მოიჯარე ჩემგან იღებს იჯარის მომსახურებას, ხოლო მისი მხრიდან მე ვიღებ თანხას და ამავე დროს უძრავ ქონებას (მშენებლობის მომსახურებას), არის ეს ბარტერი? და თუ ნაწილობრივი ბარტერია და ორივე მხარე გამოწერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, დაირღვევა თუ არა ამით რაიმე?
მშობელი კომპანია არის რეზიდენტი შპს (რომელიც იბეგრება „ესტონური მოდელის“ მიხედვით) და მე-4 კატეგორიის საწარმო ინდივიდუალურად. მშობელი კომპანიის მიერ 100%-იანი წილობრივი (100 აშშ დოლარი საწესდებო კაპიტალით, რომელიც დღემდე არ შეუვსია) მონაწილეობით დაფუძნებულია შვილობილი რეზიდენტი შპს თიზ-ში, რომელიც ასევე არის „ესტონურ მოდელზე“ და ისიც ინდივიდუალურად არის მე-4 კატეგორიის საწარმო. კონსოლიდირებულად 2019 წელთან მიმართებით ისინი ქმნიან მე-3 კატეგორიის ჯგუფს.
მშობელი კომპანია 2019 წლის მანძილზე გასცემდა შუალედურ დივიდენდებს თავის 100-იან დამფუძნებელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ბეგრავდა „ესტონური მოდელის“ შესაბამისად. 2019 წლის ბოლოს ინდივიდუალური შედეგების შეჯამებით მშობელ კომპანიას კიდევ დარჩა გასანაწილებელი მოგება. თუმცა, შვილობილი კომპანია 2019 წელს გავიდა ზარალზე და ჯგუფის კონსოლიდირებული შედეგებით მშობელი კომპანიის დარჩენილი გასანაწილებელი მოგება აღარ აღმოჩნდა საკმარისი შვილობილი კომპანიის ზარალის გადასაფარად.
აღნიშნულ სიტუაციაში მშობელ კომპანიას რამე საგადასახადო რისკი ხომ არ უჩნდება განაწილებულ დივიდენდებთან მიმართებაში? ან ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის რამე დარღვევას ხომ არ აქვს ადგილი მშობელი კომპანიის მხრიდან? მშობელი კომპანია თავის წილს შვილობილ კომპანიაში ინდივიდუალური ანგარიშგების შედგენისას აღრიცხავს თვითღირებულების მოდელით.
ვართ თიზ-ის საწარმო. 1) უცხოეთიდან შემოგვაქვს სამშენებლო მასალები (თიზ-ის ტერიტორიაზე ვაშენებთ საწარმოს შენობას). ამ შემოტანის დეკლარაციებში საბაჟოზე გვიწერენ საწყობის რეჟიმს (და არა იმპორტის რეჟიმს). ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ გვპასუხობენ, რომ ასე უნდა იყოს. ასეა მართლა?
2) ასევე შემოგვაქვს გარკვეული საქონელი თურქეთიდან, რომელსაც მერე ვყიდით სხვა უცხოურ ქვეყანაში. შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში ისევ უთითებენ საწყობის რეჟიმს, ხოლო გატანისას დგება დეკლარაცია ნაბეჭდი სახით, რომელიც არ ჩანს ელექტრონული სახით ჩვენს პირად რს-ზე (საბაჟო ოპერაციებში) და ვერ ვხვდებით, რატომ. აღნიშნულ გატანის დეკლარაციას არ აწერია ექსპორტის რეჟიმი, არამედ აწერია „საერთაშორისო გადაზიდვა“ (მინიჭებული აქვს D ნომერი). სწორია ასეთი სახით შედგენილი საბაჟო დოკუმენტაცია?
ვთქვათ, მცირე მეწარმე საქმიანობს სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მოჰყავს ყურძენი და კარტოფილი შემდგომი რეალიზაციისთვის. 2019 წლის სექტემბერში პირობითად მოყვანილ იქნა 205 000 ლარის კარტოფილი, რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის იანვარში.
1) ჩაითვლება თუ არა ბასს 41 სტანდარტის შესაბამისად, რომ ნაყოფის მოყვანის პერიოდში (სექტემბერი) ერთობლივ შემოსავალში ასასახია და დასაბეგრია თუ არა 2019 წლის სექტემბრის პერიოდში 1% გადასახადით (როგორც მცირე მეწარმე)? თუ ნაყოფის მიღება შემოსავალშია ჩასათვლელი, მაშინ გამოდის, რომ მცირე მეწარმე, რადგან ხარჯს ვერ გამოიქვითავს ბასს სტანდარტით, უნდა აღიაროს შემოსავლად და დაბეგროს სექტემბერში 1%-ით?
2) თუ არის შესაძლებელი ბუღალტრული გატარებები მიეთითოს, რამდენად სწორია: ხარჯი დ-ტი 7000 კ-ტი 1610; როდესაც მოსავალს იღებენ: დ-ტი 1610 კ-ტი 8100; შემდგომ რეალიზაცია: დ-ტი 1410 კ-ტი 6100 და დ-ტი 7210 კ-ტი 1610?
3) თუ ნაყოფის მიღების პერიოდში სტანდარტების მიხედვით უნდა აისახოს ერთობლივ შემოსავალში, მისი 1% გაითვალისწინება თუ არა წარმომადგენლობითი ხარჯების გამოქვითვის დაანგარიშებაში?
ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის მონაცემებით უწევს ქონების გადასახადის დეკლარირება, საკუთრებაში ფლობს მსუბუქ ავტომანქანას, რომელიც 2019 წლის ნოემბერში შეიძინა. ამ ავტომანქანაზე, ქონების გადასახადი სრული ღირებულებიდან უნდა გადაიხადოს თუ წლის მანძილზე საკუთრებაში არსებული დროის პროპორციულად?
შპს-ს, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი და მე-4 კატეგორიის საწარმო, წლების წინ ჩაურიცხა დებიტორმა ზედმეტად 100 ლარი და მას მერე არის ეს თანხა ზედმეტად. არ გამოდის თანხის უკან დაბრუნება. გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენად სწორია ჩემი ბუღალტრული გატარებები?
დ-ტი 1410 კ-ტი 6190 84.75,
დ-ტი 1410 კ-ტი 3330 15.25 (დღგ).
წლის დასასრულს, გადაფარვა 5310 ანგარიშზე:
დ-ტი 6190 კ-ტი 5310 84.75.
დღგ-ის დეკლარაციაში რომელ უჯრაში უნდა მივუთითოთ მოცემული დაბეგვრა?