ძებნის შედეგად ნაპოვნია 273 შედეგი

მყიდველმა (დღგ-ის გადამხდელმა იურიდიულმა პირმა) ორგტექნიკის მაღაზიაში შეიძინა 10000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების ტექნიკა, რაზეც მაღაზიამ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ამ თანხაზე. გარდა ამისა, მაღაზიამ მყიდველს უსასყიდლოდ გადასცა 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (ამ მაღაზიიდან საქონლის სამომავლო შესყიდვისთვის), რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს 1 წლის განმავლობაში. ამ ბარათის გამოყენების ალბათობა მაღალია. როგორ უნდა ასახოს (რა ბუღალტრული გატარებით) მყიდველმა თავის აღრიცხვა-ანგარიშგებაში ეს სასაჩუქრე ბარათი? კითხვა დასმულია ფინანსური აღრიცხვის მიზნით. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით.

2021/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

2018 წელს საქართველოს კომპანია „ა“-მ სახელმწიფოსგან შეიძინა ასევე საქართველოს კომპანია „ბ“-ს 100% აქციები. კომპანია „ბ“ ფლობს საკურორტო ზონაში უძრავ ქონებას (მიწას და შენობებს) და ეწევა სამკურნალო-დასასვენებელ მომსახურებას. სახელმწიფოსგან აქციების შესყიდვის პირობა არის ასეთი, რომ თავად აქციებში კომპანია „ა“ გადაიხდის 3500000 ლარს და პარალელურად დაეკისრება ვალდებულება, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში დახარჯავს კიდევ 12 მილიონ ლარს და ააშენებს უძრავ ქონებას (სასტუმროს) კომპანია „ბ“-ს კუთვნილ მიწაზე. ამავდროულად, კომპანია „ა“-ს აქვს უფლება ეს 12000000-ლარიანი შენობა ააშენოს თავისი სახელით ან ეს თანხა შეიტანოს კომპანია „ბ“-ს კაპიტალში და კომპანია „ბ“-მ ააშენოს ეს სასტუმრო ამ შეტანილი ფულის გამოყენებით. კომპანია „ა“-მ ეს უკანასკნელი გზა აირჩია და პერიოდულად ახორციელებს კომპანია „ბ“-ს კაპიტალში შენატანებს, რომელსაც კომპანია „ბ“ იყენებს გრძელვადიანი აქტივის შესაქმნელად (მშენებლობაში). გვაქვს ორი საკითხი, რომლის თაობაზე ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით: 1) რა შეფასება უნდა მივცეთ იმას, რომ შვილობილ კომპანიაში, რომელიც სააქციო საზოგადოებაა, მშობელი კომპანია ახორციელებს დამატებითი კაპიტალის შეტანას აქციების ემისიის გარეშე? 2) უნდა აღიარდეს თუ არა ან ინდივიდუალურ, ან კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში 12000000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება? ორივე კომპანია მუშაობს მსს ფასს-ის გამოყენებით.

2021/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ შპს-ს. ფიზიკური პირი დამფუძნებლის მიერ 2014 წელს საწესდებო კაპიტალში შეტანილია უცხოური ვალუტა აშშ დოლარში და ევროში (სხვადასხვა თარიღებში) - X თანხა შეტანის დღისათვის არსებული კურსების მიხედვით ეკვივალენტი ლარში. 2017 წლამდე, წლის ბოლოს საწესდებო კაპიტალის გადაფასების თანხები ასახულია 5320 „საწესდებო კაპიტალის საკურსო სხვაობები“ საბალანსო ანგარიშზე. დამფუძნებელს უნდა, რომ გაიტანოს თანხები ნაწილ-ნაწილ. რადგან სტანდარტის მიზნებისათვის საწესდებო კაპიტალი არ ექვემდებარება გადაფასებას, ხოლო შეტანის დღისათვის არსებულ კურსებსა და დღეს არსებულ კურსებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია, გამოდის, რომ ლარში თანხების გაცემისას დამფუძნებელი დაზარალდება. გთხოვთ განგვიმარტოთ: რომელი ოპერაცია არის სწორი, რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოეშვება კომპანიას და რა მოთხოვნები შეიძლება წარმოეშვას დამფუძნებელს კომპანიის მიმართ, თუ საწესდებო კაპიტალის შემცირება (თანხის გატანა) მოხდება: 1) ეროვნულ ვალუტაში შემოტანის დღისათვის არსებული კურსით; 2) უცხოურ ვალუტაში გატანის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით ეკვივალენტი ლარში; 3) როგორ დავარეგულიროთ 5320 საბალანსო ანგარიშზე არსებული საკურსო სხვაობების საკითხი?

2021/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ავანსის ა/ფ თუ შემიძლია გამოვწერო მარტში და საანგარიშო თვედ მივუთითო თებერვალი?

2021/03
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

2021 წლიდან როგორ რეგულირდება გადაუხდელი იჯარის საკითხი? მაგალითად, თებერვლის თვეში კომპანიას გაქირავებული ჰქონდა ფართი, საიჯარო ქირა ჯერ არ გადაუხდიათ. უნდა მოხდეს თებერვლის პერიოდზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა? გასულ წელს, მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით გადაუხდელ იჯარაზე არ ვწერდით ა/ფაქტურას მანამ, სანამ არ მოხდებოდა იჯარის თანხის გადახდა. 2021 წლიდან რა რეგულაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით?

2021/03
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
პასუხის ნახვა

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები რას ჩართავენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს: ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვას თუ მიღებულ მოგებას?

2021/02
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა