ძებნის შედეგად ნაპოვნია 288 შედეგი

იმ ობიექტებზე, სადაც ეზოს მოპირკეთება მიდის, შესაბამისი ხარჯების აღსარიცხავად გახსნილი მაქვს დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე „ეზოს კეთილმოწყობა“. დასრულების შემდეგ რომელ 21** ანგარიშზე გადავიტანო? საკმაოდ ღირებულია ხოლმე ეზოს კეთილმოწყობის დანახარჯები.

2020/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2019 წელს მამამ შვილს, რომელიც ინდმეწარმე ფიზიკური პირია, აჩუქა სავენახე მიწა. ეს როგორ უნდა აისახოს ან რა ფასად? დაიბეგრება თუ არა?

2020/03
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს X-მა შეიძინა ძირითადი საშუალება – ტექნიკა 2015 წლის იანვარში 100000 ლარად, რომელსაც სასარგებლო მომსახურების ვადად განუსაზღვრა 5 წელი. 2019 წლის ბოლოს ტექნიკის ღირებულება ამოიწურა და დარჩა ნული, მაგრამ ტექნიკა ისევ მუშა მდგომარეობაშია. საწარმომ 2020 წლის იანვარში ტექნიკა შეაფასებინა ექსპერტს და მისი ღირებულება არის 42000 ლარი. 1) როგორ მოვიქცე: 2150-ის ანგარიშზე მიზის 100000 ლარი, ხოლო 2250-ის ანგარიშზე – 100000 ლარის ცვეთა. ეს ანგარიშები უნდა გადაიფაროს ერთმანეთში თუ რჩება ბალანსში ჩვეულებრივ? 2) რა გატარება უნდა გავუკეთო შეფასების ღირებულებას, რომელიც არის 42000 ლარი და აფასებულ ძირითად საშუალებას ცვეთა თუ ერიცხება? თუ მხოლოდ ქონების გადასახადს ვიხდით?

2020/03
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

თებერვლის თვეში იმპორტით მივიღე საქონელი, რომელსაც არ ახლდა წარმოშობის სერტიფიკატი და აქედან გამომდინარე, დაიბეგრა იმპორტის გადასახადით, რაც შევიყვანე საქონლის თვითღირებულებაში. შემდგომში საქონლის რაღაც ნაწილი გაიყიდა. ახლა წარვადგინეთ ეს სერტიფიკატი და მოგვეხსნა აღნიშნული გადასახადი (დაკორექტირდა საბაჟო დეკლარაცია, ზედმეტად გადახდილი თანხა აისახა ბარათზე). მაინტერესებს, უნდა მოხდეს თუ არა თვითღირებულების თავიდან გადათვლა?

2020/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ვართ ა(ა)იპ, რომელიც ეწევა ქველმოქმედებას. საბანკო ანგარიშზე გვერიცხება შემოწირულობები. ამ მიღებულ შემოწირულობებს შემდეგ ვურიცხავთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს. 1) როგორი იქნება ამ შემთხვევაში სწორი ბუღალტრული გატარებები? 2) იხდის თუ არა ორგანიზაცია მოგების გადასახადს, თუ არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას?

2020/02
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

შპს-მ უნდა გასცეს 2013-2014-2015-2016 წლების და ასევე 2017-2018-2019 წლების დივიდენდები. 2008-2016 წლების გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 120000 ლარს (გადახდილი მოგების გადასახადი უდრის 21176 ლარს). აქედან 2013-2014-2015-2016 წლების გაუნაწილებელი მოგებააა 40000 ლარი, ხოლო 2017-2018-2019 წლების გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 50000 ლარს (გადახდილი მოგების გადასახადი უდრის 8824 ლარს). აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კომპანიას გაცემული აქვს 2008-2009 წლების დივიდენდები. მაინტერესებს მოგების გადასახადის გამოთვლა, ასევე წინა წლების მოგების გადასახადის ჩათვლა როგორ ხდება, ასევე დივიდენდის გამოთვლა და ბუღალტრული გატარებები?

2020/02
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა