ძებნის შედეგად ნაპოვნია 253 შედეგი

შპს-მ უნდა გასცეს 2013-2014-2015-2016 წლების და ასევე 2017-2018-2019 წლების დივიდენდები. 2008-2016 წლების გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 120000 ლარს (გადახდილი მოგების გადასახადი უდრის 21176 ლარს). აქედან 2013-2014-2015-2016 წლების გაუნაწილებელი მოგებააა 40000 ლარი, ხოლო 2017-2018-2019 წლების გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 50000 ლარს (გადახდილი მოგების გადასახადი უდრის 8824 ლარს). აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კომპანიას გაცემული აქვს 2008-2009 წლების დივიდენდები. მაინტერესებს მოგების გადასახადის გამოთვლა, ასევე წინა წლების მოგების გადასახადის ჩათვლა როგორ ხდება, ასევე დივიდენდის გამოთვლა და ბუღალტრული გატარებები?

2020/02
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა

თუ გადაფასების შემდეგ ცვეთა ისე გაიზარდა, რომ ამ არაფულადი ხარჯით განპირობებულია ზარალი, არ ვაღიარებთ გასაცემი დივიდენდის არსებობას? არ წარვადგენთ ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციას? თუკი დამფუძნებლებს სურთ რეალურად არსებული დივიდენდის განაწილება? და პირიქით, გადაფასების ნამეტით თუკი იზრდება გასანაწილებელი დივიდენდი?

2020/02
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ძირითადი საშუალების გადაფასებისას, სწორია თუ არა გადაფასების შედეგის ქვემოთ მოყვანილი ბუღალტრული ასახვა? ძირითადი საშუალების პირვანდელი ღირებულება 31.12.2019 წ. – 166114 ლარი; ძირითადი საშუალების დაგროვილი ცვეთა 31.12.2019 წ. – 71385 ლარი; ე.ი. ნარჩენი ღირებულებაა 94729=166114-71385. ძირითადი საშუალების შეფასებული რეალური ღირებულება 31.12.2019 წ. – 250000 ლარი; გადაფასების კოეფიციენტი (ინდექსი) – 250000/94729=2.639. გადაფასების შედეგად პირვანდელი ღირებულების აღდგენითი ღირებულება 166114*2.639=438385. გადაფასების შედეგად ცვეთის აღდგენითი ღირებულება 71385*2.639=188385. აქტივის ღირებულების ნამეტი 250000-94729=155271 ლარი; დაგროვილი ცვეთა გაიზარდა 188385-71385=117000 ლარით. გადაფასების შედეგების ასახვა ბუღალტრულ აღრიცხვაში: დებეტი 2130/„შენობა“ ნამეტი 155271 ლარი; კრედიტი 5420/„ძირითადი საშ. გადაფასების რეზერვი“ – 154044; კრედიტი 8130/„მოგება ძირითადი საშ. გადაფასებიდან“ – 1227 (1227=155271–154044 გადაფასების რეზერვის ნაშთი 31.12.18 წ.); და დამატებით გატარდება: დ-ტი 2130 კ-ტი 2230 117000 ლარი=დაგროვილი ცვეთის ზრდა (იხ. ზემოთ).

2020/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

მაინტერესებს, რამდენად სწორია შემდეგი გატარებები ძირითადი საშუალებების რეალიზაციის დროს: ჩამოიწერა რეალიზებული ძირითადი საშუალების დაგროვილი ცვეთა - დ-ტი 2200 კ-ტი 8290 30 ლარი. რეალიზებული ძირითადი საშუალების ჩამოწერა - დ-ტი 8290 კ-ტი 2100 150 ლარი. რეალიზებულია ძირითადი საშუალება - დ-ტი 1410 კ-ტი 6110 120 ლარი. დღგ-ის დარიცხვა რეალიზაციიდან - დ-ტი 1410 კ-ტი 3330 21.60 ლარი. გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით - დ-ტი 1110 კ-ტი 1410 141.60 ლარი. წლის დასასრულს მოგება-ზარალის ანგარიშზე აისახება: დ-ტი 6110 კ-ტი 5330 120 ლარი; დ-ტი 5330 კ-ტი 8290 120 ლარი.

2020/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ელექტროენერგიით მომარაგების ქსელზე მიერთება – რა ძირითადი საშუალებაა (ცალკე რომ გამოჰყავთ ხოლმე ფირმებს ქსელი თავისთვის)? დაახლოებით, 100 000 ლარი ჯდება. 2153 ანგარიშია – ელექტროგადაცემის საშუალებები?

2020/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს X-მა შეიძინა შპს Y-ის 100-პროცენტიანი წილი და გადაიხადა თანხა 100000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადაუხადა შპს Y-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს. მოვახდინეთ შემდეგი საბუღალტრო გატარება: დ-ტი 3110 კ-ტი 1210 100000 ლარი. რა არის შპს X-ისთვის 100%-იანი წილი და როგორ უნდა დავსვათ ის ბალანსზე? გთხოვთ დამიწეროთ შესაბამისი საბუღალტრო გატარებები.

2020/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა