი არ არის, 2018 წლის დეკემბერში დააფუძნა 100% წილობრივი მონაწილეობით შვილობილი საწარმო და შეიტანა მის კაპიტალში სხვადასხვა დროს შეძენილი და და ექსპლუატირებული ძს-ები. მათგან ნაწილი, რომელთა საბაზრო ღირებულება 100000 ლარზე მეტია, დღგ-ით დაბეგვრადი ფასეულობებია. შვილობილმა საწარმომ ყველა ეს ძირითადი საშუალება უნდა გამოიყენოს ისეთ საქმიანობაში, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. ამ შემთხვევაში, წარმოეშვება თუ არა რომელიმე მხარეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება?

2019/01
დღგ
ინვესტიციები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა