ძებნის შედეგად ნაპოვნია 1035 შედეგი

ჩვენს კომპანიას გამოუგზავნეს მოსაწვევი წერილი სტამბულში (თურქეთი) გასამართ ექიმთა კონფერენციაზე, რომელზეც დაპატიჟეს ჩვენი ორი თანამშრომელი, ასევე სამი ექიმი. ორი თანამშრომელი გავუშვით მივლინებით კონფერენციაზე. რაც შეეხება სამ ექიმს, რომლებიც არ არიან ჩვენი თანამშრომლები, მათი მგზავრობის, სასტუმროში განთავსებისა და დღიური ხარჯი გაწია ჩვენმა კომპანიამ. მივლინების ხარჯებისა და ტრანსპორტირების ხარჯების გამიჯვნა ჩვენი თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის შესაძლებელია, დღიური ხარჯების გამიჯვნა კი ვერ ხერხდება. ამ სიტუაციაში ჩაითვლება ექიმების ვიზიტი დაფინანსებად კონფერენციაზე და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით? თუ რა ტიპის ხარჯად შეიძლება ჩაითვალოს? დღიური ხარჯები, რომელთა გამიჯვნა ვერ ხერხდება, ესენიც უნდა დაიბეგროს სრულად?

2025/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

დირექტორზე გავეცი სესხი მარტში ეროვნულ ვალუტაში და საპროცენტო განაკვეთი ავიღე 18,27% (მგონი სწორად ვნახე). გაცემას ვბეგრავ მოგების გადასახადით. ყოველთვიურად ძირს ხელფასიდან ვაკავებ და წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადიდან შესაბამის თანხას ვიბრუნებ, ხოლო ნაპატიებ პროცენტს ვბეგრავ საშემოსავლოთი. სწორად ვიქცევით თუ არა?

2025/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა

2007 წელს თბილისის მერიამ უკანონოდ დაანგრია ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი. ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლო დავა დასრულდა ახლა, 2025 წლის აპრილში და სასამართლომ (კერძოდ, თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჯერ კიდევ 2009 წელში, თუმცა მოხდა გასაჩივრებები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დადგა ახლა) დადასტურებულად ცნო ფართის უკანონო დანგრევა და ზიანის ანაზღაურების სახით თბილისის მერიას ამ ფიზიკური პირის სასარგებლოდ დააკისრა თანხის გადახდა. ამ ფიზიკური პირის ანგარიშზე ხაზინის მიერ თანხა ჩაირიცხა როგორც ზიანის ანაზღაურება. ამ ფიზიკურ პირზე ზიანის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხა დაიბეგრება? თუ დაიბეგრება, ვინ უნდა დაბეგროს და როგორ?

2025/04
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

კომპანიის კუთვნილი ბარათით ხდება ანგარიშსწორება იურიდიულ პირებთან, არ გვაქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ დავბეგროთ (რა შემთხვევაში დავბეგრო საშემოსავლო გადასახადით და რა შემთხვევაში – მოგების გადასახადით), როგორ გავატაროთ ბუღალტრულად დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი?

2025/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ჩვენი საწარმო ერთი ჩინური კომპანიიდან ყიდულობს საქონელს და ამ საქონლის მოძიებაში გვეხმარება მეორე ჩინური კომპანია. ორივე ამ კომპანიას – ერთს საქონლისთვის და მეორეს მომსახურებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე ვურიცხავთ ჩინეთში თანხას. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მეორე კომპანიის მიერ ჩინეთში გაწეული მომსახურება რა გადასახადით დაიბეგრება საქართველოში?

2025/04
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

გვაქვს შენობა 2000 კვ.მ ფართობით, რომელსაც ვიყენებთ ჩემი კომერციული საქმიანობისთვის, ჩემს 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამ შენობის ქონების გადასახადის გაანგარიშებისათვის უნდა გამოვითვალოთ ქონების გადასახადი შენობის ღირებულებიდან მიწის ღირებულებასთან ერთად თუ მხოლოდ შენობის ღირებულებიდან მიწის ღირებულების გარეშე?

2025/04
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა