ძებნის შედეგად ნაპოვნია 890 შედეგი

ქართული საწარმო აშენებს უძრავ ქონებას (საცხოვრებელ კორპუსს) და ცალკეულ ბინებს ჰყიდის როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. მხარეთა შორის თავდაპირველად ფორმდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. გარიგება არის უცხოურ ვალუტაში და ითვალისწინებს საავანსო გადახდებს მყიდველის მხრიდან. წინარე ხელშეკრულებაში არის ასევე პირობა, რომ მყიდველს შეუძლია გავიდეს გარიგებიდან, თუკი ბინის საკუთრებაში გადაცემამდე გადაიფიქრებს მის შეძენას და ამ შემთხვევაში გამყიდველი ქართული კომპანია უბრუნებს მას ავანსად ჩარიცხულ თანხებს. თუკი ამგვარი ხდომილება დადგება და ჩვენს კომპანიას მოუწევს ავანსის თანხების დაბრუნება მყიდველებისთვის, მაშინ დაიბეგრება თუ არა ლარის ეკვივალენტი ის ოდენობა, რითიც დაბრუნებული თანხა გადააჭარბებს ჩარიცხვის დღეს დაფიქსირებულ ეკვივალენტს? მაგალითად, ჩაგვერიცხა 1000 აშშ დოლარი ავანსად კურსით 2.50 და ვაბრუნებთ კურსით 2.70.

2023/11
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს-ის დამფუძნებლებია საქართველოს რეზიდენტი სხვა შპს-ები. ქონება გავაჩუქეთ სხვა შპს-ზე, რომლის დამფუძნებლები ასევე საქართველოს რეზიდენტი შპს-ებია. ჩვენი და ამ შპს-ის დამფუძნებელი კომპანიები ერთმანეთისთვის ურთიერთდამოკიდებული პირებია, თუმცა მათი შემადგენლობა იდენტური არ არის. ყველა მათგანი დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“. დაიბეგრება თუ არა ჩვენ მიერ ქონების გაჩუქება ამ შპს-ზე მოგების გადასახადით?

2023/11
მოგების გადასახადი
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

ძირითადი საშუალების ჩამოწერაზე გვსურს ერთი დეტალის დაზუსტება. თუ სავარძელი დაზიანდება კალენდარული წლის შუა პერიოდში, გამოუსადეგარი გახდა და მის ნაცვლად შევიძენთ ახალს, ჩამოწერა და განაშთვა ბალანსიდან იმ თვეში უნდა გაკეთდეს, როცა დაზიანდა, თუ წლის ბოლოს?

2023/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ლაბორატორიული რეაგენტების იმპორტისთვის და შემდგომი რეალიზაციისთვის ხაზინის ანგარიშზე ვრიცხავთ თითოეული რეაგენტის კოდების მიხედვით „დაშვების უფლების“ ღირებულებას 30 ლარს. აღნიშნული დასახელების საქონელი არ საჭიროებს რეგისტრაციას, მხოლოდ დაშვების უფლების მოპოვება საკმარისია მათი იმპორტისთვის. დაშვების უფლება არის უვადო, თუ არ შეიცვალა კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“. წარმოშობს თუ არა დაშვების უფლებისთვის გადახდილი ღირებულება არამატერიალურ აქტივს? ბუღალტრული აღრიცხვისთვის ვიყენებთ სრულ ფასს-ებს.

2023/11
არასაგადასახადო თემა
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ იურიდიულ პირს. ჩვენი საქმიანობაა (დღის ამბულატორია) სტომატოლოგია, დერმატო ვენეროლოგია, ქირურგია, რენტგენი, თერაპია (ენდოსფერო-თერაპია), კომპიუტერული ტომოგრაფია, მასაჟი და ლაზერული (ეპილაცია, პილინგი, ტატუს მოშორება) მომსახურება და საქონლის რეალიზაცია (ე.წ. ბოტოქსი NABOTA და სხვა მსგავსი საქონელი). გაგზავნილი გვაქვს შეტყობინება მარეგულირებელ სააგენტოში სტომატოლოგიაზე და ასევე ვენერო-დერმატოლოგიაზე. 1) გვაინტერესებს, ზემოაღნიშნული მომსახურებები ჩაითვლება თუ არა სამედიცინო მომსახურების გაწევად? 2) ასევე გვაინტერესებს, ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული საქონლის (NABOTA ე.წ. ბოტოქსი) მიწოდება გათავისუფლებულია თუ არა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე? როგორც გვითხრეს, NABOTA-ს მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშეო. 3) როგორ დავადგინოთ, რა მომსახურებები ითვლება სამედიცინო საქმიანობად და ასევე რომელი საქონლის რეალიზაცია (მათ შორის NABOTA ბოტოქსი) გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე? 4) თუ შეიძლება მიგვითითეთ, გარდა საგადასახადო კოდექსისა, დამატებით რომელი საკანონმდებლო ნორმებით (მათ შორის აქტები, ბრძანებები, დადგენილებები და ა.შ.) ვიხელმძღვანელოთ? ასევე თუ არსებობს ელექტრონული საიტი, რომლიდაც შესაძლებელია დავადგინოთ, რომელი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე?

2023/11
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

დღის მეორე ნახევარში სხვა ბანკიდან გადმორიცხული თანხა არ აისახება იმავე დღეს და ჩვენთან ანგარიშზე შემოდის მეორე დღეს (მაგალითად, პარასკევ დღეს გადმორიცხული ყოველთვის ორშაბათს აისახება). ეს იწვევს შემთხვევებს, როცა კლიენტისაგან ჩარიცხული თანხა უცხოურ ვალუტაში არ ემთხვევა მის მიერ გადმორიცხულ თანხას უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად ვერ ფარავს სრულად არსებულ ვალდებულებას. სხვაობა შესაძლებელია 30-დან 40 ევრომდე/დოლარამდეც კი მივიდეს. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ: 1. დავაფიქსიროთ უცხოურ ვალუტაში იმ კურსით, რომელ დღესაც შემოვიდა და სხვაობა (უცხოური ვალუტა და მისი ეკვივალენტი ლარში ჩარიცხვის დღეს) ზარალზე წავიღოთ? 2. თუ დავაფიქსიროთ იმ ვალუტის ოდენობა, რომლის მიხედვითაც გადმორიცხა კლიენტმა?

2023/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა