ძებნის შედეგად ნაპოვნია 1035 შედეგი

შპს საკუთარი ვენახებიდან მოსავლის ყურძენს საბაზრო ფასით ვიღებთ შემოსავალში. გვაქვს ასეთი ხარჯი, დაკრეფილ ყურძენს გააცალეს ფოთოლი გადამუშავებამდე, ასევე მოაცილეს დაზიანებული მარცვლები. ეს უბრალოდ მიმდინარე საწარმოო ხარჯია, თუ წარმოებაზე უნდა დაემატოს, ანუ წარმოებული ღვინის თვითღირებულებაზე?

2024/12
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

ბუღალტრულ დოკუმენტებში (მაგალითად, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევაზე ბრძანებაში) ფიზიკური პირების სახელის და გვარის მითითება ხომ არ ეწინააღმდეგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონს? ჩვენი კომპანიის იურისტები ამბობენ, ეწინააღმდეგებაო. მაშინ, რა შეიძლება ჩაიწეროს? ინიციალები? თანამდებობები? ხომ არ იცით, ზოგადად, რა მიდგომაა შემოსავლების სამსახურის მხრიდან ამ საკითხის მიმართ ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ?

2024/11
სხვა გადასახადები და სანქციები
სამართლებრივი/იურიდიული
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

„ესტონურ მოდელზე“ მყოფი კომპანიისთვის, რომელიც სარემონტო-საინჟინრო სამუშაოებით არის დაკავებული, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებით წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმატივის დადგენისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს თუ არა გაცემულ სესხებზე და საბანკო დეპოზიტებზე/ანაბრებზე დარიცხული პროცენტები?

2024/11
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

შპს-მ ამერიკულ ფირმას გაუწია კონსულტაცია ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინოზე და მისი იმპორტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. დღგ-თი არ ვბეგრავთ, ხომ?

2024/11
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

ექსპორტის ინვოისში ცალკე არის გამოყოფილი პროდუქციის ღირებულება, ცალკე ტრანსპორტის ხარჯი. თანხა დებიტორმა ჯამურად ჩაგვირიცხა. ვალდებულება ჩვენ გვაქვს სატრანსპორტოსთან. ასეთი სახით ექსპორტს ადრე ვატარებდი ასე: დ-ტი 1410 კ-ტი 6110 ჯამური თანხით. ეს გატარება ხომ არ უნდა დაკორექტირდეს, სხვანაირი გატარება ხომ არ უნდა, ტრანსპორტის ხარჯი ხომ არ უნდა გამოვყო? თუ კი, რა გატარებით?

2024/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

1) იმპორტირებული (თურქეთიდან) ცოცხალი წიწილის (საუბარია 1-დღიან წიწილებზე, რომლებიც ჩამოსვლისთანავე იყიდება, დაკვლას ადგილი არ აქვს) საქართველოში შემდგომი რეალიზაცია დღგ-ით იბეგრება? ანუ სსკ 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ამ შემთხვევას ითვალისწინებს? 2) რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმპორტირებული წიწილის ექსპორტი/რეექსპორტი აკრძალულია. ასეა? სამწუხაროდ, საკანონმდებლო რეგულაციას ამ საკითხზე ვერ მივაკვლიე.

2024/11
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა