ძებნის შედეგად ნაპოვნია 1035 შედეგი

ჩვენი კომპანია ყიდის ან მოკლევადიანი იჯარით გასცემს იმპორტირებულ სამედიცინო აპარატურას, ასევე სახარჯ მასალებს მათთვის. ერთ-ერთმა ა(ა)იპ-მა, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, მოგვმართა თხოვნით, გავუწიოთ სპონსორობა ამ ა(ა)იპ-ის მიერ ორგანიზებულ სამედიცინო წარმომადგენელთა კონგრესს, რასაც შესაბამისად ჩაგვიწერენ ინვოისში. დაიბეგრება თუ არა ჩვენ მიერ ამ მიზნით გადარიცხული თანხა მოგების გადასახადით?

2024/11
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

მეიჯარე კომპანიამ მოიჯარეზე ფართის გაქირავებისას (გრძელვადიანი ჩვეულებრივი იჯარაა), მას წინასწარ, ავანსის სახით, გადაახდევინა ბოლო 2 თვის იჯარის თანხა. გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისი დღგ დეკლარირებულია. ისე მოხდა, რომ ივლისის თვეში იჯარა შეწყდა ვადაზე ადრე მეიჯარის მიზეზით. მხარეთა მოლაპარაკებების შედეგად, სექტემბერში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეიჯარე დაუბრუნებდა მოიჯარეს ზემოაღნიშნულ ბოლო 2 თვის იჯარის თანხას და დაუბრუნა კიდევაც. სექტემბერში გამოიწერა ავანსის კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. კორექტირებული დღგ-ის თანხა რომელი თვის საგადასახადო დეკლარაციაში უნდა ასახონ მხარეებმა: ივლისში თუ სექტემბერში?

2024/10
დღგ
იჯარა
პასუხის ნახვა

ფიზიკურ პირს საკუთრებაში აქვს ტრაქტორი, რომელსაც თავის ვენახებში იყენებს. ეს ტრაქტორი აისახება ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში?

2024/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ინდმეწარმეს, გარდა სახლისა, ავტომანქანისა და მიწისა, ასევე საკუთრებაში აქვს მარანი, რომელსაც იყენებს თავის ეკონომიკურ საქმიანობაში. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში, ეს მარანი ცვეთადაკლებული თანხით უნდა აჩვენოს, ხომ?

2024/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ფიზიკურმა პირმა წლიური ქონების გადასახადის დეკლარირებისას, უნდა გაითვალისწინოს თუ არა ყოფილი მეუღლისაგან მიღებული ალიმენტის თანხა?

2024/10
საშემოსავლო გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ფიზიკური პირი ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციას რომ ავსებს, სოფლის მეურნეობიდან მიღებული მისი შემოსავალი გაითვალისწინება თუ არა იმ 40000-ლარიან ზღვარში? და თუ კი, შედის მთლიანად თუ სოფლის მეურნეობაზე გაწეული ხარჯი უნდა გამოაკლდეს?

2024/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა