საწარმოს საკუთრებაში აქვს 3,6 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ბალანსზე აღრიცხულია 18529 ლარად. 2020 წლის ივნისში გაყიდა 7941 კვ. მეტრი, რომელზეც ვენახია გაშენებული და ამ უკანასკნელის თვითღირებულება 6711,50 ლარს შეადგენს.
მიწისა და მასზე გაშენებული ვენახის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 30000 ლარია. გაყიდვა განხორციელდა ფიზიკურ პირზე. ვენახი ახალია და მასზე ცვეთა ჯერ არ დარიცხულა, რადგან ის მსხმოიარე 2019 წლიდანაა. საწარმო, რომელმაც გაყიდვა მოახდინა, დღგ-ის გადამხდელია.
გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორ უნდა გაიმიჯნოს დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი ოპერაციები შესაბამისი თანხების მითითებით, რა დოკუმენტი უნდა გაფორმდეს და იქნებ მოგვცეთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები:
- 30000 ლარის შემოსავალზე;
- 7941 კვ. მეტრი მიწის ფართობის რეალიზაციაზე;
- 6711,50 ლარის თვითღირებულების მქონე ვენახის რეალიზაციაზე;
- დღგ-ის თანხაზე.
მე-4 კატეგორიის საწარმო – შპს ახორციელებს საცალოში გაყიდული საქონლის ჩამოწერას ყოველთვიურად თვის ბოლოს. გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად მართებულია შპს-ის ქმედება? თუ არასწორია, მიგვითითეთ ჩამოწერის პრინციპი.
ჩვენს შპს-ს (მე-4 კატეგორიის საწარმოა) ინტერნეტ-მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი, კერძოდ, Shopify International Limited-ი. ეს მომსახურება ჩვენი ინტერნეტ საიტის ყოველთვიური მომსახურებაა. არ გვაქვს Shopify International Limited-ის რეზიდენტობის ცნობა. გთხოვთ გვიპასუხოთ:
1) რა გადასახადებით დაიბეგრება ჩვენი შპს ამ შემთხვევაში?
2) მომსახურების ღირებულება იჭრება ბანკიდან ავტომატურად, კერძოდ ინვოისი გამოწერილია 29 დოლარზე და თანხის ჩამოჭრა PayPal-ის მეშვეობით ხორციელდება 30.63 დოლარი. მოცემული შემთხვევის დროს, დასაბეგრი ბაზა საიდან იანგარიშება? გადახდის დანიშნულებაა Basic Shopify plan.
თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანია „ა“-ს ქვეიჯარით აღებული აქვს მიწა და მასზე მდგარი 4 კედელი თიზ-ში რეგისტრირებული სხვა კომპანიისგან (რომელსაც თავის მხრივ ეს სახელმწიფოსგან აქვს აღებული იჯარით). ამ ობიექტზე კომპანია „ა“-მ დახარჯა დაახლოებით 2 მილიონი ლარი და მეტიც, განავრცო და ააშენა საწარმო (შენობა და დანადგარები).
1) ასეთი ხარჯის გაწევა თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“-სთვის ნებადართულია თუ არა ჩვენი კანონმდებლობით?
2) ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის ეს გაწეული დანახარჯები რა ტიპის ხარჯია კომპანია „ა“-სთვის?
3) ქვეიჯარაში გადახდილი თანხები ემატება თუ არა შენობის თვითღირებულებას მშენებლობის პროცესში (მიმდინარეობისას)?
4) რამე გადასახადი ხომ არ წარმოექმნება კომპანია „ა“-ს ამ ოპერაციის გამო?
ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით.
რეზიდენტი კომპანია უწევს მომსახურებას არარეზიდენტ კომპანიას (საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები, რეექსპორტი). თანხის ჩარიცხვა ხდება (ოფშორიდან) ავანსის სახით ევროში. 01.01.2019 წ.-მდე ჩარიცხვა და ანგარიშსწორება ხდებოდა ევროში. ყოველი თვის ბოლოს ხდებოდა ინვოისის გამოწერა გაწეული მომსახურების მიხედვით. დამკვეთი თანხას ყოველთვის რიცხავდა ავანსის სახით ევროში, შესაბამისად ავანსის გადაფასება არ ხდებოდა.
01.01.2019 წ.-ის მდგომარეობით დაგროვილი ავანსი ირიცხებოდა 900000 ლარი, რომელიც პირობითად იყო 200000 ევრო=611940 ლარი (კურსის მიხედვით)+288060 ლარი.
კომპანიებმა გადაწყვიტეს 01.01.2019 წ.-ის შემდგომ ანგარიშსწორებანი გაეგრძელებინათ აშშ დოლარში. 01.01.2019 წ. მდგომარეობით არსებული ავანსი 200000 ევრო კროს-კურსით გადავიყვანეთ დოლარში, ხოლო დანარჩენი 288060 ლარი პირდაპირ გადავიყვანეთ დოლარში და დავსვით (დავამატეთ) როგორც მიღებული ავანსი. გვაინტერესებს, რამდენად სწორად აღვრიცხეთ ეს ტრანზაქცია?
შპს X-მა სახელმწიფოსგან 49 წლის ვადით მართვის უფლებით აიღო შპს Y და იკისრა ვალდებულება ყოველწლიურად განახორციელოს მასში 0000000 ლარის ოდენობის ინვესტიცია.
1) შპს X-ის მიერ 49-წლიანი მართვის უფლებით აღებულ შპს Y-ში, ვალდებულებით აღებული ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიცია რომელ ანგარიშზე უნდა აღირიცხოს?
2) შპს X-ის მიერ 49-წლიანი მართვის უფლებით აღებულ შპს Y-ში, ვალდებულების გარეშე ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიცია რომელ ანგარიშზე უნდა აღირიცხოს?
შპს X ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით.