საწვავთან დაკავშირებით, გვაქვს აცდენები ბუღალტრულსა და რეალურ ნაშთებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ვაწარმოებთ საწვავის ხარჯვის ბარათებს (როგორც ავტომობილებზე, ასევე წარმოებაში გამოყენებულზე), სადაც საწყისი ნაშთები, შესყიდვა, გახარჯვა და საბოლოო ნაშთებია მითითებული. სხვაობა რომ შემცირდეს, შეგვიძლია ვისარგებლოთ შემდეგი დებულებით „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“? როგორც გვეუბნებიან, საწვავის აორთქლებას რეალურად მართლაც აქვს ადგილი.
ამ დებულებას ლინკია: https://www.rs.ge/RsGe.Module/GetDoc/Get_File?doc_id=10741
შევიძინეთ და დავამონტაჟეთ მზის ფოტოელექტრული სისტემა, რომლის შეძენაზე მაქვს ანგარიშ-ფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები არ მაქვს. რამე საგადასახადო პრობლემას ხომ არ წარმოშობს ეს?
შპს უხდის ჯარიმას არაურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირს, ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის გამო. ეს ჯარიმა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან იბეგრება თუ თავად ამ ფიზიკურმა პირმა უნდა დაადეკლარიროს?
ინდმეწარმეს ვენახი 100%-ით დაესეტყვა. ქონება დაზღვეული იყო და შესაბამისად აუნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. 1) ეს თანხა რომ გაიტანოს ინდმეწარმემ და სხვა მის მიერ დაფუძნებულ შპს-ში შეიტანოს, შეიძლება? 2) ბუღალტრულად ამ სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულ თანხას ასეთი ბუღალტრული გატარება ექნება? დ-ტი 1210 კ-ტი 1490/“სადაზღვევო კომპანია“; დ-ტი 1490/“სადაზღვევო კომპანია“ კ-ტი 8190/“სხვა არასაოპერაციო შემოსავალი“. დამატებით სხვა გატარებაც ხომ არ უნდა? ეს ხომ ნაჩუქარი თანხა არაა, სადმე ხომ არ უნდა ფიგურირებდეს ვენახიდან წარმოებული პროდუქცია, რადგან მე ხელფასზე საშემოსავლოს არ ვიხდი სსკ 82-ე მუხლის საფუძველზე „გადასახადისაგან გათავისუფლება“: „ლ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
გვაქვს შეკითხვა ვალდებულებების სამმხრივი შეთანხმებით ურთიერთგაქვითვის შესახებ. შპს „A“-მ შეიძინა ტექნიკა შპს „B“-სგან (ურთიერთდამოკიდებულები არ არიან), თუმცა ვალდებულებიდან მხოლოდ დღგ-ის ნაწილია გადახდილი. რომ მოხდეს შეძენილი ტექნიკის რეალიზება გერმანიაში, შპს „B“-ის დამფუძნებელ საწარმოზე (გერმანული საწარმო არის შპს „B“-ის 100%-იანი წილის მფლობელი) და შემდეგ მოვახდინოთ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვის სამმხრივი დოკუმენტის შედგენა, ამ შემთხვევაში გერმანული კომპანიისა და შპს „B“-ის ურთიერთდამოკიდებულება რამე განსაკუთრებულ გარემოებებს ხომ არ წარმოშობს შპს „A“-სთვის? ანუ, ჩვეულებრივად შევადგენთ და მოვახდენთ უპრობლემოდ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვას ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმების დოკუმენტით?
საქართველოს რეზიდენტი დღგ-ის გადამხდელი პირი აპირებს მიყიდოს მის საკუთრებაში არსებული შენობა ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც აპირებს ეს შენობა გამოიყენოს თავისი საელჩოსთვის. ანუ, მყიდველი იქნება ეს ევროპული სახელმწიფო. მისი საელჩო საქართველოში სწორედ ამ შენობაში ფუნქციონირებს, რომელიც ამჟამად იჯარით აქვს აღებული. დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია დღგ-ით? საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა გამოიწეროს?