ძებნის შედეგად ნაპოვნია 1035 შედეგი
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისას, მისი მიმდებარე ტერიტორია სრულად შეიცვალა. სასტუმროს შენობის მიმდებარე გორაკზე გაიჭრა გზა. გზა აკავშირებს კომპლექსის სხვადასხვა ინფრასტრუქტურას. გზის გაჭრა მიმდინარეობდა პერიოდულად, 2 წლის მანძილზე, რადგან გამონთავისუფლებული მიწით ვავსებდით ადგილებს, სადაც ტერასის გაკეთება იყო შესაფერისი. ვახდენდით ამ სამუშაოზე გაწეული ხარჯების აღრიცხვას, რაც ჯამში დაახლოებით 170 ათასი ლარის ფარგლებში დაგროვდა.
2024 წელს გზა უკვე არსებობდა და მას უკვე ვიყენებთ დანიშნულების მიხედვით, თუმცა ჯერ საფარი არ აქვს. არ ვიცით, როდის მოხდება ან ასფალტის დაგება ან ბეტონით მოპირკეთება.
შეიძლება რომ უკვე მივიღოთ ექსპლუატაციაში? ცვეთა თუ დაერიცხება და რამდენი პროცენტი შეიძლება გამოვიყენოთ ცვეთისთვის? დაიბეგრება თუ არა ქონების გადასახადით?
2025/04
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
უძრავი
ქონება
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
მრავალწლიან ნარგავებს, დეკორატიულ მცენარეებს, მსხმოიარე ნარგავებს, საერთოდ არ ვწერთ ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, თუ ვწერთ, მაგრამ დაბეგვრისაგან გათავისუფლებაში ვუთითებთ?
2025/04
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
სოფლის
მეურნეობა
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ, ასევე დღგ-ის გადამხდელი შპს-ისგან, თანამშრომლებისათვის შეიძინა სპეცტანსაცმელი, რომელიც თანამშრომლებს გადაეცემათ უსასყიდლოდ. რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოეშვება შპს-ს? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.
2025/04
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
საქართველოს შპს X-ს და დანიის შპს Y-ს ჰყავთ ერთი დამფუძნებელი – დანიის რეზიდენტი ფიზიკური პირი. აღნიშნულ ფიზიკურ პირს სურს მისი ქართული შპს X-დან გასცეს სესხი თავისივე Y კომპანიაზე. არსებობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობით რაიმე რეგულაცია, რომელიც შეეხება ქართული კომპანიის მიერ უცხოეთში მდებარე კომპანიისთვის სესხის გაცემას, თუ ეს ხდება ორ კომპანიას შორის, რომლებსაც ერთი და იგივე მფლობელი ჰყავს? თუმცა უშუალოდ ამ კომპანიებს შორის ფორმალური, იურიდიული ან პირდაპირი ურთიერთობა არ არსებობს.
ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანია (დღგ-ის გადამხდელია) აპირებს რამდენიმე სხვა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებთანაც თანამშრომლობს, სარვამარტო საჩუქრად გაუგზავნოს ყვავილების თაიგულები. მიმღები ფიზიკური პირები არ არიან იდენტიფიცირებული. დირექტორზე დავბეგროთ ეს თანხა, როგორც სახელფასო განაცემი, თუ როგორ დავბეგროთ?
2025/04
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა
დღგ-ის გადამხდელი ქართული კომპანია ეწევა სასტუმრო და სარესტორნე მომსახურებას. თანამშრომლებისთვის დადგენილი აქვს 15%-იანი ფასდაკლება.
მოგეხსენებათ, სსკ მე-18 და ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 29-ე მუხლები ერთობლივად ადგენენ იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს გარიგების შედეგებზე. მათ შორის არის პირობა, რომ თუკი შესაძლებელია ანალოგიური საქონელი შეიძინო სხვა დამოუკიდებელი პირისგან იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ მხარეებს შორის გარიგების ფასს 10%-ით არ აჭარბებს, მაშინ ამ შემთხვევაში დამოკიდებულ მხარეებს შორის გარიგების ფასი არ კორექტირდება საბაზრო ფასამდე (დაბეგვრის მიზნებისათვის).
ამ პირობებში:
1) ვრცელდება თუ არა სსკ მე-18 მუხლისა და №996 ბრძანების 29-ე მუხლის დებულებები სსკ 164-ე მუხლის მე-7 ნაწილზე? ანუ, დღგ-ის მიზნებისთვისაც შეგვიძლია ეს 10%-იანი დიაპაზონი გამოვიყენოთ?
2) შესაძლებელია თუ არა, რომ თანამშრომლისთვის 15%-იანი ფასდაკლების შემთხვევაში, მხოლოდ 6%-ის (დაახლოებით) ტოლი ფასდაკლება დავბეგროთ როგორც მისი სარგებელი? მაგალითად, თუკი ანალოგიური მომსახურება სხვაგან ღირს 100 ლარი, ხოლო ჩემს თანამშრომელს ვაწვდი ამ პროდუქტს 85 ლარად, ასეთ დროს გამოდის, რომ თუკი თანამშრომელს მივყიდდი ამ სერვისს 91 ლარად, მაშინ გარიგება ჩაითვლებოდა საბაზრო პრინციპებით შესრულებულად (რადგან 91*10%=9,1 და 9<9.1), შესაბამისად საშემოსავლოთი და დღგ-ით დამატებით შემიძლია დავბეგრო მხოლოდ 91-85=6 ლარი?
3) როგორ უნდა განვსაზღვრო სხვა არადამოკიდებული პირის ანალოგიურ პროდუქტზე გასაყიდი ფასი? უნდა არსებობდეს კონკრეტული შესადარისი მონაცემი (მაგალითად, სხვა რესტორნის ფრაისლისტი), თუ შესაძლებელია, რომ ასეთ ცვლადად მივიჩნიო კვალიფიციური დასკვნით გაანგარიშებული ამა თუ იმ პროდუქტის საბაზრო ფასი?
2025/04
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
შეფასება
და
აუდიტი
პასუხის ნახვა