ძებნის შედეგად ნაპოვნია 890 შედეგი
საქართველოს შპს-ის ორი თანამშრომელი თებერვლის თვეში იყო მივლინებაში თურქეთში, სადაც ჩაუტარდათ ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით მისმა ჩამტარებელმა თურქეთის კომპანიამ ინვოისი გამოგვიწერა და გამოგვიგზავნა მარტში, ხოლო ტრენინგის ღირებულება გადავრიცხეთ აპრილში.
დაიბეგრება თუ არა უკუდაბეგვრის დღგ-ით აღნიშნული მომსახურება და თუ კი, რომელ თვეში?
კომპანიის დაქირავებულმა თანამშრომელმა კომპანიის კუთვნილი დაზღვეული ავტომანქანით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად დაზარალდა როგორც ამ კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა (ზარალი დაახლოებით 30000 ლარია), ასევე ორი გარეშე ფიზიკური პირის ავტომანქანა, რომლებსაც მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადავუხადოთ შესაბამისად X და Y ლარი. მიზეზთა გამო, სადაზღვევო კომპანია ზარალს არ ანაზღაურებს.
დაიბეგრება თუ არა ამ გარეშე ფპ-ებისთვის გადასახდელი თანხა მოგების გადასახადით?
2023/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
სესხები,
პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა
შპს-მ, რომელიც აღრიცხვას აწარმოებს ფასს-ების სრული ვერსიის მეშვეობით, არარეზიდენტი კომპანიისაგან 3-წლიანი ლიზინგით მიიღო დანადგარი, გამოსყიდვის უფლების გარეშე. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ 3 წლის შემდეგ ამ დანადგარს გადმოგვცემენ უფასოდ. ამასთან, 3-წლიანი ლიზინგის საფასური გადახდილ იქნა ერთიანი თანხით დანადგარის იმპორტირებამდე. დანადგარის განბაჟება განხორციელდა მისი საბაზრო ფასიდან, რომელიც მითითებული იყო მეიჯარის კომერციულ ინვოისში მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის. საბაჟო დღგ გადავიხადეთ ამ თანხიდან.
როგორ მოხდება არარეზიდენტისათვის გადახდილი საფასურის დაბეგვრა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით?
2023/05
დღგ
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
ლიზინგი
იჯარა
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
ამხანაგობა შეიქმნა ორი შპს-ის მიერ (წილობრივი მონაწილეობა: 5% და 95%) სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად. ერთ-ერთ შპს-ს ამხანაგობამ ასესხა თანხა, რომელიც დაუბრუნდა გარკვეული პერიოდის შემდეგ.
აუცილებელია თუ არა საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, რადგან დამფუძნებელ კომპანიას მოგება ისედაც დაუბეგრავად უნდა გაუნაწილოს ამხანაგობამ?
2023/05
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სესხები,
პროცენტები
პასუხის ნახვა
შპს-ის დირექტორი (იგივე დამფუძნებელი, მხოლოდ თვითონ არის წარმოდგენილი შპს ში) 2018 წლიდან საქმიანობს და არ იღებს რამე სახის გასამრჯელოს, ცდილობს დაზოგოს. ეს ხომ არ იქნება სადავო (რისკის მატარებელი) რამე სახით?
2023/05
არასაგადასახადო
თემა
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა
ჩვენი საქმიანობაა ინგლისურში მომზადება, გვაქვს კურსები. ვართ დღგ-ის გადამხდელი. კურსებიდან ყოველთვიურად გვერიცხება საფასური თვეში გაწეული მომსახურების (მაგალითად, 2960 ლარი) და ასევე ავანსადაც (460 ლარი). აღნიშნულ თანხებში შედის დღგ.
როგორ ავსახო ბუღალტრულად აღნიშნული ოპერაციები მიმდინარე თვეში და მომდევნო თვეში, ავანსის შესრულებაც რომ მოხდება?
2023/05
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა