ძებნის შედეგად ნაპოვნია 288 შედეგი

ინდმეწარმემ შეიძინა ავტომანქანა (ფურგონი) 10000 ლარად, ნაღდი ანგარიშსწორებით. ინდმეწარმის სალაროში ფული არ გვაქვს, როგორ ავსახოთ გადახდა? 5210 ანგარიშიდან (ი/მ ფიზიკური პირის საკუთარი კაპიტალი) შევიტანოთ სალაროში და შემდეგ სალაროდან გაცემა ვაჩვენოთ?

2022/03
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ჩვენმა კომპანიამ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გააგზავნა ღვინო, რომელიც ტრანსპორტირების დროს აიმღვრა. ამიტომ მყიდველს (ურთიერთდამოკიდებული პირი არ არის) ფასის 50% უნდა დავუკლოთ. ეს ვალის პატიება გამოვა და მოგების გადასახადით დაიბეგრება? ფასის დაკლებაზე რა საბუთი უნდა გამოვწეროთ? და ალბათ რაც მოხდა, უბრალოდ ჩავწერთ აქტში?

2022/02
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფო ჩვენს შპს-ს ჩუქნის გარკვეული ღირებულების სახარჯ მასალებს. უნდა ავიყვანო თუ არა შემოსავალში, თუ: 1) სახარჯი მასალები იღებს მონაწილეობას შემოსავლის მიღებაში; 2) სახარჯი მასალები არ იღებს მონაწილეობას შემოსავლის მიღებაში.

2022/02
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

გვინდა ჩამოვწეროთ 2013-2015 წლებში შეძენილი ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა (ძირითადი საშუალებები), რომელიც დაზიანებულია და ზოგიერთი აღარც არსებობს ფიზიკურად. მათ გასულ წელს ცვეთა აღარ დაერიცხა, რადგან სრულად არის ამორტიზებული, გარდა ერთი პოზიციისა, რომელიც არ არის ბოლომდე გაცვეთილი. თქვენი კონსულტაცია გვჭირდება: უნდა დავბეგრო დღგ-ით და მოგების გადასახადით?

2022/02
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1) შპს X-ს (დღგ-ის გადამხდელია) გაფორმებული აქვს ლიზინგის ხელშეკრულება „Y-სალიზინგო კომპანიასთან“, რომელიც არ არის დახურული. გვსურს მოვახდინოთ ლიზინგის საგნის რეალიზაცია – ვალდებულების გადაცემა სხვა პირზე. ეს სხვა პირი არის სომხეთში მოქმედი სომხური კომპანია, რომელსაც სურს ლიზინგის საგანი (მობილური ამწე) გაიტანოს სომხეთში. არის თუ არა ეს შესაძლებელი სამმხრივი შეთანხმებითა და ხელშეკრულებაში ჩვენი მხარის ჩანაცვლებით სომხური კომპანიით? 2) „Y-სალიზინგო კომპანიამ“ შემოგვთავაზა სამმხრივი ხელშეკრულების ვარიანტი – უფლებამონაცვლეობა, რაც გულისხმობს, რომ შემსყიდველმა სომხურმა კომპანიამ აღნიშნული აქტივები შეიძინოს ლიზინგით, გაკეთდეს გასაყიდი აქტივების უფლებამონაცვლეობა და მათ გადაიბარონ არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სხვაობა გასაყიდ ფასსა და ლიზინგის ვალდებულებას შორის უნდა ჩარიცხონ შპს X-ში. შპს X-მა უნდა გადარიცხოს თანხა „Y-სალიზინგო კომპანიაში“ და გაასწოროს არსებული ვადაგადაცილება. როგორც მოგვწერეს „Y-სალიზინგო კომპანიიდან“, კონკრეტულად საგადასახადო გირავნობის (შპს X-ის ქონებაზე დადებულია საგადასახადო გირავნობა) საკითხი ხელისშემშლელია, თუმცა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს კომიტეტზე ამის განხილვა და ამისათვის საჭიროა კომპანიამ, რომელსაც აქტივების შეძენა სურს, მიმართოს „Y-სალიზინგო კომპანიას“ დაფინანსების თაობაზე, რომ დაიწყონ პროცესი. რა რისკებთან არის ეს ოპერაცია დაკავშირებული და ვისთვის წამოიშობა ეს რისკები, ჩვენთვის, „Y-სალიზინგო კომპანიისთვის“ თუ სომხური კომპანიისთვის?

2022/02
დღგ
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ინდმეწარმემ ჩვენს კომპანიას დაუმზადა ავეჯი, რაზეც გვაქვს ინვოისი. ეს საკმარისია? მცირე მეწარმეა, არ წერს ზედნადებს.

2022/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა