ძებნის შედეგად ნაპოვნია 890 შედეგი

ქართული კომპანიის მიერ არარეზიდენტზე სესხის გაცემა მოგების გადასახადით როგორ იბეგრება? გაცემული სესხი უნდა დავბეგროთ ეგრევე 15%-ით? დარიცხული პროცენტიც უნდა დაიბეგროს 15%-ით?

2023/06
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ჩვენს საწარმოს გრძელვადიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლების გარეშე) გადმოსცა სამედიცინო დანადგარი, რომლის იმპორტიც ჩვენ მოვახდინეთ და ვსარგებლობთ. ვის ეკისრება აღნიშნულ დანადგარზე ქონების გადასახადის გადახდა და რა ფორმით? ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ სრული ფასს-ების მიხედვით.

2023/05
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საქართველოს კომპანიამ მოკლევადიანი იჯარით (რამდენიმე თვით) გასცა არარეზიდენტის წარმომადგენლობაზე სომხეთში ძირითადი საშუალება (დანადგარი), რომელიც გაიგზავნა ექსპორტით. ინვოისში მითითებული დანადგარის ღირებულება არის მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის. 1) როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ექსპორტის გატარება და ძირითადი საშუალების გასვლის ასახვა? 2) როგორ ავსახოთ იჯარის დარიცხვა სომხურ კომპანიაზე? მხოლოდ იჯარის მოთხოვნა უნდა გატარდეს?

2023/05
არასაგადასახადო თემა
იმპორტი, ექსპორტი
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ა(ა)იპ ორგანიზაციას ჰყავს წევრი ორგანიზაციები, რომლებსაც საწევრო თანხის ფარგლებში სთავაზობს, გაწევრიანდნენ „მგვ“ ორგანიზაციაში და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად მოახდინონ წევრი ორგანიზაციების სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. სსკ 170-ე მუხლის 1-„კ“ პუნქტით, საწევრო გადასახადი გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. ორგანიზაციას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საქმიანობა ნახსენები არ აქვს თავის წესდებაში. აქედან გამომდინარე, დღგ-ით ბეგრავს მიღებულ საწევრო თანხებს. შესაძლებელია თუ არა, რომ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება საქმიანობის შესახებ და ცვლილების შემდგომ, მიღებული საწევრო თანხები აღარ დაიბეგროს დღგ-ით?

2023/05
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

თურქეთის რეზიდენტი კომპანიის დავალებით, საქართველოს კომპანიამ (შპს) გაუწია მას შემდეგი სახის ლოჯისტიკური და სამეთვალყურეო მომსახურება: მისგან მივიღეთ საინსტალაციო ინსტრუმენტები დროებითი იმპორტის რეჟიმით თებერვალში, გადავეცით ერთ-ერთ რეზიდენტ კლინიკას, რომელსაც თურქულმა კომპანიამ დაუმონტაჟა დანადგარი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით. უშუალოდ დანადგარის სამონტაჟო სამუშაოებში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. მონტაჟის მერე რეზიდენტმა კლინიკამ დაგვიბრუნა აღნიშნული საინსტალაციო ინსტრუმენტები და ჩვენ ისინი დავაბრუნეთ ექსპორტით თურქეთში აპრილის თვეში. თურქულმა კომპანიამ გადაგვიხადა ამ მომსახურების ღირებულება მაისის თვეში. დაიბეგრება მიღებული თანხა დღგ-ით? და თუ კი, რომელ თვეში?

2023/05
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით. გვაინტერესებს, რეციკლირების გადასახადი იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებაში უნდა შევიდეს? ეს გადასახადი ეხება ზოგიერთ საქონელს, მაგალითად, ზეთი, ელექტროსაქონელი და ა.შ. წონის მიხედვით ითვლიან.

2023/05
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა