ძებნის შედეგად ნაპოვნია 273 შედეგი

საწარმოს თანამშრომლები სარგებლობდნენ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევით, რასაც საწარმო ანაზღაურებდა (საწარმოს და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად), ანუ საწარმო იხდიდა სადაზღვევო პრემიის თანხასაც და „აგროსილ“ თანხაზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადსაც. საწარმოს და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული კორპორატიული დაზღვევის ხელშეკრულება იგივე დარჩა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საწარმო თვითონ კი აღარ იხდის თანამშრომლის სადაზღვევო პრემიის თანხას, როგორც ადრე, არამედ უკავებს თანამშრომელს აღნიშნულ სადაზღვევო პრემიის თანხას და რიცხავს სადაზღვევო კომპანიაში. გთხოვთ გვიპასუხოთ, ამ შემთხვევაში საწარმოს მაინც მოუწევს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა აღნიშნულ სადაზღვევო პრემიაზე (რომელსაც თანამშრომელს უკავებს ხელფასიდან) და გადახდა ბიუჯეტში? ასევე გთხოვთ ბუღალტრულ გატარებებს ამ უკანასკნელ შემთხვევაში.

2020/09
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს X-მა 49 წლის ვადით სახელმწიფოსაგან იჯარით აიღო მიწის ფართი და შენობა-ნაგებობები იმ პირობით, რომ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს შენობებს. აღნიშნული იჯარა შპს X-ისთვის არის ვალდებულებიანი: გარდა იჯარის საფასურის გადახდისა, რაც არის 50000 ლარი წელიწადში. შპს X-მა ამ ობიექტის განვითარებაში უნდა განახორციელოს 00000000 ლარის ინვესტიცია. აშენებული შენობები ექსპლუატაციაში შესვლისთანავე გადაეცემა სახელმწიფოს, თუმცა ამის გამო იჯარის ვადა ან საფასური ან სხვა პირობები არ იცვლება და მათ კვლავინდებურად იყენებს მოიჯარე ანუ შპს X. მიწაზე აღნაგობის უფლება არ გვაქვს, ამიტომ შენობები ექსლუატაციაში შესვლისთანავე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებაში. ჩვენი შეკითხვები ასეთია: 1) შპს X-ის მიერ 49-წლიანი იჯარით აღებული ქონება საბუღალტრო აღრიცხვის რომელ ანგარიშებზე უნდა აღირიცხოს? 2) შპს X-ის მიერ 49-წლიანი იჯარით აღებულ ქონებაზე ვალდებულებით განხორციელებულ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები რომელ ანგარიშებზე უნდა აღირიცხოს? 3) შპს X-ის მიერ აშენებული ქონების მეიჯარეზე (სახელმწიფოზე) გადაცემა როგორ უნდა აღირიცხოს? შპს X ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით.

2020/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
იჯარა
პასუხის ნახვა

2017 წ. ნოემბერში შევისყიდეთ ვენახი (13 000 ძირი სხვადასხვა ჯიშის ვაზი: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი და ხიხვი) მოვლით, საბოლოო გახარებამდე მიყვანით. ამ შესყიდვის შემდეგ გარკვეული დანახარჯები გაიწია ვენახის მოვლაზე და იმ მდგომარეობამდე მიყვანამდე, სანამ ნაყოფს გამოიღებდა. აღრიცხვა მოხდა შესაბამისად 2120-ზე და შემდგომ აღიარდა ძირითად საშუალებად. ვმუშაობთ ფასს-ების სრული ვერსიის მიხედვით. რამდენადაც ბასს 41-ში არის მითითებული (მე 4 პუნქტი), ვაზი აკმაყოფილებს ნაყოფის მომცემი კულტურის განმარტებას და მიეკუთვნება ბასს 16 ის მოქმედების სფეროს, თუმცა მის ნაყოფზე – ყურძენზე, ვრცელდება ბასს 41. ვაზის ღირებულება განსაზღვრულია თვითღირებულებით. საკითხი ჩვენთვის ახალია, რადგან პირველი მოსავლის მიღება ხდება 2020 წელს. გვაინტერესებს შემდეგი: 1) რის მიხედვით უნდა განისაზღვროს ვაზის სასარგებლო მომსახურების ვადა, ანუ რის მიხედვით დავარიცხოთ ცვეთა? 2) რის მიხედვით უნდა იქნას დამოწმებული, რომ პირველი ნაყოფი ვაზმა გამოიღო 2020 წელს? 3) მიღებული ნაყოფის რაოდენობა რომ იყო X კგ, ამას რა დოკუმენტების წარმოება სჭირდება? 4) რის მიხედვით განისაზღვრება მიღებული ნაყოფის თვითღირებულება? 5) ვაპირებთ მოწეული ყურძნის რეალიზებას. ამგვარი რეალიზებისათვის, თუ არის დამატებით რაიმე ნებართვა საჭირო (რადგან საკვები პროდუქტია)? 6) მიღებული ნაყოფის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისათვის თუ არსებობს რაიმე რეგულაციები? 7) ამგვარი გაყიდვები რა დამატებით პროცედურებს მოითხოვს ჩვენგან, რომ რაიმე სახის პრობლემებს არ წავაწყდეთ? აგვისტოში დაიწყო მყიდველებთან მოლაპარაკებები და გვინდა გამართულად წარვმართოთ პროცედურა.

2020/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

შპს-ის ბალანსზე აქვს ძირითადი საშუალება – მიკროავტობუსი, რომელიც ბუღალტრულადაც და ისედაც გაცვეთილია. შეგვიძლია აქტის საფუძველზე ჩამოვწეროთ?

2020/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს-ში ჩატარდა ცარიელი ადგილის მოსუფთავება კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არანაირი შენობა-ნაგებობა არ დგას. ეს ხარჯი რა ანგარიშზე უნდა გავატაროთ?

2020/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს-ის (მე-3 კატეგორიის საწარმოს, რომელიც მსს ფასს-ს იყენებს) ბალანსზე რიცხულ შენობას ქარიშხალმა გადახადა სახურავი, რომელიც 2017 წელს იყო გამოცვლილი. ახლა კეთდება წინასთან შედარებით უფრო მდგრადი და ვიზუალურადაც უკეთესი. ეს ხარჯი გავუშვათ ძირითადი კორპუსის რემონტის ხარჯში, თუ კაპიტალიზება მოვახდინოთ?

2020/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა