ძებნის შედეგად ნაპოვნია 288 შედეგი

შპს-ს (იბეგრება ახალი მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელის“ მიხედვით) 2020 წელს საქონლის მიწოდებიდან მიღებული აქვს შემოსავალი 100 000 ლარი, ხოლო ხარჯი შეადგენს 50 000 ლარს. 2021 წელს ამავე საწარმომ გასცა შემოწირულება 10 000 ლარი საქველმოქმედო ორგანიზაციაზე. რა ითვლება წინა წლის წმინდა მოგების 10%-ის ბაზისად – 50 000 ლარი, რომელიც არ გამინაწილებია, თუ 50 000 ლარს გამოკლებული მოგების გადასახადი და გამოკლებული დივიდენდი? თუ, მხოლოდ ვაკლებთ მოგების გადასახადს 15%-ს, ხოლო რაც დარჩება, ეგ ჩაითვლება წმინდა მოგებად და მისი 10% შეგვიძლია მომდევნო წელს დაუბეგრავად გავცეთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე?

2021/04
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა

შპს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ლიზინგით გასცემს ქონებას (ავტომობილებს), პირობითად ავტომობილი შეძენილია 2019 წელს 20 000 ლარად (საწარმო იყენებს ქონების გადასახადის დათვლისას წრფივ მეთოდს). ა) საწარმოს 2019 წელს ლიზინგით გაცემული ავტომობილებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 70-71%. ბ) საწარმო 2019 წელს ლიზინგით გაცემული ავტომობილებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 65-69%. გვაინტერესებს: 1) რამდენი იქნება საწარმოს ქონების გადასახადი 2020 წელს, ასევე 2021 წელს? 2) ასევე, რას ნიშნავს 996-ე ბრძანების მუხლი 88, „დ.ა“ პუნქტი (საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის, გარდა სალიზინგო კომპანიისა, ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში)? თუ მაქვს ბალანსზე ასახული 18000 ლარად ავტომობილი, ხოლო გავეცი ლიზინგით (არ ვარ სალიზინგო კომპანია) 20000 ლარად, 20000 ლარია ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება?

2021/04
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

2020 წელს გავხსენი შპს და პანდემიის დროს ვეღარ ვამუშავე. არაფერი ბრუნვა არ მაქვს. ყოველწლიური (და ყოველთვიური) ნულოვანი დეკლარაციების ჩაბარება მაინც მჭირდება? მოგების და საშემოსავლოსი?

2021/04
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

მყიდველმა (დღგ-ის გადამხდელმა იურიდიულმა პირმა) ორგტექნიკის მაღაზიაში შეიძინა 10000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების ტექნიკა, რაზეც მაღაზიამ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ამ თანხაზე. გარდა ამისა, მაღაზიამ მყიდველს უსასყიდლოდ გადასცა 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (ამ მაღაზიიდან საქონლის სამომავლო შესყიდვისთვის), რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს 1 წლის განმავლობაში. ამ ბარათის გამოყენების ალბათობა მაღალია. როგორ უნდა ასახოს (რა ბუღალტრული გატარებით) მყიდველმა თავის აღრიცხვა-ანგარიშგებაში ეს სასაჩუქრე ბარათი? კითხვა დასმულია ფინანსური აღრიცხვის მიზნით. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით.

2021/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

2018 წელს საქართველოს კომპანია „ა“-მ სახელმწიფოსგან შეიძინა ასევე საქართველოს კომპანია „ბ“-ს 100% აქციები. კომპანია „ბ“ ფლობს საკურორტო ზონაში უძრავ ქონებას (მიწას და შენობებს) და ეწევა სამკურნალო-დასასვენებელ მომსახურებას. სახელმწიფოსგან აქციების შესყიდვის პირობა არის ასეთი, რომ თავად აქციებში კომპანია „ა“ გადაიხდის 3500000 ლარს და პარალელურად დაეკისრება ვალდებულება, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში დახარჯავს კიდევ 12 მილიონ ლარს და ააშენებს უძრავ ქონებას (სასტუმროს) კომპანია „ბ“-ს კუთვნილ მიწაზე. ამავდროულად, კომპანია „ა“-ს აქვს უფლება ეს 12000000-ლარიანი შენობა ააშენოს თავისი სახელით ან ეს თანხა შეიტანოს კომპანია „ბ“-ს კაპიტალში და კომპანია „ბ“-მ ააშენოს ეს სასტუმრო ამ შეტანილი ფულის გამოყენებით. კომპანია „ა“-მ ეს უკანასკნელი გზა აირჩია და პერიოდულად ახორციელებს კომპანია „ბ“-ს კაპიტალში შენატანებს, რომელსაც კომპანია „ბ“ იყენებს გრძელვადიანი აქტივის შესაქმნელად (მშენებლობაში). გვაქვს ორი საკითხი, რომლის თაობაზე ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით: 1) რა შეფასება უნდა მივცეთ იმას, რომ შვილობილ კომპანიაში, რომელიც სააქციო საზოგადოებაა, მშობელი კომპანია ახორციელებს დამატებითი კაპიტალის შეტანას აქციების ემისიის გარეშე? 2) უნდა აღიარდეს თუ არა ან ინდივიდუალურ, ან კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში 12000000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება? ორივე კომპანია მუშაობს მსს ფასს-ის გამოყენებით.

2021/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ შპს-ს. ფიზიკური პირი დამფუძნებლის მიერ 2014 წელს საწესდებო კაპიტალში შეტანილია უცხოური ვალუტა აშშ დოლარში და ევროში (სხვადასხვა თარიღებში) - X თანხა შეტანის დღისათვის არსებული კურსების მიხედვით ეკვივალენტი ლარში. 2017 წლამდე, წლის ბოლოს საწესდებო კაპიტალის გადაფასების თანხები ასახულია 5320 „საწესდებო კაპიტალის საკურსო სხვაობები“ საბალანსო ანგარიშზე. დამფუძნებელს უნდა, რომ გაიტანოს თანხები ნაწილ-ნაწილ. რადგან სტანდარტის მიზნებისათვის საწესდებო კაპიტალი არ ექვემდებარება გადაფასებას, ხოლო შეტანის დღისათვის არსებულ კურსებსა და დღეს არსებულ კურსებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია, გამოდის, რომ ლარში თანხების გაცემისას დამფუძნებელი დაზარალდება. გთხოვთ განგვიმარტოთ: რომელი ოპერაცია არის სწორი, რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოეშვება კომპანიას და რა მოთხოვნები შეიძლება წარმოეშვას დამფუძნებელს კომპანიის მიმართ, თუ საწესდებო კაპიტალის შემცირება (თანხის გატანა) მოხდება: 1) ეროვნულ ვალუტაში შემოტანის დღისათვის არსებული კურსით; 2) უცხოურ ვალუტაში გატანის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით ეკვივალენტი ლარში; 3) როგორ დავარეგულიროთ 5320 საბალანსო ანგარიშზე არსებული საკურსო სხვაობების საკითხი?

2021/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა