ვენახში ერთ მწკრივს აკლია მავთულის გაბმა და ამიტომ ჯერ ისევ დაუმთავრებელ ვენახად მაქვს აღრიცხული, ეს სწორია? იმ ერთ მწკრივზე მავთულს წელს გააბამენ ალბათ, რაც შეიძლება რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების იყოს. თუმცა, რაც უკვე 2018 წლიდან მაქვს ჩასმული ბოძები და მათზე გაბმული მავთული, მაგათ რომ ცვეთას არ ვარიცხავ, იმის გამო, რომ დაუმთავრებელი ვენახის ანგარიშზე მიზის, რამდენად სწორად ვიქცევი?
2018 წელს გაშენებული ვენახი ჯერ არ არის დამთავრებული (ანუ მსხმოიარე არ არის). მასზე გაწეული ხარჯები (შეწამვლა, სასუქი, დაკავებები და ა.შ.) წავა ვენახის თვითღირებულებაზე? თუ ესენი მიმდინარე ხარჯებია?
ინდმეწარმეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ უხდის ბანკის პროცენტის თანხას (სესხის თანადაფინანსებას), ეს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში როგორ აისახება? სამინისტრო ჩვენ გვირიცხავს და მერე ბანკს ჩვენ ვუხდით.