ძებნის შედეგად ნაპოვნია 288 შედეგი

შპს-ს აქვს წიაღისეულის მოპოვების 5-წლიანი ლიცენზია. გვაინტერესებს, ამ ლიცენზიას ამორტიზაცია ერიცხება ჩვეულებრივ როგორც არამატერიალურ აქტივს (5 წელზე გადანაწილებით) თუ ფაქტიურად მოპოვებული კუბატურის მიხედვით დაერიცხება?

2022/10
არასაგადასახადო თემა
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ღვინის ქარხნის ლაბორატორიაში ჩავატარეთ მასალებისა და პროდუქციის ინვენტარიზაცია. გვაინტერესებს, გამოვლენილი ზედმეტობა რა ღირებულებით ავიღო ბალანსზე და გამოვლენილი დანაკლისი როგორ დავბეგრო? ღვინის ქარხანა დღგ-ის გადამხდელი კომპანიაა და მსს ფასს-ით სარგებლობს.

2022/10
დღგ
მოგების გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

2021 წლის ივლისში ფიზიკურმა პირმა გააფორმა შპს-სთან ხელშეკრულება ამ შპს-ისთვის სარემონტო მომსახურების მიწოდებაზე, რომელიც დამთავრდება 2022 წლის დეკემბერში მიღება-ჩაბარების აქტით. შუალედურ მიღება-ჩაბარებებს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს. ფიზიკური პირი 2021 წლის ნოემბერში გახდა ინდმეწარმე და დღგ-ის გადამხდელი, ხოლო 2022 წლის 1 თებერვლიდან მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი. 1) 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის საავანსო ჩამორიცხვებზე რომელი მხარეა დღგ-ის გადამხდელი, როდის უნდა მოხდეს დეკლარირება? 2) 2022 წლის იანვარში აქვს საავანსო ჩამორიცხვა. ამ თვეზე უნდა წარადგინოს ამ მეწარმემ 2022 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია? და თუ კი, რა თანხაზე? 3) 2022 წლის თებერვლიდან აქვს საავანსო ჩამორიცხვები. ეს ავანსები უნდა ასახოს მცირე ბიზნესის ყოველთვიურ დეკლარაციებში? თუ უნდა დაელოდოს მიღება-ჩაბარების აქტს და 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე მიღებულ მთელს თანხაზე წარადგენს დეკლარაციას 2023 წლის იანვარში და დაბეგრავს 1%-ით?

2022/09
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

შპს X-ს აქვს არასასოფლო-სამეურნეო მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. შპს X-ის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 200 000 ლარს. მოხდა წილის გაყიდვა და შპს X-ის წილი ძველი დამფუძნებლისაგან შეისყიდა შპს Y-მა. შპს Y-მა წილის ყიდვისთვის გამოიტანა სესხი ბანკიდან 1 750 000 აშშ დოლარი, რითაც შეიძინა შპს X-ის წილი და გახდა მისი ახალი მოწილე პარტნიორი. მიწა და შენობა-ნაგებობა დარჩა შპს „X“-ის ბალანსზე. გვაინტერესებს ბუღალტრული გატარებები. როგორც შპს „X“, ასევე შპს „Y“ ვსარგებლობთ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით.

2022/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შეკითხვა ეხება მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ ხორბლის მაგალითი განვიხილოთ: ხორბლის თესვის პერიოდი საქართველოში წესისამებრ სექტემბერში იწყება და ნოემბრის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს. ცხადია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც თესვა შეიძლება კიდევ უფრო დაგვიანდეს და საანგარიშგებო პერიოდის დასასრულს (დავუშვათ 31 დეკემბერს) ჯერ კიდევ არ იყოს მარცვლეული კულტურა მიწიდან აღმოცენებული. რა ხდება ამ დროს? როგორ უნდა ვაღიაროთ ან/და აღვრიცხოთ ბიოლოგიური აქტივი მსს ფასს-ის 34-ე განყოფილების მიხედვით? გვაფიქრებს ის, რომ მოყვანილ მაგალითში მცენარე ჯერ არაა აღმოცენებული და თან ამ დროს მისი არ აღმოცენების (სრულად ან ნაწილობრივ) რისკი ალბათ საკმაოდ მაღალია. შესაბამისად: 1) საერთოდ დაკმაყოფილებულია თუ არა ბიოლოგიურ აქტივად აღიარების კრიტერიუმები? 2) შესაძლებელია თუ არა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ხორბლის არ აღმოცენებული ყანის რეალური ღირებულებით აღრიცხვა, თუ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია და თვითღირებულების მეთოდს უნდა მივმართოთ?

2022/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

GDP სტანდარტები მოითხოვს კომპანიის შენობაში საწყობის დიზაინის და მოძრაობის ხელახალ დაპროექტებას და გადაკეთებას (სარემონტო სამუშაოები). აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, ამ ეტაპზე გაფორმდა ორი ხელშეკრულება არამეწარმე ფ/პირებთან შემდეგ მომსახურებებზე: 1. საწყობის დიზაინის და მოძრაობების ნახაზები; 2. შესაბამისობის დანერგვასთან საჭირო კონსულტაციები. ნახაზების და პროექტირების შემდეგ დაიწყება მე-3 ეტაპი – უშუალოდ სარემონტო სამუშაოები. მოსალოდნელი ხარჯები ჯამურად დაახლოებით 50000 ლარია, მათ შორის, ზემოაღნიშნული ფიზიკური პირებისაგან – დაახლოებით 20000 ლარი. 1) შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება დაემატება შენობის საბალანსო ღირებულებას? 2) ფ/პ-ების მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაც უნდა დაემატოს შენობის საბალანსო ღირებულებას? ამ შემთხვევაში – ორივესი, თუ მხოლოდ საწყობის დიზაინისა და მოძრაობის ნახაზების? 3) შენობის რემონტის შემთხვევაში რემონტის გატარებისას გამოვიყენოთ დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიში? სარემონტო მასალები ავიყვანოთ მარაგებში და შემდეგ დაუმთავრებელ მშენებლობაზე, დასრულებისას კი შენობის თვითღირებულებაზე გადავიტანოთ? 4) რემონტისათვის შეძენილ მასალებზე შემიძლია თუ არა ჩავითვალო დღგ მიღებული ა/ფ-ების მიხედვით და თუ კი, სრულად თუ ნაწილობრივ, და როდის? ზოგადად, ჩვენი შპს დღგ-ს ითვლის პროპორციის წესის მიხედვით, რადგან გვაქვს როგორც დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის ვიყენებთ ფასს-ების სრულ ვერსიას.

2022/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა